Monthly Archives: მაისი 2014

ჰოდა

ჰოოდა ბოლო ზარიც მქონდა და ვინ იცის ჩემი სიმწრით ნაყიდი მარკერები სად სტალინის უჯრაში წავიდა.
ხვალ გამოცდა მაქვს და აღარც ნერვები დამრჩა, აღარც ძალა, აღარც სურვილი (ჩაბარების) და აღარც პური კარადაში.
ჰოდა ტორტის ჭრაში მაგარი ვარ.
ჰოდა კარტოფილს სულ არ გავს სტრაქსი.
ჰოდა რა მეშველება მე ხვააალ?!
ჰოდა ერთმა ცოლი მოიყვანა და ძაან გამიხარდა(მერე რა, რომ არ ვიცნობ)
ჰოდა სირიუს ბლექი მეხატა!
ჰოდა გუშინ რიჟა ფისო გადავარჩინე სიკვდილს! *აი ემ ა ჰიროუ*
В жизне всё по другому 🙂

გულის წნევა

მეოთხე ჭიქა ყავა და გულის წნევა მაინც დაბლა იწევს.
ღამე არ დამეძინა და ცხადში ვხედავდი სიზმრებს. ისტორია მეორდება და მთავარი პრინციპი ერთია: ეგოს დაკმაყოფილება. ხელები მიკანკალებს და პერიოდულად მიშეშდება. პიანინოზე დაკვრა გავიხსენე. გამოცდები იწყება.
P.S. კიდევ ერთი კვირა თუ გავძლებ მერე რაღა მომკლავს?!

image

დღის ფისო

image

დღეს, დილას მე და ჩემი დაქალი გაკვეთილზე მივდიოდით, ხოდა ქუჩაში აი ეს ფუმფულა ფისო შეგვხვდა, რომელსაც მოვეფერეთ და როცა წამოსვლა დავაპირეთ ასეთ პოზაში გაჩერდა და გაოცებულმა თვალები ჭყიტა 😀 ძალიან ფუმფულა რამე იყო 🙂