New year, new me

ამ სათაურში მოხსენიებულ ფრაზას ყოველ წელს ვეუბნებოდი ჩემს თავს. ახალ წლისთვის გეგმებს ვაწყობდი, გასაკეთებელი საქმეების სიას ვადგენდი, ჩამოვწერდი ადგილებს, ფილმებს, სერიალებს, რომელთა ნახვაც მინდოდა ან წიგნებს, რომელთა წაკითხვას ვაპირებდი. ეს ენთუზიაზმი მაქსიმუმ ერთი თვე მიმყვებოდა და შემდეგ მალევე მავიწყდებოდა, სანამ ზამთრის სუსხი თბილი ქურთუკის ჩაცმას არ მაიძულებდა და რუსთაველზე ჭაღებს არ დაკიდდნენ საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

მე გეგმების დაწყობა მიყვარს,  მაგრამ მათ შესრულებასთან პრობლემები მაქვს. ამიტომაა, რომ არც ერთი მოთხრობა არ დამიმთავრებია. ან ვიწყებ და დასასრულს ვერ ვიფიქრებ, ან ბოლო ვიცი და დასაწყისი არ მაქვს. ცხოვრებაშიც ასე ვარ, არც ჩემი თავი გამიგია და არც ბოლო. ერთი დიდი გაურკვევლობა გახლავართ. იმის თქმა მინდა, რომ მოთხრობა დავიწყე, ისევ. და იმედია ამას მაინც დავასრულებ, მაგრამ ერთი ადამიანი უნდა ვნახო იმისთვის, რომ დასასრული ჰქონდეს მოთხრობას და ჩვენს ურთიერთობას.
აბა, წარმატებები მე.

Advertisements

2 thoughts on “New year, new me

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s