Monthly Archives: ოქტომბერი 2011

ზოლიანი მაისურები ანუ ჩაცმა ქართულად

ქართველებს განსაკუთრებული გემოვნება გვაქვს, ამაზე იმედია არავინ შემედავება. წელიწადის დროების მიხედვით კი ორიგინალურობა იმატებს! რადგან ახლა ზამთარი მოდის, სწორედ ამითი დავიწყებ. ინდივიდუალური ხალხი რა თქმა უნდა გამოულევია და ისინი ყველგან არიან. აი მაგალითად შარშან ერთი ე.წ. ლუქი გამოიკვეთა და ყოველ მეორეს ეცვა: უგები, ტყავის ქურთუკზე (შეიმჩნიეთ ქართული სიტყვები და აითვისეთ ბარემ) ბეწვის ჟილეტი და შავი შარვალი ან ელასტიკი. აქვე ვიტყვი, რომ “დაკოსებულმა თმამ” სეზონი არ იცის და გამონაკლისი არც ზამთარია-ხოლმე. გალურჯებული გოგოები თავს გაცვეთილი ფრაზით “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” იმშვიდებდნენ და თავის ბანალურობას არ (ან ვერ) ამჩნევდნენ. აქვე დავძენ, რომ წელს ახალი მოდა ვარდისფერი უგები იქნება და ფრთხილად იყავით!!

ელოდეთ ახალ მოდას..

PINK IS THE NEW BLACK…
გადავინაცვლოთ გაზაფხულისკენ. ტანსაცმლის რაოდენობასან ერთად სიცივეც იკლებს და უგებს მუდამჟამს მოდაში მყოფი “all star”-ები ცვლის. სიმართლე რომ გითხრათ, კეტები ჩემი საყვარელი და უცვლელი ფეხსაცმლის სახეობაა და მას ცუდად ვერ მოვიხსენიებ.

კლასიკური all star-ები :**

ბეწვის ჟილეტები კი თბილისის ტალახიანი თოვლივით გაქრა. (მხატვრულად მონდოდა გამომსვლოდა). სხვათა შორის რატომღაც ცოტას თუ ახსენდება ზამთარში თბილი ჯემპრი.. დამაგვიანდა ამის დაწერა.
ახლა კი მთავარი სათქმელი! ის რისთვისაც მე აქ შეგკრიბეთ

! ზოლიანი მაისურები! სქესის, რასის, მრწამსის, სოციალური მდგომარეობის, ასაკის და საერთოდ ყველაფრის მიუხედავად ყველას აცვია ზემოთ ხსენებული ზოლიანი მაისურები!!დაწყებული განდიდების მანიის მქონე გოგონებიდან დამთავრებული ღიპიან-მეტოთავიანი ბიძიებით.ის ადამიანები, რომლებიც უკვე 35-40 წელს გასცდნენ, მამრობით სქესში უფორმო და ტარებისგან გაუბედურებული ფორმით გვხვდება, ხოლო მდედრობით სქესში მოტკეცილი და მოკლე.. სხვათა შორის მეც მაქვს 2 ზოლიანი მაისური.. (ჩემი აღიარებითი ჩვენებიდან)

სხვა წელიწადის როდებს “ორიგინალურობით” არც ზაფხული ჩამორჩება. მეტიც უსწრებს კიდეც! მოდით ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით:ამ ზაფხულს მე და ჩემი დაქალი ვაკეში გავედით (“ისვეცკაო” არ თქვათ საქმე არ გვქონდა!), ჰოდა მეც გადავწყვიტე წლევანდელი ჰიტები, ანუ chanel-ის ბანტიანი “ბალეტკების”, Mals-ის მაისურის(შლიაპიანი ადამიანი რომ ახატია, ის) და კიდევ ზოლიან-ბანტიანი მაისურების მომხმარებელი საზოგადოება დამთვალა. ეხლა არ დაიწყოთ შე უბედურო მეტი საქმე არ გქონდაო?? არა ძვირფასო საზოგადოება არ მქონდა! მოკლედ საათნახევრიანი ბოდიალის შემდეგ “ბალეტკები” 11-ჯერ შემხვდა, mals-ის მაისური 12-ჯერ და ბანტიანი 6-ჯერ.
სოფლის მოსახლეობის აღწერას არ დავიწყებ, მაინც რავიცი არ ღირს.. მაგრამ ერთი ფრიად საინტერესო ადამიანი თუ მისი პროვოკაცია მაინც უნდა წარმოგიდგინოთ:(ბარაბანის ხმა) ქართველი ბრუს ლი!! შავი შარვალი, მოტკეცილი შავი “ბოქსიორკა” მაისური, შავი ლაკის “ტუფლები”, გადაწკეპილი თმა და რაც მთავარია შესაშური ზაგარი!!
P.S.ინტრიგანი და ძალით პატიოსანო საზოგადოებავ მე ჩემი აზრი გამოვთქვი!!! :)))))

P.P.S. შემოდგომის აღწერას არ დავიწყებ, რადგან წელს სასიამოვნოდ გამაოცეს ქართველმა გოგოებმა. თუმცა წითელი შარვლების რაოდენობა მაინც მაშფოთებს!

Advertisements

დრო

პირველად ვწერ არდაგეგმილ ანუ დაუგეგმავ პოსტს. საინტერესოა.. ბევრს ულაპარაკია, დაუწერია, დაუპოსტავს, გამოუქვეყნებია, დაუshareებია(მაპატიეთ არაქართული სიტყვისთვის), დროის შესახებ. მეც ამ ხალხს შევუერთდები და დავწერ დროზე.
იცით თუ არა, რა არის დრო? ეს განუსაზღვრელი მოძრაობაა რომელიც არც ჩერდება, არც ცვდება, არც კვდება(ანუ უკვდავია?!), არც იხევა და საერთოდ არაფერი ემართება. ხანდახან მგონია, რომ საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ მეჩვენება მისი გვერდით ყოფნა(ორაზროვანი ნათქვამია). თუმცა ის არსებობს და ქმნის  და ანადგურებს ყველაფერს ჩემს გარშემო. მას მიაქვს და მოაქვს ტკივილი, სიხარული, ბედნიერება, უბედურება, სიცოცხლე და სიკვდილი. ვის არ ნდომებია გაეჩერებინა ეს ურყევი აბსტრაქტული სივრცის ფორმა და დამტკბარიყო ყოველი მისი შემადგენელი წამით. თუმცა ის ულმობელი და ხშირად ლმობიერიცაა, რადგან არ გვისმენს. რა ჯიუტია არა??
-დროში მოგზაურობის შანსი რომ მოგცენ, სად წახვიდოდი??-მეკითხებით.
-სად? მგონი როდის უნდა გეკითხათ!-არასწორი წინადადება გამომივიდა და შემრცხვა.
-მაინც როდის-ში?
-არ ვიცი.. ალბათ ამ შანსს არ გამოვიყენებდი.. სხვას მივცემდი..
-რატომ არ გაინტერესებს მომავალში რა მოხდება??
-მაგას ისედაც გავიგებ, როცა მოვა დრო..
არ მიჯერებთ ხო?? საინტერესოა მართლა უარს ვიტყოდი? თქვენ ჩემო ახლანდელო და მომავალო მკითხველებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ცხოვრობთ დედამიწაზე და თქვენი არსებობით ამძიმებთ მას? მოიცადეთ! არ მოიკლათ თავი! ამითი არაფერი შეიცვლება, რადგან ქართული წესით დაგასაფლავებენ და ისევ დაამძიმებთ ამ პლანეტას.. უკაცრავად ცოტა გადავუხვიე თემას. ხო რაზე ვწერდი?? ააა ხო დროზე.. ხოდა მე გეკითხებოდით, რომ წარმოგიდგენიათ, რომ დედამიწა მზის სისტემაშია, მზის სისტემა ირმის ნახტომში(რამ დაარქმევინათ ეს ირმის ნახტომი ვერ გავიგე..),ირმის ნახტომი ჩვენს გალაქტიკაში, ეს გალაქტიკა გალაქტიკათა ჯგუფს მიეკუთვნება და ასე უსასრულო სამყარომდე.. წარმოგიდგენიათ რა უმნიშვნელო ნაწილები ვართ ამ სივრცის?? ნეტავ იქ სადღაც შორს არსებობს დრო?? იქაც ასე მშვიდად გადის და არავის უჯერებს? დრო ოდესმე დაიღლება? რომ დაიღალოს და გაჩერდეს რა მოხდება? ძალიან ირეალურს ვკითხულობ? არა უშავს მე მიყვარს ოცნება და კიდევ უცნაური ჰიპოთეზების გამოთქმა.. ახლა კი დროა დავასრულო.
P.S.ნეტავ ამას რომ წამიკითხავთ, დაუფიქრდებით რამეს? ალბათ არა..

ჩემი კლასი

არანორმალურებო, მატყუარებო, ბოროტებო, სულელებო! იცით თქვენ ვინ ხართ? ჩემი კლასი! დიახ, მე ჩემი ცხოვრების მეათე წელს ვატარებ თქვენთან და კიდე 2 წელი

დამრჩა გასატარებელი.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თქვენი დანახვაც კი არ მინდა, ბოლოს მაინც სიყვარული იმარჯვებს(რა ხმამაღალი ნათქვამია არა?)! სხვათა შორის ცოტა არ იყოს და რთულია კლასის “არ სიყვარული”, რადგან წელიწადში სადღაც 200(ან ნაკლები) დღის პირველ ნახევარს ვატარებთ ერთად(საათების დათვლას ვაპირებდი მეტი ეფექტისთვის, მაგრამ დამეზარა).
ყოველდღე ჩვენთან რაღაც ახალი ხდება და ე.წ. დღის საღადაო გვაქვს. ალბათ მთელი წიგნის დაწერა შეიძლება (ამჯერად) მეათე პირველი კლასის შესახებ.
გინდათ ავხსნა ყველა იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც ზემოთ დავწერე? ზოგი იტყვის არას, ზოგს კი არც ემახსოვრება რა ეწერა ზემოთ და ახედავს აქ ნახსენებ პირველ ხაზს. აბა დაბრუნდით? მაშინ დავიწყოთ:

არანორმალურები იმიტომ, რომ არაფერს ადამიანურად და ნორმალურად არ ვაკეთებთ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ამაზე პრეტენზიაც არ გვაქვს. ყოვეთვის ვიპოვით რამეს ან ვინმეს, რომ გაარანორმალუროთ (ანუ გავაჩვენნაიროთ) და ვაი იმ უბედურს, რომელიც ჩვენთან გადმოვა და ჩვენნაირი არ იქნება.
მატყუარები. ჩვენ, როგორც მსოფლიოს უმეტესობა უსინდოსიდ ვიტყუებით. ვატყუებთ ყველას, ერთმანეთს, სკოლელებს, ავად (და უცენზუროდ) სახსენებელ მანდატურებს, დარაჯ სვეტას და რა თქმა უნდა მასწავლებლებს. ჩვენ გვტკივა, გვცივა, გვწყურია, გვესაჭიროოთახება, გვშია, გვეძინება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამე გავაცდინოთ(უმეტესად ფიზიკა). კიდევ უწყინარ ტყუილებს ვამბობთ, როგორიცაა

“დღეს რა კარგად გამოიყურები”, არ მაქვს პასტა, ერთჯერადი(სალფეთკი), დასარეკი, სამესიჯო და ა.შ.

ოღონდ დღეს არ გამიძახოს და ხვალიდან ვისწავლი..

ბოროტებიც ვართ. დავცინით, ვჭორავთ, ვუკეთებთ ყოველგვარ საშინელებას და ამ ყველაფერს ერთმანეთს! ხო მასწავლებლისთვის ჭიკარტის დადება სიბოროტე არაა.. და ბოლოს სულელები იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც იგივე შეცდომებს ვუშვებთ.
ნუ გგონიათ, რომ ჩემს თავს სხვანაირად ვთვლიდე. არა, მეც თქვენნაირი ვარ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება მეც მეხება. ამის წერისას მეგონა, რომ უამრავი ცუდი გამახსენდებოდა, მაგრამ უმეტესობა კარგი მოგონება მოვიდა. (მე დავწერე უმეტესობა და არა ყველა)
P.S. ამის წერისას ქიმიის კაბინეტში ვიჯექი და ყველას გიყურებდით. გაგიკვირდებათ და ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კლასი მყავს (ყველა ნაკლის მიუხედავად). თუმცა მე დაფასთან მდგომი გუგას კალიგრაფია და ქიმიის ცოდნა უფრო მაოცებდა! :****

დეპეშა კუპიდონს

გამარჯობა! არ გეგონოს უპასუხო სიყვარულის ან მსგავსი “სისულელის” გამო გწერდე, არა მე ჩემს გარშემო მცხოვრები თინეიჯერების პრობლემებმა დამტანჯეს ამიტომ კეთილი ინებე და წაიკითხე!
რაღაც მინდა გკითხო: შე უპატრონო “ოტპუსკი” რო მოიწყე და წაეთრიე “იბიცაზე” ჩამოთრევას და ისრების ისრების სროლას არ აპირებ?? პატივი დამდე და მოაშორე ამდენი “გულგატეხილი” და “ცხოვრებისგან დაჩაგრული” ამ საწყალ დედამიწას.. (ისედაც ეყოფა თავისი უბედურება)
გასაგებია, რომ დაიღალე, მაგრამ სამსახური სამსახურია! არა ინტერნეტ გაცნობა და ვირტუალური “სიყვარული” კი კარგი გამოსაძრომი იპოვე მაგრამ სადამდე უხადოს ფული ხალხმა ოკულისტს? მალე ამათი ვიზიტებით იმდენს შეაგროვებს, რომ ჩამოვა შენთან მანდ და ერთად იგულავებთ!
მოკლედ ბოლოჯერ გეუბნები ჩამოდიი!! გაქრა ეს შენსავით უპატრონო სიყვარული და ეგაა!
P.. მათ ვისი ჰობიც ინტრიგნობაა:ვიცი, რომ კუპიდონი არც “იბიცაზეა” და საერთოდაც არ არსებობს, მაგრამ სხვა გზას ვეღარ ვხედავ და ვუგზავნი დეპეშას ზემოთხსენებულ არარსებულ, პატარა, ფრთებიან კაცუნას დეპეშას!
მიმღები:ბ-ნი კუპიდონ ისრიმსროლიაშვილი გამგზავნი:მე

ლურჯი ქოლგა

ღრუბლიანი ცა. წვიმიანი ქუჩა. აღელვებული მტკვარი. მტკვარზე ხიდი. ხიდზე გოგონა, ლურჯი ქოლგით ხელში. თვალზე ცრემლი.
ისევ ქუჩა. ისევ ხიდი. ხიდზე გოგონა და თვალზე ცრემლი. ერთი წამი. ერთი ფიქრი. ერთი გადაწყვეტილება და ერთი ნახტომი.
ისევ მტკვარი. ისევ ხიდი და ძლიერი წვიმა. წკაპ-წკაპ-წკაპ.. მტკვარში ლურჯი ქოლგა.