Monthly Archives: სექტემბერი 2011

დეპრესიულ-შთაგონებული პოსტი

ეჰ, სულო ჩემო ცოდვილო, გონებავ დაბინდულო და გულო დამწვარო! ნუთუ ასეთია ჩემი ნისლით დაფარული და ეკლიანი გზა? ასე უნდა ვიჯდე და ვწერო მუდამ? უბედური და თან ლამაზი ფანტაზიების ფურცელზე გადმოტანაა ჩემი საქმე? ნუთუ ეს ბედკრული საქართველო ჩემნაირი გიჟების და მათნაირი უსაქმურების ხელში რჩება? ვისღა აინტერესებს ამ პატარა მიწის ნაგლეჯის ბედი? როდემდე უნდა ვიაროთ ამ ცოდვით დამძიმებულ და 7 სანტიმეტრით გადახრილ დედამიწაზე და ვეძებო აზრი ყველაფერში? იქნებ ესაა ცხოვრების შინაარსი, მუდამ რაღაც მეძებოთ.. ამ შეშლილ სამყაროში მარტოდმარტო დარჩენილს ზედმეტი ფიქრები არ მჭირდება..
რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც პატარა და სულელი ბავშვი ვიყავი და ერთადერთი რაც მადარდებდა ის იყო, რომ შოკოლადი მითავდებოდა! მართალია არც სახელმწიფოს ვმართავ და არც სამყაროს შექმნის ჰიპოთეზებზე ვმსჯელობ, მაგრამ ამ ორივე თემაზე პირადი მოსაზრება მაქვს.
ახლა მე ვეძებ.. ოღონდ რას არ ვიცი.. ჰმმ.. მართალი ყოფილა ის ვინც თქვა “მე ვიცი რომ არაფერი ვიცი”.
ეჰ, სადა ხარ მთვარეო?? გალაკტიონის მთვარეო გამოანათე და გაგვინათე გზა!

P.S.ძალიან არეულ გონებაზე დაწერილი ჩანახატია..

Advertisements

სიტუაცია გაკვეთილზე

-რა მაგარი იქნებოდა..
-რაზე ამბობ?
-ყველაფერს ამობრუნებულად რომ ვხედავდეთ!
-კარგი რაა.. მერე ხომ ყველაფერი ამოტრიალებული იქნებოდა?
-მერე მაგარი არ იქნებოდა?
-არა მგონია.. მერე ვიცხოვრებდით უკუღმართულად! მე იცი რა მინდა? მანქანები რომ დაფრინავდეს, აი “დროის მანქანა”-ში როა!
-ისედაც უკუღმართულად არ ვცხოვრობთ?
ის უკვე აღარ მისმენდა, მფრინავ მანქანებზე ოცნებამ გაიტაცა. ყველაფერს სხვანაირად რომ ვხედავდეთ, იქნებ მართლა სხვანაირად გვეცხოვრა? მხედველობაზე აღარ ვფიქრობდი. სტერეოტიპია, რომ ყველამ უნდა იცხოვროს ერთნაირად:დაიბადოს, გაიზარდოს(კარგი სწავლაც რა თქმა უნდა), იმუშაოს(შესაძლებლობის მიხედვით), შექმნას ოჯახი(გარემოების მიხედვით), დაბერდეს(და იცხოვროს პენსიაზე) და ბოლოს მოკვდეს. რა იქნება თუ მე არ მინდა ასე ცხოვრება? ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ამ ყველაფრის იქით კიდევ არის რაღაც.. იქნებ მხოლოდ მე მგონია ასე?
ამ დროს მასწავლებელმა ფურცელი ამაცალა და კითხვა დაიწყო.. ბოლოს გაეღიმა და დამიბრუნა ფურცელი. აჰა ესღა მაკლდა.. ახლა მასწავლებელს “მოაზროვნე” ვგონივარ..
ისე მფრინავი მანქანების იდეა კარგი იყო. ოღონდ ჩემს ქვეცნობიერს ერთი ფრიად ლოგიკური კითხვა აწუხებს: “აბარია რომ მოხდეს, მანქანა ჩაამოვარდება თუ ჰაერში დარჩება? “

ნიღაბი

საგრიმიოროში შევდივარ და ნიღაბს ვიხსნი. უი რა უცნაურია.. არაფერი ჩანს. თუმცა არც მიკვირს. რაც თავი მახსოვს იმ ჩამონგრეულ სცენაზე ვდგავარ და ვთამაშობ. შესვენებების დროს კი ასევე დანგრეულ საგრიმიოროში შემოვდივარ და ფანჯრიდან ვიყურები, დამწყვდეულივით და ვფიქრობ, თუ რა დამრჩა ამ დაწყევლილი თეატრის გარეთ.

ვიყურები სარკეში და თითქმის ვერაფერს ვხედავ. მხოლოდ ცრემლები.. ნუთუ ასე დავეცი, რომ საკუთარი თავიც კი დავკარგე?
ნეტავ რატომ მიკვირს ეს ყველაფერი? მე ხომ თვითონ ავირჩიე ასეთი ცხოვრება? იმ დღეს ისეთი შეშინებული და დათრგუნული ვიყავი, რომ მხოლოდ ნიღაბი თუ მიშველიდა.. წვიმისგან გალუმპულმა და თვალცრემლიანმა თეატრში შევირბინე და ფარდის უკან მდგომ რეჟისორს მთელი ჩემი ცხოვრება ჩავაბარე, რათა  მის დადგმაში ჩემთვის მთავარი როლი მოეცა.
აი ისევ მეძახის ჩემი აუდიტორია. ჩემივე გატეხილ სარკეში მხიარულ ნიღაბს ვირგებ და გავდივარ. წითელი ბარხატის ფარდა იწევა და მეც თამაშს ვიწყებ. Continue reading ნიღაბი

მე და ჩემი ბლოგი

გამარჯობა, ეს ჩემი პირველი პოსტია ბლოგოსფეროს მრავალფეროვან სამყაროში. მე მარი მქვია, მაგრამ ოჯახი და ახლო მეგობრები მარიშკას მეძახიან. მეტ მკაცრ ბიოგრაფიულ ცნობებს არ დავწერ და პირდაპირ შემოქმედებაზე გადავალ.

ოფიციალურად წერა 2 წლის წინ დავიწყე და მაშინ ჩემი შემფასებელ აუდიტორიას 3–4 მეგობარი წარმოადგენდა. თავიდან ასაკიდან გამომდინარე საოცრად რომანტიულ მოთხრობებს ვწერდი. შემდეგ ნელ–ნელა სხვა კუთხით წავედი და მათგან გათამამებულმა წერა (ჩემი აზრით კი ფურცლის ან ვორდის ფაილის უაზრო ხარჯვა) განვაგრძე და აქამდე მოვედი.

ჩემი შთაგონება სიტყვებია, მუზა კი დროს მოაქვს და მასვე მიაქვს.

ბლოგის შექმნაზე დიდხანს ვფიქრობდი და როგორც იქნა მეღირსა. აქვე დაგპირდებით, რომ შევეცდები აქტიურად ვწერო თქვენთვის მრავისმომცემი პოსტები და არ ვიზარმაცო.

P.S.”დამწყებ ბლოგერს პირველი პოსტით ნუ შეაფასებ–ო”–ძველი ქართული ანდაზა.