Tag Archives: 12

ანი, ანუ დასაწყისი

საუკუნო სასუფეველში დრო არ არსებობს, აქ მხოლოდ განუზომელი სივრცეა. ჯერ სიბნელეში მიდიხარ დიდი ხნის გამნავლობაში და გზად შენს ცხოვრებას ავლებ თვალს. გზის ბოლოში ვიღაც გელოდება, სადღაც წაგიყვანს. ამბობენ, თუ არ დაგხვდა უკან დაბრუნდებიო. ამ გზას 12 გოგო გაუყვა.. ის, რომელიც დაბრუნდა დანარჩენი 11-ის ისტორიას მოგიყვებათ.
ბერნი ამბობს: „ადამიანის ბედს განსაზღვრავს ის, თუ რა ხდება მის თავში, როდესაც იგი გარე სამყაროსთან წინააღმდეგობაში  ხვდება”.
თამაში ყველას უყვარს. ბავშვობაში, ეს უწყინარი გასართობია, რომელიც ნელნელა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. წლების განმავლობაში ის სახეს იცვლის. “იქმდე უნდა ითამაშო სანამ თამაში არ გახდება შენი ცხოვრება.” ამ თამაშის გამო ბევრი რამ შეიცვალა და აღარასდროს იქნებოდა ისე, როგორც ადრე. მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეს, კლასელებმა ურთიერთობა, გაიფანტნენ და დაიშალნენ. ბოლო ზარზე და ბანკეტზე ყველას, ყველა უყვარდა და პირობას იძლეოდა, რომ არასდროს არავის დაივიწყებდა..
ანი 20 წლის იყო, ცხოვრობდა თბილისში, თუ თბილისი ერქვა იმ “ჭყპ” მიკრო რაიონსს. ერთი 16-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე. იმ სახლის გასაღები მშობლებმა 18 წლის დაბადების დღეზე აჩუქეს. ანის სიხარულს საზღვარი (არ) ჰქონდა. სტუდენტი გახდა, სახლი ჰქონდა, შეყვარებული და მეგობრები ჰყავდა, სტუპენდიის და სამსახურის იმედს არ კარგავდა და ეგონა, რომ ბედნიერი იყო.
“წარსულს, წარსული იმიტომ ჰქვია, რომ მას აწმყოში არაფერი ესაქმება.”-ასე ფიქრობდა ანი. სწორედ ამიტომ დარჩნენ წარსულში შეყვარებული, დაქალი, რომელთანაც შეყვარებულმა უღალატა, მამა, რომელიც 1 წლის წინ გარდაიცვალა, სტიპენდიის იმედი და ა.შ. აწმყოს კი სახლი, დედა, (საზიზღარი) სამსახური და სტუდენტობა ერგო. მომავლისთვის კარგი საწყისი ნიადაგია.
ის ყოველთვის კარგი ბავშვი იყო. დაწყებითი კლასი “ფრიადზე” დაამთავრა. თინეიჯერობისას ცოტა “აუშვა” ხან ემო იყო, ხან გოთი, ხან რა ხან რა! თუმცა 15 წლისა მიხვდა, რომ უბრალოდ ანი იყო. ემოციების გამოხატვა კი ხატვით დაიწყო.
ანის კარგი კლასი ყავდა, თითქმის ყველა ბავშვი კეთილი და ზრდილობიანი იყო. ეს ისე.. რომ იცოდეთ. კლასში თითქმის ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
სამხატვროში ჩააბარა. ახალი ნაცნობები გაიჩინა და სკოლა დაივიწყა. ცხოვრების “შავ ლაქად” მიაჩნდა ის წლები. სკოლას ვერ იტანდა, თუმცა არასდროს ამის გამოხატვა არ უცდია. ცხოვრება თითქოს მშვიდად მიდიოდა.
სახლი პატარა, მაგრამ მოგონებებით სავსე იყო. აქ ცხოვრობდა ანის დედა სტუდენტობისას, ხოლო როცა გათხოვდა, ეს სახლი კარგად დაკეტა და თავის თავს პირობა მისცა, რომ მის შვილს შეუნახავდა.
დღეს ალბათ იცი, რომ 12 იანვარია და იმედია მიხვდით, რომ დღეს ერთი ადამიანი სიცოცხლეს დაასრულებს.. ეს ადამიანი ანია. ზუსტად 12 საათზე, მის მყუდრო სახლში ანი მოკვდა. ამ სიკვდილის ერთადერთი მოწმე კი მისი შავი კატა გახლავთ. ანი განუსაზღვრელ სამყაროში გადავიდა საცხოვრებლად და ამ გზაზე ერთმა საკმაოდ საინტერესო პიროვნებამ გაუშვა.
მომავალი თვეების განმავლობაში, მე და თქვენ შევეცდებით გავიგოთ ვინ გაგუდა ის თავისივე კორპუსში, ვინ იქნებიან ის 10 გოგონა, რომელიც ანის გაყვება და რატომ გადარჩა ის ვინც ამ ისტორიას მოგიყვებათ.
P.S.დეტექტიურ ჟანრში ძაალიან უცხოდ ვგრძნობ თავს და მინდა პატიება გთხოვოთ ამ ჟანრის პატივისმცემლებს თუ იმედი გაგიცრუეთ! 😦 იმედის ვიტოვებ, რომ 12 თებერვალს ისევ გიხილავთ აქ! 🙂

P.P.S.ინფორმაცია იხილეთ აქ!

Advertisements

12

მშვიდობა თქვენდა!
შეიძლება გსმენიათ “თი ბი სი ბანკის” ახალი პროექტის შესახებ “20 წელი/12თვე”. ნუ თუ არა მაშინ ამ ლინკს მიაწკაპუნეთ და განათლდით! ამ პროექტმა, ასე ვთქვათ შთამაგონა!
მოკლედ რას ვაპირებ მე! რაც ეს წელი დაიწყო, სულ მინდოდა რაიმე “ისეთი” გამეკეთებინა ბლოგზე, მაგალითად ყოველ დღე რაღაც სურათი დამედო, ან ყოველკვირეული პოსტები დამეწერა და ბოლოს ჩემი თავის ზემოთ ნათურა განათდა! ასეთი იდეა მაქვს და იმედია განვახორციელებ! ყოველ თვე, 12 რიცხვში დავწერ მოთხრობას. თემა ჯერ არ მომიფიქრებია, არც ის ვიცი ვიზე იქნება. შეიძლება 1 ადამიანის ცხოვრება აღვწერო 12 თვის განმავლობაში, ან 12 ადამიანის მოკლედ რამე სიმბოლური იქნება! და რადგან  12 რიცხვი მალე მოვა, ცოტა უნდა ვიჩქარო! wish me luck! :*