Monthly Archives: იანვარი 2014

ჩინური ფრანები

ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარულია ჩინური ფრანების გაშვება. ისე იმედია მართლა ჩინური ფრანები ჰქვია და რამე არ მეშლება. თავიდან ძალიან მომწონდა მათი ყურება და მავანიც არ მაკლებდა ამ სიამოვნებას. კვირაში ერთხელ დაბარებულივით  ჩნდებოდა ეს ფრანები ცაში. თუმცა მალევე მომბეზრდა ეს უაზრობები და უფრო მალე შემზიზღდა. ზუსტად ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ მაინც… მერე ყველა მულტფილმ “რაპუნცელზე” გადაირია და ფრანების პოპულარობამ (ჩემდა სამწუხაროდ) იმატა. რომანტიული დატვირთვა კი უფრო გამძაფრდა და “მე და შენი სიყვარული წმინდა არის ვით ის ფრანი”-ით შეიცვალა.

სადღაა ლამპრებიო,ჩაილაპარაკა ჩუმად.

ერთხელ აგარაკზე ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე გავუშვით რამდენიმე. ერთი გაფრინდა და სავარაუდოდ სადღაც შოოორს ხეობაში ჩავარდა, მეორე არც აინთო, მესამეს კი ყველაზე საინტერესო ბედი ეწია: მეზობლის ეზოში მდგარ ხეს გამოედო და გაიჭედა. 🙂 შეიყარა სამეზობლო და ბიჭები იმ ჩვენი ცოდვით სავსე კარალიოკს ეცნენ. ნჯღრევით რომ ვერაფერი დააკლეს, ერთ-ერთი ხეზე აძვრა და (ისევ ცოდვით სავსე) ფრანი ჯერ ხელად მიწოდებული “შლანგით” ჩააქრო, შემდეგ კი ჩამოაგდო. ამ შემთხვევის შემდეგ, ფრანებმა სულ დაკარგა ხიბლი ჩემს თვალებში.
image

მიუხედავად ამისა, უცნაურად დამჩემდა იმაზე ფიქრი, თუ სად ეცემა ეს ფრანები. თითქოს არც უნდა ვიცოდე და მეხსიერებაში მხოლოდ მისი სინათლე უნდა რჩებოდეს, მაგრამ სადღაც ხომ ქრებიან?!
ამ ახალ წლებზე ფეირვერკებთან ერთად ფრანებითაც აღინიშნა ახალი წელი. არა რა ეს სიმბოლური რომანტიკები არ მესმის მე.. 😀
P.S. 2 დღეში ორი პოსტი უკვე ზედმეტია მგონი 🙂
http://m.youtube.com/watch?v=tHPA2656vr4

დღის ბოლოს..

დღეს მითხრეს, რომ ის უნდა დამეწერა რასაც ვფიქრობ. ასეც მოვიქცევი. დღის ბოლოა მაინც.

დიდი ხნის განმავლობაში მივყვებოდი იმ ლოგიკას, რომ თუ კარგის თქმა არ შეგიძლია საერთოდ უნდა გაჩუმდე. თუმცა ჩემმა მწარე ენამ ვერ მოისვენა და მაინც ავრაკრაკდი 🙂
ისე სანამ პატარები ვართ ყოველი დღე გრძელი გვეჩვენება. დრო თითქოს ძალიან ნელა გადის, მოხდენით კი არაფერი ხდება. თითქმის მომბეზრდა “ჟამთა სვლა” და ასეთივე მაღალმხატვრული პათეტიკები. 🙂 საერთოდ აღარ მინდა ვწერო საათებიან ბლოკნოტში.. ჩემი სიტყვების აღარ მეშინია. მე დღეს რაღაც ჩემი დავიბრუნე, ოღონდ რა-ჯერ არ მომიფიქრებია.

ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ვფიქრობთ და ვგრძნობთ ჩვენი სურვილის მიხედვითა გამოწვეული. თუმცა ყველა ამას ვერ ხვდება. ის მანიაკალური მაზოხიზმებიც ჩვენი გამოწვეულია. მართლა.. 🙂

ხოდა იმის თქმა მინდოდა, რომ ბავშვობის იდეალების დამსხვრება დიდი ტკვილი არ ყოფილა. მართალია, ჯობია ისინი არასდროს გაიხსენოთ, მაგრამ თუ ასე მოხდა და ყველაფერი დიდი სიცარიელე აღმოჩნდა, გული არ უნდა დაგწყდეთ, ეს ყველაფერი თვიდანვე გამქრალი იყო. უბრალოდ ადამიანები უკიდურესად ნოსტალგიურები ვართ და იშვიათად ვთმობთ წარულს. წლების შემდეგაც კი შეგვიძლია  ის დღეები გვედგას თვალწინ, ის ადგილები მოვინახულოთ, ძველი სურათები დავათვალიეროთ და მუცლის ზემოთ ტკვილის თანხლებით გავიხენოთ ბოლო სიტყვები.

უფრო ხშირად არაფერი იცვლება. ვიცი, მაგრამ მაინც ვიხსენებ. ჩემი მწარე ენაც ჯინაზე არ ჩერდება.
გუშინ კიდე ისეთი ამინდი იყო ქარი თმის მოტაცებას, რომ ლამობს და კაშნე ხის ტოტებს ეპოტინება.

“მარიშკააა”-ექოსავით ჩამესმოდა მთელი დღე

P.S. სიმღერასაც ტრადიციულად ვურთავ 🙂