Tag Archives: ხალხი

არის მანდ ვინმე ნამდვილი?

თქვენ ჩემო (არა)ძვირფასო საზოგადოების წევრებო, რომლებიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენთ ამ სამყაროსთვის იცით თუ არა “რანი ხართ და რად იქცევით?”. აჰ, ჩაფიქრდით? ნუთუ აზროვნების უნარი მართლაც შეგრჩათ? შეურაცხყოფა იგრძენით? ანუ გრძნობელობაც დაგრჩათ? დიდება ალაჰს! ახლა კი უკვე სერიოზულად გაბრაზდით და საუკუნოთ ირწმუნეთ, რომ მე ათეისტი ვარ და სასტიკად დამგმეთ!
ალოოო!! თქვენ სულ გამოდებილ-დეგენერატ-სულელდიიით?
მოდით დავიწყოთ დავიდან. მე ვთვლი საზოგადოების უმეტესობას უნებისყოფო და უაზრო არსებებად. აქვე პასუხი კითხვაზე რატომ:-საზოგადოების ის ნაწილი, რომლიც წინა წინადადებაში მე ვახსენე არის ერთიდაიგივე აზრისა და შეხედულების მქონე, დაშტამპული ნაგავი. მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ერთნაირი რაღაც მოგწონდეთ, მაგრამ ასე გლობალურად?
თქვენ არაფერი არ გაღელვებთ გარდა თქვენს მიერ გამოქვეყნებული კომენტარის, ვიდეოს, სურათი თუ სტატუსისა.
მაგალითად მოგიყვანთ ყველასთვის საყვარელ სოციალურ ქსელ facebook-ს. სადღაც, ვიღაცამ გამოაქვეყნა სრულიად უაზრო და უშინაარსო სტატუსი ან ვიდეო, რომელზე კომენტარების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. საშუალოსტატისტიკურმა იუზერმა ნახა ის მოეწონა (ან არა) და დაწერა კომენტარი. ისე არც ამის წინააღმდეგი ვარ. ეს კომენტარი “მოწონებულ იქნა” რამოდენიმე ადამიანის მიერ, შემდეგ ზემოთხსენებულ პოსტის ნაირსახეობა გაზიარდა და მოედო მთელს ინტერნეტსივცრცეს. შემდეგ ყველამ დაწერა კომენტარებში ერთიდაიგივე და 3 დღის შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებულ იქნა, რადგან ახალი პოსტი გაჩნდა. ახლა კი მთავარი სათქმელი:
ეს ყველაფერი უმნიშვნელოააა!!!!!!!!
ამის შესახებ მე ადრეც დამიწერია, მაგრამ რადგან არანაირი ძვრა არ მოხდა ამ მხრივ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იცხოვროოოოოთ! არა უბრალოდ გაატაროთ თქვენი ძვირფასი დრო, რომელიც მართლაც ძვირფასია და რაღა ჩემი აღნიშვნა უნდა და არ ჩერდება და არ ბრუნდება. არა! გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული, რაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და სხვა დანარჩენ შთამომავლებს დარჩებათ თქვენგან!
ნუ, რა თქმა უნდა, თქვენ იტყვით, რომ განსხვავებული ხართ და აქვე დაამატებთ მე რა უნდა გავაკეთოო?…. სწორედაც, რომ ამ კითხვის გამოა ეს ქვეყანა ისეთი, როგორის დაწერაც აქ უბრალოდ უცენზურო იქნება.. ისევ იგივე კითხვა ჩნდება მე როგორ შევცვალო ქვეყნის ბედი? მე არანაირად არ მოგიწოდებთ, გახვიდეთ ქუჩაში და მოაწყოთ ფსევდოპროტესტული გამოსვლები და მოსთხოვოთ ვინმეს რამე! არა, მე უბრალოდ გთხოვთ ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, გაარკვიოთ რისთვის ხართ ამ ქვეყანაზე დაბადებულნი, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ და ა.შ. გამოერკვიეთ თქვენს თავში!!
და ბოლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოსტი არავის ბედს არ შეცვლის და მხოლოდ თქვენს კლავიატურაზე აკრეფილი კომენტარით მორჩება ყველაფერი…

mf.freeman-ის დიდი თაყვანისცემელი ვარ და გირჩევთ აუცილებლად უყუროთ!

“ნიპრიჩომ” პოსტი

ზღარბი!
მოიცადეთ! არ აღელდეთ! უბრალოდ მინდოდა 2012 წელს პირველი სიტყვა ბლოგზე ზღარბი ყოფილიყო! მიზეზი არ ვიცი და ტყუილად მკითხავთ! ეს წინადადება პირდაპირ ესიტყვება სათაურს! 😀
ილიას დაწერილის არ იყოს, მართლაც “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”. მე ვერაფერს გეტყვით, მითუმეტეს გასახარებელს.

მე თქვენ არ მოგიყვებით როგორი საახალწლო განწყობა მქონდა, რადგან თუ ჩემი ერთგული მკითხველი ბრძანდებით ამის შესახებ ინფორმაცია გექნება, მაგრამ თუ არა გადახედე რამდენიმე წინა პოსტს და დარწმუნდებით იმაში, რომ საერთოდ არ მქონია საახალწლო განწყობა 11:59-მდე. 12:00-ზე იმედია ნაპერწკალივით გამიხარდა დრაკონის წლის შემოფრენა, მაგრამ ეს იმდენად წამიერი იყო, რომ დატკბობაც კი ვერ მოვასწარი წესიერად! Continue reading “ნიპრიჩომ” პოსტი

ღია წერილი საზოგადოებას

მოგესალმებით (არა)ძვირფასო საზოგადოებავ. ამ წერილის პირდაპირი ადრესატები თქვენ ბრძანდებით. მე თქვენს რიგებში დიდი ხნის განმავლობაში ვიმალებოდი, იმის შიშით, რომ თქვენ არ მიმიღებდით, მაგრამ ამ წერილით მე ხმამაღლა მინდა განვაცხადო, მე თქვენი აზრი ფეხებზე მკიდია!! წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამდენად ბედნიერი ვარ  ამ განცხადებით. სანამ ამ აზრამდე მივიდოდი ძალიან ბევრი რამ მოხდა. ბევრი დამცირება თუ შეურაცყოფა გამიგია. ბევრი ტყული მომისმენია და ზოგი მათგანი დამიჯერებია. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.
საზოგადოებრივი აზრი ისეთივე ფარსი და უმნიშვნელოა, როგორც თავად საზოგადოება. ის დაკომპლექტებულია ერთ თარგზე გამოჭრილი, უაზრო ე.წ. უროდებისგან, რომლებსაც არაფერი შეუძლიათ, გარდა ვითომ “საკუთარი” აზრის დაფიქსირებისა და სხვების გაკრიტიკებისა. რომელიმე თქვენგანს ტვინი ეყოფა და შემეკამათება, რომ ყველ ასე არ არის-ო, კარგით ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ხომ არის? ამ უმეტესობის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გონებადადებილებული, სახეზე ერთნაირი გამომეტყველების მქონე, ხმადაყენებული არსებები არიან, რომლებიც სხვების დამცირებით ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც თითქმის ასე არიან, მაგრამ ისინი ხმას არ იყენებ და საპირისპირო სქესის ყოველ ხუმრობის ცდაზეც “საყვარლად” არ იცინიან. მოკლედ არ მესმის ამ ხალხის აზრის გამო ჩემს ნერვულ სისტემას საფრთხე რატომ უნდა შევუქმნა.ჰ
თუმცა ყველაფრის და მიუხედავად, მე მაინც მადლობელი ვარ , რადგან მათ მასწავლეს თუ როგორი აუტანელი, უსამართლო და ხშირად უმიზეზოა ცხოვრება. გამომაფხიზლეს და უნებურად ჩამოაყალიბეს ჩემში მტკიცე ხასიათი. მართალია ამას გარკვეული შედეგები ჰქონდა, მაგალითად როგორიცაა უნდობლობა ყველასადმი. ფაქტიურად არავის ვენდობი. მწარე გამოცდილება..  და ვიტყუები.. უზომო რაოდენობით ტყუილს ვამბობ. მაშინაც კი როცა სიმართლის თქმა მინდა ეს არ გამომდის. ერთადერთი საუკეთესო მეგობარს არ ვუმალავ არაფერს. ეგ არაფერია მთავარია საზოგადოების მომაბეზრებელი აზრისგან გავნთავისუფლდი და დანარჩენი “კ ჩორტუ”!

P.S.დიდი პატივისცემით მარიშკა!

ეს ვარ მე! 😛

გზა

ქუჩა. ხალხი. გაღიზიანება. ტრანსპორტი. გამონაბოლქვი. ჰაერი. ჩიტები. ხიდი. ისევ ხალხი. მათხოვრები. ლექსი.
”ძვირფასო ჩემი სათხოვარია,
როცა ქუჩაში მათხოვარია,
ნუ განიკითხავ რა ცხოვარია,
იქნება სულაც მათხოვარია?!”-არ ვიცი ვისია.
ბავშვი. საჰაერო ბუშტი. სიხარული.
ბატიბუტი. ხურდები. მარილიანი ტუჩები. პარკი. შადრევანი. სკამი. მტრედები. კატა. შავი კატა.
“ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა
ჩამოაგდო ვაზა ბებო გააბრაზა.” Continue reading გზა

მზე ჩემს ქალაქში

ჩემი ქალაქი ბნელია. ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. ის ღამის წყვდიადს გავს და მთელი არსებით ეფლობა მის სიბოროტის წუმპეში.ფსევდოდიდებით შეპყრობილები ბნელ კუთხეებში მალავენ სინამდვილეს და კარგად შენიღბულები ხვდებიან ყველას. აქ ყველა “ჯიშისა და ჯურის” ადამიანს თუ “ცხოველს” შეხვდებით. ხელმოცარულ და უიღბლო ხელოვანებს, ცხოვრება მობეზრებულებს, უიმედოებს, უბედურებს და იშვიათად ბედნიერებს, პატარა მხიარულ ბავშვებს და მათ გულგრილ მშობლებს, რომლებსაც ყველაზე დიდი შეცდომა შვილის გაჩენა ჰგონიათ.. ქალაქის მთავარი ქუჩები კარგადაა შენიღბული და თვალისმომჭრელი სინათლის აბრმავებს ყველას. თქვენ, მე, მათ, სხვებს.
თუმცა საკმარისია ერთ ადგილას არასწორად შეუხვიო და დაინახავ თუ რა უბედურია ხალხი.
ქალაქი ყოველგვარმა სიკეთემ დაივიწყა. არაფერი წმინდა და ნათელი არ შერჩა.თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით პურის რიგები, მკვდარი სხეულები, შუქის მოლოდინი და ბრმა ტყვიები აღარ ამშვენებს, მაგრამ მათხოვრების, გაჭირვებულების, ლოთების და რაც მთავარია სწრაფი კვების ობიექტების ნაკლებობას არ უჩივის.ქალაქმა და მისმა ცხოვრებლებმა სიამაყე, პრინციპები და სინდისი დაკარგეს. მზემაც კი აქცია ზურგი. თავისი თბილი სხივები თავისკენ მოიხმო და ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ქალაქი კი ბნელმა მოიცვა. იღუპება ყველა. თქვენ, მე ისინი, სხვები.