ყველაზე კარგი დრო ცხოვრების განმავლობაში, არის ბავშვობა. თუმცა ძალიან ბევრი ამ უბედნიერეს წუთებს ფუჭად გარგავს, რაც მე საოცრად მაღონებს. ბავშვობაში მე მქონდა ჩემი პატარა სამყარო სადაც ვცხოვრობდით მე და ჩემი სათამაშოები. ყოველ დღე საათობით ვიჯექი და ველაპარაკებოდი და მჯეროდა, რომ ოდესმე ისინიც გამცემდნენ ხმას. ვიცოდი, ისინი ყველაფერს გრძნობენ. ერთი განსაკუთრებით მიყვარდა, მაგრამ სხვებს არ ვეუბნებოდი ეწყინებათ-მეთქი. ეს არის პატარა, ნაცრისფერი, შიგნით ბურთულებიანი მანგუსტი სახელად ბანი, რომელიც სიცოცხლის მე-12 წელს ითვლის! დღემდე ყველაზე ძალიან მიყვარს.
ბავშვობაში ყველა ბედნიერია, არავინ არ კვდება და არ ხდება ცუდად. ყოველდღე არ გიწევს იფიქრო ათას პრობლემაზე, თუ იმას არ ჩავთვლით, როგორ დავაღწიოთ თავი უგემური კომბოსტოს ჭამას. ადრე ჩემთვის სასწაულს წარმოადგენდა ყველაფერი, ჩიტების აფრენა, ეზოს უპატრონო კატის კნავილი, გაზაფხულზე ყვავილების გაშლა, მზის ამოსვლა, თოვლის მოსვლა კი, საუკეთესო მომენტი იყო!
ბავშვობაში სიხარულს მანიჭებდა ზედმეტი შოკოლადის მოცემა(ეს დღესაც მიხარია), ეზოში კიდე 5 წუთით დარჩენა, წრეშიბურთში არჩევნობა, დაჭერობანაში მგლობა და ახალი ბარბის ჩუქება ხო საერთოდ დღესასწაული იყო.
მჯეროდა თოვლის ბაბუის(და სანტა კლაუსი რა ცხოველი იყო არ ვიცოდი!), ბუის, ფერიები, გუდიანი კაცის და საერთოდ ყველაფრის! სხვათა შორის არასდროს მიოცნებია ქორწილზე ან ცხენიან პრინცზე! 🙂
“პატარაობაში” დაბადების დღეები 3საათზე იწყებოდა და 5-ზე მთავრდებოდა. თუ ცენტრში იხდიდი მაგარი იყავი! და ამ ცენტრში თუ საჩუქრებსაც იძლეოდნენ ხო ვაააფშე ყველას ჯობდი! ახლაც მახსოვს იმ ცენტრების სახელები, ბემბი, ალადინი, პეპი, ბაო-ბაბი და ა.შ. საჩუქრად უმეტესად მიგვქონდა ჩარჩო, ჭიქა, სანთელი, თუ გოგო იყო ბლოკნოტი, საათი(გოგოს ბარბიანი ბიჭს- spider-man-იანი) და განსაკუთრებულ შემთხვევაში ვაზა! 😀 ამიტომაა ჩემს სახლში ჩარჩოების განუზომელი რაოდენობა!
ისე ახლა გამახსენდა
კომპიუტერთან მარტო იმისთვის ვჯდებოდი, რომ ხატვაში შევსულიყავი და მაქსიმუმ gold miner-ი მეთამაშა!
ტელეფონი კი 11 წლისას მქონდა, motorola L6.ძალიან მიყვარდა “ბლოსტკებიანი” შარვლები და ვარდისფერი კოლგოტები.
ეჰ, რა კარგი იყო ბავშვობა.. დღეს კი 10 წლის ბავშვებს iphone-ები უჭირავთ, მოტკეცილი ჯინსები აცვიათ, აქვთ facebook-ი და 11 წლის ასაკში უკვე 4 შეყვარებული ყავდათ! ისეთი რაღაცეები იციან რაც მე გაგონილიც არ მქონდა მაგათ ასაკში. ისე არ დამავიწყდე ერთმა ჩემმა დაქალმა 11 წლის ასაკში მითხრა:-ამხელა გოგო ხარ და არავინ უნდა გიყვარდესო? და მწარედ გააკრიტიკა ბრჭყვიალებიანი ჯინსი!
P.S.ეს ყველაფერი ძალიან მენატრება და მოვუწოდებ ყველა ბავშვს შეირგეთ ეს დრო! ვერ ხედავთ 15 წლის ვარ და უკვე მივტირი მაგ ყველაფერს! :((