Monthly Archives: ოქტომბერი 2013

პოსტი არაფერზე

-მთავარი კითხვაა იტყუები? მე ყოველთვის..

sffffffff

-აქ რას აკეთებ? კლასში მაინც ამოდი რამეს გაიგებ..
-ჩემი შენ გითხრაო.

-როგორ დაკარგე?
-აი ასე უბრალოდ. ხდება-ხოლმე.

-მოგწონს?
-3 დღის თემაა.
-იტყუები?
-შენ?

-იცი რა თბილია?
-იქნება აბა რა.

-ხოდა გადავიტანოთ ხუთშაბათს!
-მადლობა, მასწ.

-მე კი ვიცი რატომაც ვარ ჰაერში, მაგრამ…
-უკვე ჩვენც ვიცით.

-“პრივეტ”-ღიმილი.
-“პრივეტ”-გაოცება.

Continue reading პოსტი არაფერზე

აბიტურიენტობა და ჩემი ტუზ ყვავი

-სკოლა მართლა ბოლო ზარის მერე მთავრდება?

-ხო…

სამშაბათს, მეოთხე გამოცდა ჩავაბარე. ის ხუთი ღამე 6 საათზე მეტი არ მძინები.

გამოცდების სირთულის, პროგრამის გადაღეჭვა-მონელების, დილაუთენია სიცივეში სახლიდან გასვლის, განადგურებული ნერვების და საკუთარ ცოდნაში იმედგაცრუების მიუხედავად ეს ხუთი დღე მომენატრება. ვიცი სიგიჟედ მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეა. სკოლაში გატარებული ბოლო ერთი თვე მთელ 11 წელს მირჩევნია.

ჩემი კლასელი ერთ–ერთ გამოცდაზე კარტით მოვიდა. ტუზ ყვავი მე მისახსოვრა. ასე მითხრა “ყველაზე ძლიერი კარტიაო”. მეც ჩემი ტუზით გადავაგორე გამოცდები.
ჩემი მზიანი დღეები მომენატრება. სკოლაში პირველი მე მივდიოდი და ყველას შემოსვლას ვხედავდი.  ბავშვების ღიმილს,  ცრემლებს, იმედებს და მათ გაცრუებებს.
გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ კიბეებზე ჩამორბენისას, თავი ფილმში მეგონა. წამით ყველა შენ გიყურებს და შენგან ელის პასუხს. სასაცილოა, მაგრამ მარტო პირველი ჩამოსვლა მახსოვს.  ყველა ჩვენგანი იყო ვარსკვლავი ერთი წამით მაინც.

–იცი რა მაგარი ხაჭაპური იყო? ყველიც ჰქონდა და მაკარონიც!– ვიღაც გამვლელი სკოლასთან.

დღეს აბიტურიენტობა მთელი სიგრძე–სიგანით შევიგრძენი. ვიცი, ბევრს ვწუწუნებ, მაგრამ დროს შეეფერება! გავიგე ფრაზა “თავის მოსაფხანი დროც კი არ მაქვს–ს” მნიშვნელობა და  დიდი ხანი მეცადინეობის ერთ–ერთი ნიშანი აღმოვაჩინე: მაგიდაზე ჩაის ჭიქის დასადგმელი ადგილიც კი არ მქონდა.
გაციებული ფიზიონომიით ყველა წითელს ვკვეთ და radiohead-ს უფრო ხშირად ვუსმენ ვიდრე ხალხის სიტყვებს.
1 საათამდე ქართულის თემას ვწერდი საწყალ აშოტ კურაპალატსა და მის “სიძვის დედაკაცზე”. 1–ზე ქართულზე გავიქეცი, იქიდან ინგლისურზე. ინგლისურს ადრე გამოვექეცი და “მარშუტკას” დაველოდე.  საცობები და გამოცდები თუ მომკლავს. ხო კიდე ვიღაცის თავზე დადებული ჩანთა!
სადაც დამიბარა ნუცამ მივედი და მის ლოდინში იქვე ჩამოვჯექი. იქ მყოფი ხალხის სიჭრელემ გამაოცა. ტელეფონზე მოულოდნელი და სასიამოვნო ზარი შემოვიდა.  მალე ნუცაც მოვიდა და უნარებზე წავედით.
პატარა მყუდრო ქუჩა იყო. ძველის ძველი სახლებით, აქა–იქ ჩამსხვრეული ფანჯრებით, ერთმხრივი გზით, საოცარი სიჩუმით და უზარმაზარი ხეებით.
ჩემი შემოდგომა მოვიდა. ოქტომბერში ყველგან ვაგვიანებ! იმიტომ, რომ ვცდილობ ყოველი ფოთლის ჩამოვარდნა დავიმახსოვრო. მუსიკას მხოლოდ იმისთვის ვრთავ, რომ ფეხქვეშ ფოთლების შრიალი გავიგო. მზის სხივების გარდატეხა მოშიშვლებულ ტოტებს შორის ერთდროულად სევდას და ღიმილს მგვრის. მგონია, რომ გავგიჟდი, მაგრამ თუ ასეთი ბედნიერება სიგიჟეა, დაე, ვიყო გიჟი. 🙂
ხვალ ადრე უნდა ავდგე.. ისევ…

P.S. ვგრძნობ, რომ აბიტურიენტობაზე ბევრის წერა მომიწევს!
P.P.S. ველქამ ბექ თაი