ჩემი სახელის ისტორია!

1996 წლის 8 აპრილს, ღამის 1 საათზე, არ ვიცი რომელ სამშობიაროში, გავჩნდი მე! ხოდა მამაჩემმა გადაწყვიტა ბებიამისის საპატივსაცემოდ დაერქმია ჩემთვის მარიამი. წესით ნანა უნდა მრქმეოდა, რადგან ორივე ბებიას ნანა ჰქვიათ, მაგრამ არა! დედაჩემი საგონებელში ჩავარდა მარიამი როგორ დავუძახოო! 😀 გავიდა ხანი და ერთ დღესაც მამაჩემის მეგობარი და ჩემთვის დიდად პატივსაცემი ადამიანი მოვიდა ჩვენთან სტუმრად, მაშინ მე ძააალიან პატარა გოგო გახლდით და ეს პროცესი არ მახსოვს! ჰოოდა უთქვამს, რომ აბა ეს რა მარიამიაო(ეს სახელი ძალიან სერიოზულად ჟღერდა ალბათ მე კიდე ჩასაჯუჯგნი, დიდლოყებიანი და ხუჭუჭა გახლდით)  ეს არისო მარიშკაო.. ასე და ამგვარად იმ დღის შემდეგ ყველა ჩემი ოჯახის წევრი, ისინი ვისაც ოჯახთან აქვთ ურთიერთობა და ახლო მეგობრები ასე მეძახიან..
2011 წლის ზაფხული იყო.. პაპანაქება სიცხე! მე, ჩემი დაქალი ნუცა, ბიძაშვილი ნინი, ზემოთხსენებული ბებია ნანა და ოჯახის ძაღლი ლედი, ბულაჩაურში ვისვენებდით. ეს ის  დრო იყო, როცა კალიების შემოტევა დაიწყო! თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ გოგოების უმრავლესობას, კი არა მთლიანობას მათი ეშნოდა და არც დიდა ბიჭებს ეპიტნავებოდათ მათი არსებობა მე ვხოცავდი მათ! ამ მომენტში თქვენ წარბაწეულ სახეს გააკეთებთ, მაგრამ არ მოგჩვენებიათ! მე კალიათმმუსვრელი გავხდი! რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს! ხოდა ამ ხუმრობახუმრობაში ჩემს სახელს კალია მიება და მარიშკალია გავხდი! რა ვქნა, ძალიან მომწონს ჩემი სახელის სახეცვლილება! ❤
დიდი ფიქრისა და განსჯის შემდგომ, ბლოგსაც ასე შევარქვი.
P.S. იმედი მაქვს, რომ აღარ გაჩნდება კითხვები ჩემი სახელის მიმართ, რომელიც აქამდე მრავლად მომდიოდა სოციალური ქსელის ჩატიდან!

14 thoughts on “ჩემი სახელის ისტორია!

  1. ამმმმმმმმმ …თურმე საიდან წარმოსგდა მარიშკალია : ))) ორიგინალური სახელია … რაღაც ფრანგულ სახელს ჰგავს …. მომწონს :*

    1. მე შ.პ.ს. “მარიშკალიას” დაარსებას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ისევ ბლოგზე შევჩერდი! 😀 ხო მეც ისე მივეჩვიე ამ სახელს, რომ სხვა ვერაფერი ვერ წარმომიდგენია ბლოგის სახელად! 😛

  2. გამოხმაურება: მარიშკალიას ბლოგი
  3. აწწ! რაღაც ბევრი დამთხვევაა ძალიან (იმას არ ვგულისხმობ, ცხადია, რომ მეც სამშობიაროში დავიბადე : ))
    აი, მარიამი რომ დამარქვეს მეც და კალიათმმუსვრელობაც რომ შევითავსე წარმატებით, მაგაზე ვამბობ : ))
    ოღონდ მე სასტიკად ვაპროტესტებ ბავშვობიდან ჩემი სახელის ნებისმიერ შემოკლება-დაგრძელებას და მთელი ომები მაქვს ამასთან დაკავშირებით გადატანილი : ))

    1. მე და შენ ნელნელა უფორ ბევრ საერთოს ვპოულობთ! ❤ კალიათმმუსვრელები უნდა გავერთიანდეთ! 🙂

      1. ჰო, აბა… რაზმი შევქმნათ ერთი და ცხელი ხაზი გავაკეთოთ, როგორც სახანძრო და პატრულია, ისეთი პოპულარულები ვიქნებით ჩვენც : ))

Leave a reply to CreaTive კომენტარის გაუქმება