Monthly Archives: ივნისი 2015

On the road

მთაწმინდის გზაზე ვიყავით. მანქანა საშინელი სისწრაფით მიჰყავდა ჩემს მეგობარს. ჰაერის ნაკადი სახეზე მეფერებოდა და გრძელ თმას თავის სურვილზე ათამაშებდა. მთხოვეს რადიოს ბოლომდე აუწიეო. ახლაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ მღეროდა, მაგრამ რაღაც კარგს ამბობდა ის კაცი, ასე მგონია. ხეების ჯარი ერთმანეთს ენაცვლებოდა და თითქოს გზის პირას ჩამწკრივებული ერთ სხეულს ქმნიდა. მეღიმებოდა ბედნიერებისგან. ჩემი ქალაქი ციცინათელების ბუდეს ჰგავდა შორიდან. აკიაფებული სახლებს შორის სიბნელის ლანდები კრთებოდა და თბილისის ჩაძინებას ელოდა, რომ უკუნის ფერხულში ჩაბმულიყო. მე და ჩემი მეგობრები მანქანაში ვისხედით და მე ვიცოდი, მათ არასდროს დავკარგავ. 10 წლის მერე თუნდაც დიდი ხნის უნახავებს ასე უეცრად სადმე მოგვინდება ღამე გასეირნება. ისევ ასე გვეყვარება ერთმანეთზე ხუმრობა და გიჟებივით მოქცევა.

-100 ისტორია დღიურიდან.

Advertisements