Tag Archives: facebook

არ მაპატიოთ!!!

მთელი კვირაა ყველა ადამიანის სტატუსები (როგორც ყოველთვის) ერთმანეთს ჰგავს. არა ცხონებული და დედაჩემის მიერ დატირებული ვიტნის შესახებ არა. “მაპატიეთ ყველამ თუ კი რამე მიწყენინებია”, “ბოდიში ბავშვებოო” და მისთ.. “პოპულარულმა გვერდებმაც” არ დააყოვნეს და სასწრაფოდ გააკეთეს ასეთივე შინაარსის სურათები.

ამას ქვემოთ დაბარებულივით აწერია "გააზიარეთ"

მოდით დავიწყოთ თავიდან. დავუშვათ მე რომელიმე თქვენგანს ვაწყენინე. აქედან გამომდინარეობს ორი რამ, ან მინდოდა ამის გაკეთება და ბოდიშს მაინც არ მოგიხდით, ან ვნანობ ჩადენილს და მინდა გთხოვოთ პატიება. აქედან კიდევ გამომდინარეობს, რომ მე ე.წ. შენდობას გთხოვთ მაშინ როცა ეს საჭირო იქნება, ან მე ვიქნები მზად. (აქვე ქვეპუნქტი) არ დაველოდები შენდობის კვირას, რადგან ეს მე შეურაცხყოფა მგონია! მარტო იმიტომ გამახსენდა, რომ ასეა საჭირო? თუმცა ამას შეიძლება გარკვეული გამამრთლებაც ჰქონდეს. ეს ეხება უშუალოდ იმათ ვისაც პატიებას თხოვენ.მთელი კვირა გაგახსენდება, რომ მან ბოდიში მოგიხადა და შენც მიიღებ (არასააფთიაქო) წამალს. გადაკითხვისას მივხვდი, რომ საოცრად უბადრუკი გამართლებაა, თუმცა თუ გნებავთ იყოს ასე..

პ.ს.კატეგორიულად გთხოვთ არ მაპატიოთ ამ კვირაში არაფერი! ხვალიდან შეიძლება! :დ

პ.პ.ს.  ისე უფრთხილდით ამ ახალ ვირუსს, ქე რომ ყველა შეაშფოთა!!

 

Advertisements

არის მანდ ვინმე ნამდვილი?

თქვენ ჩემო (არა)ძვირფასო საზოგადოების წევრებო, რომლებიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენთ ამ სამყაროსთვის იცით თუ არა “რანი ხართ და რად იქცევით?”. აჰ, ჩაფიქრდით? ნუთუ აზროვნების უნარი მართლაც შეგრჩათ? შეურაცხყოფა იგრძენით? ანუ გრძნობელობაც დაგრჩათ? დიდება ალაჰს! ახლა კი უკვე სერიოზულად გაბრაზდით და საუკუნოთ ირწმუნეთ, რომ მე ათეისტი ვარ და სასტიკად დამგმეთ!
ალოოო!! თქვენ სულ გამოდებილ-დეგენერატ-სულელდიიით?
მოდით დავიწყოთ დავიდან. მე ვთვლი საზოგადოების უმეტესობას უნებისყოფო და უაზრო არსებებად. აქვე პასუხი კითხვაზე რატომ:-საზოგადოების ის ნაწილი, რომლიც წინა წინადადებაში მე ვახსენე არის ერთიდაიგივე აზრისა და შეხედულების მქონე, დაშტამპული ნაგავი. მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ერთნაირი რაღაც მოგწონდეთ, მაგრამ ასე გლობალურად?
თქვენ არაფერი არ გაღელვებთ გარდა თქვენს მიერ გამოქვეყნებული კომენტარის, ვიდეოს, სურათი თუ სტატუსისა.
მაგალითად მოგიყვანთ ყველასთვის საყვარელ სოციალურ ქსელ facebook-ს. სადღაც, ვიღაცამ გამოაქვეყნა სრულიად უაზრო და უშინაარსო სტატუსი ან ვიდეო, რომელზე კომენტარების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. საშუალოსტატისტიკურმა იუზერმა ნახა ის მოეწონა (ან არა) და დაწერა კომენტარი. ისე არც ამის წინააღმდეგი ვარ. ეს კომენტარი “მოწონებულ იქნა” რამოდენიმე ადამიანის მიერ, შემდეგ ზემოთხსენებულ პოსტის ნაირსახეობა გაზიარდა და მოედო მთელს ინტერნეტსივცრცეს. შემდეგ ყველამ დაწერა კომენტარებში ერთიდაიგივე და 3 დღის შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებულ იქნა, რადგან ახალი პოსტი გაჩნდა. ახლა კი მთავარი სათქმელი:
ეს ყველაფერი უმნიშვნელოააა!!!!!!!!
ამის შესახებ მე ადრეც დამიწერია, მაგრამ რადგან არანაირი ძვრა არ მოხდა ამ მხრივ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იცხოვროოოოოთ! არა უბრალოდ გაატაროთ თქვენი ძვირფასი დრო, რომელიც მართლაც ძვირფასია და რაღა ჩემი აღნიშვნა უნდა და არ ჩერდება და არ ბრუნდება. არა! გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული, რაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და სხვა დანარჩენ შთამომავლებს დარჩებათ თქვენგან!
ნუ, რა თქმა უნდა, თქვენ იტყვით, რომ განსხვავებული ხართ და აქვე დაამატებთ მე რა უნდა გავაკეთოო?…. სწორედაც, რომ ამ კითხვის გამოა ეს ქვეყანა ისეთი, როგორის დაწერაც აქ უბრალოდ უცენზურო იქნება.. ისევ იგივე კითხვა ჩნდება მე როგორ შევცვალო ქვეყნის ბედი? მე არანაირად არ მოგიწოდებთ, გახვიდეთ ქუჩაში და მოაწყოთ ფსევდოპროტესტული გამოსვლები და მოსთხოვოთ ვინმეს რამე! არა, მე უბრალოდ გთხოვთ ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, გაარკვიოთ რისთვის ხართ ამ ქვეყანაზე დაბადებულნი, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ და ა.შ. გამოერკვიეთ თქვენს თავში!!
და ბოლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოსტი არავის ბედს არ შეცვლის და მხოლოდ თქვენს კლავიატურაზე აკრეფილი კომენტარით მორჩება ყველაფერი…

mf.freeman-ის დიდი თაყვანისცემელი ვარ და გირჩევთ აუცილებლად უყუროთ!

ჩემი დილა

მამაჩემი ხმაურიანად გავიდა სახლიდან და კარებიც გასაღებით დაკეტა. გამომეღვიძა და მივხვდი, რომ დაძინების “პრასვეტი” აღარ მქონდა. ავდექი, მაგრამ ჩაცმის დაზარების გამო, თაგვიან პიჟამოზე პირდაპირ დიდი, თბილი, ვარდისფერი ხალათი შემოვიცვი. ე.წ. ჩუსტები რომ ვერ ვიპოვე, უგებს დავწვდი და წინდაზე ამოვცვი. მშიოდა, მაგრამ არ შევჭამე. სააბაზანოში რომ შევედი, ისეთმა ნაცემმა არსებამ გამომხედა, რომ სასწრაფოდ შევიხსი წყალი, მაგრამ ამანაც ვერ მიშველა, ისევ ნაცემი არსება ვიყავი, ოღონდ ახლა უკვე სველი. სამზარეულოში შევედი, მაგრამ მაინც არ შევჭამე და კომპიუტერთან გამოვედი.
გამახსენდა! დღეს ოთხშაბათია! ვიფიქრე მოლის ახალი ჯეოპარდი ექნება-მეთქი და შევირბინე სანახავად. მართალი აღმოვჩნდი, მშვენიერი ჯეოპარდი დამხვა. ცხოვრებაში პირველად მივიღე მასში მონაწილეობა და ვნახოთ რა იქნება!
facebook-ზეც შევირბინე, მაინც რა იცი რა ხდება! არაფერიც არ ხდება, ყველა სტატუსი ასეთი იყო:აუ მეძინება, წავედი, მშია, გამაგდეთ ვინმემ აქედან… გამოსვლას ვაპირებდი და კლასელმა მომწერა. დავრჩი. ისევ ბლოგზე დავბრუნდი. ზოგიერთი პოსტი ვნახე და მერე კუჭმა უცენზუროდ მომიხსენია და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავისხი და მჭადების მომზადებას შევუდექი. (ისევ ვწერ თითქოს ძნელი იყოს)
ახლა ვზივარ აქ. ლინმიანი ჩაით(ი)  ვტკბები და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რომ 3 საათზე “ზუბნაია ფეია”-სთან უნდა წავიდე.. ვინც ვერ მოხვდა სტომატოლოგი ვიგულისხმე..
P.S. გუშინ უკვე მერამდენედ ვუყურე mr. and mrs. smith.. ეჰ რა სახლს ანგრევეენ.. 😦
P.P.S.რა უცნაური დილა მაქვს! 😀

მე დავიბენი

სულ რაღაც 5 წუთის წინ განვაახლე facebook-ის სტატუსი და დავწერე: Is love tasty? მართლაც, არის გემრიელი?? ოღონდ საჭმელად გეკითხებით! გიკვირთ ხომ??  ერთ ჩემს მეგობარსაც გაუკვირდა და ჩემში ეჭვი შეეპარა! და გამიკვირდა ეს რატომ მოხდა.. მითხრა, რომ ეს მე არ მგავს.. მართლა? იქნებ მე სხვანაირი ვარ? მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ? ჩემი სისუსტე შოკოლადია, ცოტათი მიყვარს რომანტიული ჟანრის წიგნები და იშვიათად ფილმები, რადგან მათ თითქმის არ ვუყურებ, მაგრამ როცა ვუყურებ ცხარე ცრემლით ვტირი. ზოგს გონია, რომ მე არ შემიძლია სიყვარული, რადგან არ მჯერა მისი. იცით როგორ არის ჩემი საქმე? მე არ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში მოვა თქვენი სათაყვანებელი სიყვარული და არც მისი მარადიულობის მჯერა განსაკუთრებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მე სიყვარულს არ ვიმსახურებ? Continue reading მე დავიბენი

ყოფნა ანდა ჯანდაბას არ ყოფნა

შექსპირის ნათქვამისა არ იყოს “ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არისო..”. ეს ფრაზა მრავლად გაშარჟებულა, გადაკეთებულა და “ენაკვიმატი” ხალხის ხელში ბევრჯერ უცვლია სახე, მაგრამ ორიგინალს ხომ ვერ შევცვლით? ხოდა ცხოვრების მთავარი კითხვაც ეგ ყოფილა. აბა წარმოიდგინეთ თქვენ ამხელა დედამიწაზე, რომ დადიხართ და სიცოცხლეს უაზროდ ხარჯავთ, არსებობთ?? მოიცა უფრო მეტად დაგაბნევთ, უსასრულო სამყარო ხოომ წარმოიდგინეთ? არა მოიცა საერთოდ უსასრულო წარმოიდინეთ!!!! კარგი რაც არის არის.. მოიცა ვიცი! ფილმი როა “men in black 2” სულ ბოლო მომენტი გახსოოვთ? აი ეგ წარმოიდგინეთ! ხოდა საერთოდ უმნიშვნელოები რომ ხართ მიხვდიით??

თქვენ კი ინტერნეტით ცდილობთ შექმნათ ახალი ადამიანი, რომელიც არ არსებობს და ამითი უფრო აქრობთ საკუთარ თავს! სიყვარულს ან თუნდაც კეთილგანწყობას გულებით და ე.წ. კოცნის სმაილებით გამოხატავთ და არა ნამდვილი გრძნობები.. თუმცა თქვენმეტყვით, რომ მხოლოდ ასე არ გამოხატავთ ყველაფერს! მართალია, თქვენ ცარიელ სიტყვებს და ფრაზებს ისვრით უმიზეზოდ და თან ისე, რომ ვერც კი ხვდებით მის შინაარს! იქნებ ამისთვის იბრძოდნენ ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ადამიანები საამაყო წინაპრებს ვუწოდებთ? ისინი მართლაც სისხლის ბოლო წვეთამდე და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდნენ ქვეყანას რათა მას ნათელი მომავალი ჰქონოდა.. ჩვენ კი ის მომავალი ვართ და რა ვუქენით ტანჯვით გადარჩენილ სამშობლოს? გავანადგურეთ და კიბერნეტიკული სენით დავაავადეთ! არაფრად აღარ ვაგდებთ ერთმანეთს, სხვებს და საერთოდ არსებობას და ერთადერთი რაც გვაღელვებს ჩვენი დებილგამომეტყველებიანი და დაფოტოშოპებული ფიზიონომიების სურათებზე დაწერილი ცარიელი სმაილებისა და ფსევდოაღფრთოვნებით დაწერილი კომენტარები.. ჩვენ ყველანი უბედურები ვართ და ამას მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილი ადამიანის სენის (ახსნა: ვიგულისხმე facebook-ი) საშუალებით ყველა ჩვენს ე.წ. მეგობარს და უბრალოდ friend request-ზე  დაaccept-ებულ ხალხს ვუზიარებთ და თანაგრძნობას ვითხოვთ.ჩვენი სულიერება საერთოდ გაქრა და როგორც ჩემი ყოფილი ისტორიის მასწავლებელი იტყოდა “აღიგავა პირისაგან მიწისა”, ხოლო ცოცხალუნარიანობას მარჯვენა ხელში მოთავსებული “თაგვის” მოძრაობით და თვალების აქაიქ დახამხხამებით გამოვხატავთ. მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ არაფერი აღარ დარჩა ჩვენგან! ჩემი თხოვნაა ასწიეთ თქვენი დასაჯდომი ორგანო სკამიდან და გაერთრიეთ გარეთ! ნუ იწუწუნებთ ცივაო.. მერე რაა!! იმ საწყალ ხალხს არ სცივა, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს?? აჰ, მართალია ისინი რაში გენაღვლებიან? იქნებ არც იმათ ენაღვლებით? მათ საერთოდ არ აინტერესებთ დღეს სად იყავით და სტატუსად რომ წერთ “მშიააა”-ს.. რა სასაცილოა არა? იმათაც შიათ და ჩუმად არიან თქვენ კი ცარიელი მომნელებელი სიტემის შესახებ მთელს თქვენს სამყაროს აგებინებთ.. თუმცა ჩვენი უაზრო ყოფის მიზეზად მხოლოდ ინტერნეტს ვერ დავასახელებ. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ გოგონების უნამუსობა, უზნეობა, ცინიზმი, სიგოიმე, ჭკუასუსტობა და ბიჭების “ძველობა”, “ვაჟნობა”, ვითომ “ბაბნიკობა” და მრავალი სხვა თვისება ხომ ინტერნეტს არ მოუტანია? არა მან უბრალოდ განვითრებაში შეუწყო ხელი.. (საყვარელი, რა კეთილია!!) ხოდა ეს ყველაფერი ჩვენში არის! და ისე სხვათაშორის (ჩემი)სურვილისამებრ “აღმოფხვრულ უნდა იქნას”! როგორც ყოველთვის თემას გადავუხვიე.. კარგით ხო ვამთავრებ!
P.S. ასე და ამგვარად თქვენ არარაობები ხართ! მეც არარაობა ვარ, მაგრამ გაცნობიერებული..

P.P.S.პოსტის წერისას ვარ გაბრაზებული თანაც ძალიან და არ შეიმჩნიოთ! :))))))))))