ადამიანი რომ არ ვიყო..

ალბათ ახლა იფიქრებთ, ეს არსება(ანუ მე რაა) ადამიანი რომ არ იყოს, კალია იქნებოდაოო.. ცდებით ძვირფასებო! სხვათა შორის რაღაც არანორმალურად კარგ ხასიათზე ვარ და რაღაც უცნაურობა გამომივა ვგრძნობ..
ადამიანი რომ არ ვიყო, ვიქნებოდი ქარი, მუსიკა, მუსიკა ქარში, კომპიუტერი, რომელიც მუდამ ჭედავს, წიგნი, რომელსაც დასასრული არ აქვს, ქალთევზა(რომ არსებობდნენ), ან წყლის ფერია! (იმედია) ჩიტი, ოღონდ ისეთი, რომელიც თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
თუ ვიქნებოდი ნახატი, (რამდენად არარეალურად და სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს) ვიქნებოდი რაიმე სურეალისტური ან აბსტაქციონისტული ნახატი, რომელიც დახატა მხატვარმა, ვინც “მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა..”

უბრალოდ ეს სურათი გამახსენდა

გრძნობა რომ ვიყო, გაურკვევლობა ვიქნებოდი.ის შეიძლება მზეც ვყოფილიყავი

ქალაქი რომ ვიყო, ალბათ ბერლინი ვიქნებოდი, ან შეიძლება სიეტლი.

კარგი ახლი კი სერიოზულად რომ დავფიქრდეთ, რა არის ადამიანი? ყველაზე საშიში მტაცებელი?(მე-8 თუ მე-7 კლასის ბიოლოგიის გავლენა) მოაზროვნე მაიმუნი?(დარვინის გავლენა) იქნებ საერთოდ არც ვართ ადამიანები?(მახოსვს, რომ ადრე ცოტნემ დაწერა ამაზე პოსტი და ვერაფრით ვერ გავიხსენე რა ერქვა) ეს თითქოს დიდი პატივია, როცა ადამიანს გიწოდებენ, ამიტომ არ ღირს ასე ხმამაღლა ვთქვათ, რომ ადამიანები ვართ. (ტავტოლოგიას არ იმჩნევთ)
მე რომ მკითხოთ, და რომც არ მკითხოთ, მაინც დავწერ ადამიანი ძალიან საინტერესო და გამოუცნობი ფენომენია თქვენ წარმოიდგინეთ! მის შესაძლებლობებს არანაირი საზღვარი არ აქვს, და ის კი ამ თავისუფლებას არ იყენებს, მეტიც არც კი იცის როგორ გამოიყენოს! თემას არ გადავუხვიე და ბარემ დავასრულებ.
ამ პოსტზე დამთაგა თაკომ და გააგრძელა ლუკამ, ხოდა გააგრძელეთ თქვენც! 😀
პ.ს. ეხლა გამოხსენდა მე რომ ადამიანი არ ვიყო ვიქნებოდი მფრინავი ზღარბი! 😀

Advertisements

18 thoughts on “ადამიანი რომ არ ვიყო..

  1. ეს ხო არ იგულისხმე “რემარკი ამბობდა: “ლომები ანტილოპებს კლავენ, ობები – ბუზებს, მელიები – ქათმებს … მაგრამ რომელი მიწიერი არსება ომობს განუწყვეტლივ და კლავს თავის მსგავსა და ნათესავს? – რა თქმა უნდა ადამიანი, რომელმაც მოიგონა ისეთი სიტყვები როგორიცაა: სიყვარული, სიკეთე, ქველმოქმედება და …”” 🙂

    1. სიძულვილი? ან ღიმილიანი სმაილი 😀 იცი ამ პოსტის წერისას მასეც არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ საკამოდ დასაფიქრებელი კომენტარი დამიწერე! 😛

  2. არც ვიცით ადამიანად ყოფნა ჯობია თუ ფოთლად,რომელიც გაზაფხულზე იბადება,ზაფხულში იფურჩქნება და ცხოვრობს,შემოდგომაზე კი ფერს იცვლის,თითქოს წელშიც იზნიქება წელთა სიმრავლისაგან,მოხუცივით ნაოჭდება და წყდება ტოტიდან…შეიძლება იმ ფოთლის არსებობა უფრო აზრიანი იყოს,ვიდრე რომელიმე ადამიანის…

  3. … არ მახსოვს, ზუსტად ასე უწერია. იგულისხმება ყველა კარგი და საამაყო გრძნობები. ისინი რომელმაც დღემდე მოიყვანა კაცობრიობა, და ისინი რომლის დაკარგვაც ისევ და ისევ ცუდად აისახება ჩვენზე. 🙂 🙂

  4. მფრინავი ზღარბი ეგრევე გამახსენდა და კიდევ კარგი შენ არ დაივიწყე :დ
    😀 დასაწყისში გადმოცემული ხასიათს მე ც ვიზიარებ და გეტყვი,რომ დღეს რაღაც მიხარია ,,იმ ბედნნიერებას გაუმარჯოს მიზეზი რო არ გაქვს დ ა მაინც რომ გიხარია :დ
    მოდი ჩავეხუტოთთთთთთთთთთთთ :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s