Monthly Archives: თებერვალი 2012

არ მაპატიოთ!!!

მთელი კვირაა ყველა ადამიანის სტატუსები (როგორც ყოველთვის) ერთმანეთს ჰგავს. არა ცხონებული და დედაჩემის მიერ დატირებული ვიტნის შესახებ არა. “მაპატიეთ ყველამ თუ კი რამე მიწყენინებია”, “ბოდიში ბავშვებოო” და მისთ.. “პოპულარულმა გვერდებმაც” არ დააყოვნეს და სასწრაფოდ გააკეთეს ასეთივე შინაარსის სურათები.

ამას ქვემოთ დაბარებულივით აწერია "გააზიარეთ"

მოდით დავიწყოთ თავიდან. დავუშვათ მე რომელიმე თქვენგანს ვაწყენინე. აქედან გამომდინარეობს ორი რამ, ან მინდოდა ამის გაკეთება და ბოდიშს მაინც არ მოგიხდით, ან ვნანობ ჩადენილს და მინდა გთხოვოთ პატიება. აქედან კიდევ გამომდინარეობს, რომ მე ე.წ. შენდობას გთხოვთ მაშინ როცა ეს საჭირო იქნება, ან მე ვიქნები მზად. (აქვე ქვეპუნქტი) არ დაველოდები შენდობის კვირას, რადგან ეს მე შეურაცხყოფა მგონია! მარტო იმიტომ გამახსენდა, რომ ასეა საჭირო? თუმცა ამას შეიძლება გარკვეული გამამრთლებაც ჰქონდეს. ეს ეხება უშუალოდ იმათ ვისაც პატიებას თხოვენ.მთელი კვირა გაგახსენდება, რომ მან ბოდიში მოგიხადა და შენც მიიღებ (არასააფთიაქო) წამალს. გადაკითხვისას მივხვდი, რომ საოცრად უბადრუკი გამართლებაა, თუმცა თუ გნებავთ იყოს ასე..

პ.ს.კატეგორიულად გთხოვთ არ მაპატიოთ ამ კვირაში არაფერი! ხვალიდან შეიძლება! :დ

პ.პ.ს.  ისე უფრთხილდით ამ ახალ ვირუსს, ქე რომ ყველა შეაშფოთა!!

 

5 წუთში დაწერილი პოსტი!

იქნებ ოდესმე რამე შეიცვალოს? სადმე, უცებ, ვიღაცას თავისუფლება მოუნდეს! მიმოიხედოს და წუმპისგან გათავისუფლდეს! წამოაყენოს სხვები და უაზრობას აზრი მისცეს! იბრძოლოს რაღაცისთვის! იცოცხლოს სანამ შეუძლია! უყვარდეს, სძულდეს, მხიარულობდეს, ტიროდეს, ყვიროდეს და უბრალოდ ტკბებოდეს ცხოვრების ყოველი წამი, თუნდაც სრულიად არაფრისმთქმელი მომენტით. აღარაფერს ვითხოვ, იმიტომ, რომ ამის უფლება არ მაქვს! სანამ თქვენ შეცვლას ვცდილობდი(უიმედოდ) დამავიწყდა, რომ მე თავად ვიყავი თქვენნაირი. რა გიხარიათ ყველა მაინც დავიხოცებით! სწორედ ამიტომ უნდა გავიხსენოთ ლადო ასათიანის სიტყვები”რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე.” ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ. შევძლებთ პატიებას, სიყვარულს, სიცოცხლეს. უბრალოდ უნდა შევეცადოთ! აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა! ახლა კი მათემატიკაზე წავალ! მზიან ამინდს შევხარი! და კიდევ შოკოლადიან ნამცხვარს! ისე ყველა დიეტაზეა და მარტო მე ვსუქდები! (3 კილო მოვიმატე!)

ჰმმ... მგონი ერთი ღილაკი აკლია! (ცხოვრებით დატკბობა!)

ვალენტინობააა?!?!?!?!

არ გილოცავთ დღევანდელ დღეს! თუ უნდა მიწყინოს წმინდა ვალენტინმა აი ეგრე ვოტ! არ გადმომხედავს თუ?! 😀 დილას, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ მესიკვდილებოდა ადგომა! მაგრამ მე შევძელი! გაფუჭებული ჩაიდანი ავამუშავე როგორღაც და  ქლორიანი წყალი ჩავასხი შიგნით. ჩემი დაქალი სკოლაში არ წამოვიდა და მომიწია 5წუთიანი გზისთვის მარტო გადგომა! გზაში ერთი გოგო შემხვდა. უკვე 2 წელია, თითქმის ყოველ დილას ერთ ადგილას მხვდება და თავის დაქალს ელოდება. ხოდა დილას რომ დავინახე გავიფიქრე როგორმე უნდა გავიცნო-მეთქი. მერე გამახსენდა 2 თვე ერთ ბიჭს ვიცნობდი, ვესალმებოდი, ვკითხულობდი და ა.შ. მაგრამ მისი სახელი არ ვიცოდი! პირობითად ბრინჯის ღმერთს ვეძახდი! :D(ეს არ შეიმჩნიოთ,  ამას თუ წაიკითხავს თვითონ მიხვდება) ხოდა ბოლოს ვკითხ რა გქვია-მეთქი. გიო-ო. მე მარი-მეთქი. იმან ვიცი-ო. შემრცხვა. მოკლედ შევედი სკოლაშიი. პირველი ფიზკულტურა მქონდა. პირველივე სართულზე ჩემი სამი კლასელი შემხვდა. არც ერთს არ მიელოცებოდა ვალენტინობა! კლასსში ავედი და ფიზ-რაზე არ ჩავსულვარ. კლასში დავრჩი. მოკლედ რომ ვთქვა სკოლაში არაფერი არ მომხდარა! თუ 7 გაკვეთილს, დიიიიიიდ “პიკნიკს”, კლასელ ბიჭთან ჩხუბს, სალომეს მკვდარ სულად გამოცხადებას და სკოლის დანგრევის შესახებ ჭორს არ ჩავთვლით! აღმოვაჩინე, რომ ყველა საშინელ ხასიათზე იყო!!
სახლში მოვედი. facebook-ი შევამოწმე. ვჭამე! მერე მივხვდი, რომ რამე ტკბილი მინდოდა! თმაგაწეწილი ჩავედი და 2 “ტარტალეტკა” ვიყიდე! ამ “ტარტალეტკებს” ზემოდან მარწყვები და კივები ჰქონდა. მარწყვს მარწყვის გემო ჰქონდააააა! ხოდა ისეთი სისწრაფით შემომეჭამა, რომ ისიც კი ვერ მოვისაზრე დედაჩემს დავუტოვო-მეთქი. მერე “valentine’s day”-ს ვუყურე! ❤ ისეც facebook-ი შევამოწმე, რამოდენიმე ბლოგზე შევირბინე, შეტყობინებებს ვუპასუხე და ახლა პოსტს ვწერ. ასეთი დებილი პოსტი არ დამიწერია არასდროს, მაგრამ რა მოხდა! ტაკ შტო მაპატიეთ! ამას მოუსმინეთ და კარგ ხასიათზე დადექით! 😛
P.S.ისე რა არის რაა! დავიჯერო რომანტიული სკოლელები არ მყაავს???

ზარი საფრანგეთიდან

რამოდენიმე დღის წინ, სადღაც საღამოს 10 საათზე, სახლში ტელეფონის ხმა გაისმა.(აქ საშინელებათა ფილმის კადრი არ წარმოიდგინოთ) რადგან არავინ არ შეიმჩნია ეს ხმა, ისევ მე ავეთრიე და მივეთრიე ტელეფონთან.
-ალო
-ალოოოოო!-დაიძახა ქალის გამყინავმა და უცნაურაქცენტიანმა ხმამ.
-გისმენთ..-დავიბენი.
-ილიას თხოვეთ!-ისიც დაბნეული ჩანდა.
ვიის?-ისეთი გაოცებული ხმა მქონდა, რომ კინაღამ გამეცინა. აქვე დავაზუსტებ, რომ ილია ჩემი აწ უკვე ალბათ 7-8 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაა.
-ილია ბერიკაშვილს.
-უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ ილია გარდაიცვალა.-რაც შეიძლება მშვიდად და გასაგებად ვუთხარი.
-რაააააააააააააა?-იმხელა ხმაზე იკივლა, რომ სასმენი ორგანო ყურმილის გაწევით ძლივს გადავარჩინე.-როდის?
-დიდი ხნის წინ, ალბათ 7-8 წელია.-თან გონებაში ამოვქექე დიდი ხნის წინანდელი მოგონებები. ამ დროს ტელეფონი გაითიშა. მცირედ შოკში ვიყავი და დედაჩემთან გავედი და ყველაფერი მოვუყევი. მერე კომპს მივუჯექი და ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. უკვე დედაჩემმა აიღო.
-გისმენთ..-თქვა დედამ.-არა ქალბატონო ილია ჩემი მამამთილი იყო და დიდი ხნის წინ გარდაიცვალა…. დიახ დარწმუნებული ვარ… 68-ის იქნებოდა..
ახლა კი აგიხსნით რა მოხდა. ეს ქალი, ვისაც საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ჰქონდა ეძებდა თავის კურსელ ილია ბერიკაშვილს, რომელიც სავარაუდოდ 50 წლის არის. თვითონ კი უკვე 20 წელია საფრანგეთში ცხვორობდა. დედაჩემს დიდხანს ელაპარაკა. იმდენი ბოდიში უხადა, რომ ლამის შეგვრცხვა.. 😀 დედას დაპირდა, საქართველოში თუ ჩამოვალ აუცილებლად გნახავთო.
იმ ღამეს ცუდად მეძინა. მესიზმრებოდა პარიზი, რომელშიც წასვლა ასე მინდა, ქართველი ქალი, რომელიც იქ არის, მაგრამ ან დაბრუნდება საქართველოში ან არა.
P.S.ეძღვნება უცნობ ქალბატონს, რომელიც ეძებს ილია ბერიკაშვილს! ❤