Tag Archives: წიგნები

დაწყევლილი კოლექციონერი

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი ანოტაცია. პირველ დავალებასთან ბრძოლის შედეგი! წინ კიდევ ოთხი ბრძოლა მაქ ვს!

კოლექციონერები ყოველთვის ჩაკეტილ ადამიანებად მიმაჩნდა. ვფოქრობდი, რომ სიცოცხლისადმი ინტერესი მათ შეგროვებულ ნივთებს შორის იკარგებოდა. ალბათ ყველა ადამიანში არსებობს კოლექციონერი, მაგრამ მთავარია რისი(ან ვისი). ჯონ ფაულზის კოლექციონერმა პეპლების და მათი კოლექციონერებისადმი შიშიც კი გამიჩინა. Continue reading დაწყევლილი კოლექციონერი

Advertisements

გაზაფხული მოვიდა(?!)

საწოლზე წამოვწექი. თვალები მტკიოდა, ამიტომ დახუჭვით ვცადე დაამება. “ჩამომალაბორანტეს” მართლაც რა საზარელი სიტყვაა არა? კიდევ ერთხელ წავიკითხე “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. კარგი კაცი იყო. თვით საძაგელი ემა ბოვარიც კი უყვარდა. მეც მიყვარს ემა ბოვარი. საწყალი, უმადური, ცოდვებით სავსე, “სიყვარულს” მოწყურებული სნობი იყო. ცხოვრებით მუდამ უკაყოფილო გახლდათ და ბეჰომურ საზოგადოებას ეტრფოდა.
გაზაფხული მოვიდა. ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია. მწვანე ფერი მომენატრა. ისე ვარ, თითქოს ძველ მეგობარს შევხვდი, რომელსაც არ ვიცი რაზე ველაპარაკო და უხერხულ სიჩუმეს მორცხვი ღიმილით ვარღვევ.
იცით წიგნებში ყველაზე ძალიან რა მომწონს? ყოველ ნაწარმოებში ვპოულობ რაღაც ჩემსას. თუ ვერ ვპოულობ, მაშინ ამ თვისებას ჩემ თავს ვუმატებ. ჯორჯ ბერნარდ შოუმ ბრძანა: “ცხოვრება შენი თავის პოვნისთვის კი არაა, არამედ შენი თავის შექმნისაა”. ეჰ ვიცი, რომ თარგმნაში მოვიკოჭლებ, ამიტომ ორიგინალს შემოგთავაზებთ: “life isn’t about finding yourself it’s about creating yourself”. ასე ვიქმნები მე. ცხოვრების ბოლოს კი, იმდენად მრავალფეროვანი ვიქნები, რამდენი წიგნიც მექნება წაკითხული. ლიტერატურა, კარგი რაღაცაა. ჩემს ბიძაშვილს, რომელიც აგერ უკვე მეოთხე კურსზეა, უნივერსიტეტში აქვს ასეთი საგანი: “მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული შედევრები”. ლექტორი აძლევთ წიგნს წასაკითხად, შემდეგ კი, ლექციაზე დისკუსია აქვთ. ხომ მშვენიერია? მეც მინდა ასეთი საგანი! ოღონდ სკოლაში.
-რაზე ფირობ?-ჰკითხა თავადაც შეშინებულმა.
-ლიდაზე.. გახსოვს “მზიან ღამეში” ლიდა?
-მახსოვს..
-ხოდა მეშინია, მეც ლიდა არ გავხდე. ნამდვილსიყვარულ დაკარგული, უმარილწასმული, ცოტა ვულგარული, მაგრამ კეთილი ლიდა.-თვალზე ცრემლი მოადგა და სიგარეტი გვერდზე გადადო.
ასეთი დიალოგია ერთ ჩემს მოთხრობაში. ცუდი მოთხრობაა, მაგრამ მაინც ვწერ. ჰეჰ.. რამდენი ხანია ვწერ.
მამამ მითხრა პური ამოიტანეო. გავედი სახლიდან. ქუჩა ისეთი ცარიელი იყო, რომ თავი ზედმეტად ვიგრძენი. გამყიდველთან მივედი და ფული მივაწოდე. სანამ ხურდას მაძლევდა დახლზე ნიკაპი ჩამოვდე და “ციგნისბავშვური” მზერა ვტყორცნე შოკოლადების სექციას. მე და მამა მომავალი ძაღლის სახელზე ვკამათობთ. დღეში მინიმუმ 10 სახელს ვეუბნები, მაგრამ არც ერთი არ მოწონს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კაჩუმა დაარქვას. კაჩუმა ერქვა მის პირველ ძაღლს, მაშინ, როცა 6 წლის იყო და ერაყში ცხოვრობდა.
“თვალები აღარ მტკივა და ამას იმიტომ ვწერ.
ადრე ყველაფერი ძალიან უფერული იყო. ადრეში ზამთარს ვგულისხმობ. ცაც, სახლებიც, ხეებიც, ხალხიც უფერული იყო. დღენიადაგ იმაზე ვწუწუნებდი, ცუდი ამინდია-მეთქი. დღეში იმდენჯერ ვამბობდი, რომ მოღრუბლული იყო, რომ დედამ სინოპტიკოსი შემარქვა. ახლა ყველაფერი მწვანეა. ხალხი კი ისევ უფერულია.” იღუბლება.

ჩემი ბიბლიოთეკა part 2

მგონი ბიბლიოთეკარობა არ მაწყენდა.. ეს ისე  ვთქვი რააა.. თავს არ ვიმართლებ პოსტების არ-წერის გამო და არც იმას ვამბობ, რომ მეზარებოდა. უბრალოდ ვინაიდან და რადგანაც ახლა “პაწა” თავისუფალი დრო ვიპოვე,(არადა დაპირებული მოთხრობა და ქიმიის პროექტი მაქვს დასამთავრებელი, ასევე სამეცადინო ულევი და ახლადგაგებული წლის ბოლოს 8 გამოცდისთვის მომზადება) პოსტი მინდა დავწერო! წინა პოსტში ჩემს ბიბლიოთეკაზე მქონდა საუბარი.. კი ბატონო, რავა შეგედავებით, რომ დიდი ხნის წინ იყო ეგ, მაგრამ მე ახლა გავაგრძელებ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვეფხისტყაოსნების რიცხვი საკმაოდ დიდია! სამაგიეროდ რაც აქ ვიპოვე ძალიან ძვირფასად და განსხვავებულად გამოიყურებოდა.. სხვათა შორის საკმაოდ მძიმეც იყო.. ასევე აღმოვაჩინე (ჩემდა ჭირად ნაწამები) შუშანიკი.. როგორც ხედავთ ყდა აქვს არაჩვეულებრივი! ძალიან მომეწონა! 6 ენაზეა ნათარგმნი.


ეს წიგნი კი ჭეშმარიტად გამოხატავს ჩემს ბავშვობას! დედაჩემი ყოველ ღამე მიკითხავდა და მიყვებოდა ზღაპრებს ამ წიგნიდან და იმდენად თბილი და კეთილი მოგონებები მაკავშირებს მასთან, რომ ალბათ ჩემს შვილსაც წავუკითხავ-ხოლმე..
არ შემიძლია არ აღვნიშნო დოსტოევსკის არანორმალურად ბევრი წიგნი!

“მკვდარი სახლის ჩანაწერები” დავიწყე ზაფხულში ბულაჩაურში, მაგრამ ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის და ნუცას წამოღებული სომერსეტ მოემის ნაწარმოებები წავიკითხე. ახლა გამახსენდა, “წითურის” მთავარი გმირის სიცილი თითქოს მართლაც მესმოდა..
ბებიაჩემი, (წიგნების შემომტანი ადამიანი) აშკარად დიიდ პატივს სცემდა რუსულ ლიტერატურას, რაც წიგნების რაოდენობაში გამოიხატება. სხვათა შორის ეს მე ძალიან მახარებს! 🙂
გამიხარდა თომას მანის “ლოტე ვაიმარშის” პოვნა. ეს იმ წიგნების რიგში მოხვა, რომლების წაკითხვასაც ვაპირებ.  ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” 4 ტომად. საკმაოდ კარგი ყდები აქვს! ხო ვიცი, ყდებით ვმსჯელობ ასეთ შედევრზე..  კიდევ ერთი ვეფხისტყაოსანი..  აგერაა ჩემი “კლასიკი ი სავრემენნიკის” არასრული გამოცემა.. ნეტავ მთლიანი მქონდეს..
ახლა კი წასაკითხი წიგნების გეგმა:
1.შექსპირის დამთავრება.. (ახლ “ჰამლეტის” კითხვაში ვარ.)
2.”დედოფალი მარგო”
3.”მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი
4.”ბურუსი”- მიგელ დე უნამუნო
5.ჯეიმს ფენიმორ კუპერი – “უკანასკნელი მოჰიკანი”
6.ონორე დე ბალზაკი – “შაგრენის ტყავი” და “პოლკოვნიკი შაბერი”
7.სირცხვილი, მაგრამ შარლოტა ბრონტე – “ჯეინ ეარი”
8.პროსპერ მერიმეს ნოველები
9.გი დე მოპასანი  – “წუთისოფელი” (“ლამაზი მეგობარი” სახლში არ მაქვს 😦 )
10. ზემოთ კი ვთქვი, მაგრამ ეგება დაგავიწყდათ, თომას მანი- “ლოტე ვაიმერში”
პ.ს.ვაი და ვუი მეგობრებო! სოფის პოსტი წავიკითხე წერას ვწყვეტო.. გული გამისკდა! სოფიი!! მოგიწოდებ ეგ აზრი თავიდან ამოგდო! ვინც მის ბლოგზე არ ყოფილხართ გირჩევთ ესტუმროთ!

ჩემი ბიბლიოთეკა part 1

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა ჩემი ახალი მოჩხლაფორთებული(კარგი სიტყვაა ხო?) რაღაცა წაიკითხოთ!
რაც კი რა წიგნია ჩემს სახლში 90% ბებიაჩემმა იყიდა საბჭოთა კავშირის დროს. მოგეხსენებათ, მაშინ არც წიგნების ფართო არჩევანი იყო და რაც იყო, ისიც სახელმწიფოს ცენზურას გადიოდა. (ყოველ შემთხვევაში ბებიაჩემი ასე მეუბნება)

სწორედ ამიტომ სადაც კი რამე ახალ წიგნს შეხვდებოდა ყიდულობდა და კითხულობდა! (მერე რა, თუ უმეტესობა არც კი ახსოვს?!) ასე აღმოჩნდა ჩემს სახლში

არსებულ ყველა თაროზე ესა თუ ის წიგნი. გაგიკვირდებათ და იმდენად საოცარი ასორტიმენტი მქონია, რომ კინაღამ ვინანე საჯაროს ბარათი რისთვის ავიღე-მეთქი.

დღეს გადავწყვიტე ერთ-ერთი თაროების “ნაკრების”(თუ შეიძლება ასე ითქვას) დალაგება! რაგბიზე წასვლა ვერ მოვახერხე ბილეთების გათავების გამო. გამიხარდა კიდეც წიგნებს დროს დავუთმობ-მეთქი. (არ იფიქროთ, რომ გავგიჟდი წიგნები მიყვარს და რა ვქნა?!) სხვათა შორის სურათებიც გადავუღე ყველაფერს!

რაც აღმოვაჩინე: ხუთ თაროზე სამი “ვეფხისტყაოსანი”(როგორც დედამ მითხრა, ბებია სადაც ახალ გამოცემას ნახულობდა მაშინვე ყიდულობდა), გარდა ამ სამისა, სახლში კიდევ მინიმუმ ხუთი ვეფხისტყაოსანი მაქვს.

გერმანულ-ქართული ან პირიქით, რუსულ-გერმანული ან პირიქით ლექსიკონების რაოდენობა სხვა ყველაფერს აჭარბებს! ხუთ თაროზე 6 წიგნი. ასევე საკმაოდ ვიპოვე დედაჩემისეულა სამედიცინო ლიტერატურა, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა

პირველ თაროზე.

მერე რა, რომ სამედიცინოა!? მთავარია ლათინურია! ბავშვობიდან მინდოდა ლათინურის სწავლა!

აღმოვაჩინე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები. აქ კი ერთგვარი მუნჯი შოკი მქონდა. ამ უკანასკნელმა პლუტარქეს გვერდზე დაიდო ბინა. მეორე თაროს დიდი პატივი ხვდა წილად! მთელი ქართული პროზის და ილიას ტომები “დავასახლე” იქ. სხვათა შორის ამ წიგნების შორის ისინი ვიპოვე, რომელთა წაკითხვაც უკვე დიდი ხანია მინდოდა და ისიც, რომელიც წესით წაკითხული უნდა მქონდეს და მრცხვენია, რომ ჯეინ ეარი არ მაქვს წაკითხული.. ისე იმის ბრალია, რომ ჩემმა კლასელმა ტვინი წამიღო წაიკითხეო და ჯინაზე არ წავიკითხე!
სიხარულით კინაღამ სკამიდან (რომელზეც დიდ ძალისხმევის შემდეგ ავძვერი) გადმოვვარდი, რომცა ანდერსენი ზღაპრების წიგნი ვიპოვე! მართალია რუსულად იყო და მე არაფერი მესმოდა ადრე, მაგრამ მე მაინც მიყვარდა ეს წიგნი!
ხო რაც მთავარია! ხვალ დიდი წიგნის კარადის დალაგებას ვაპირებ, ასე რომ  wish me luck!

P.S.ახლა ვორდპრესმა მახარა 45-ე პოსტი გამოაქვეყნეო! ❤

მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

-თქვენი აზრით რა არის უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა?
-ჰმმ.. საინტერესო კითხვით იწყება საუბარი.. ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი(მატერიალური თუ არამატერიალური) გენგრევა თავზე და გამოსავალი შეგუებაც კი არ არის.
-სად ისურვებდით ცხოვრებას?
-ამჯერად პარიზზე არ ვიტყოდი უარს.. თუმცა მთლად სიტყვაზეც არ მენდოთ! სასტიკად გარდამავალი ხასიათი მაქვს!
-რა არის უმაღლესი ბედნიერება?
-ზუსტად არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ. ბედნიერება იმდენად შეუცნობელია, რომ ხანდახან ვერც ვხვდებით რამდენად ბედნიერები ვართ..
-თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
-ღმერთო რა მოსთვლის მათ.. ალბათ ერთი უნდა დავასახელო არა? ჯანდაბა.. :დიდხანსფიქრი: უფ არ მყავს გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები! აი ბოლოს წინას წინა რაც წავიკითხე იმას გეტყვით!  “ამაო გარჯა სიყვარულისადან” როზალინა მომეწონა! არ ვიცი რატომ.. ისე “დორიან გრეის პორტრეტიდან” ლორდი ჰენრი მიყვარს ძალიან!
-თქვენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი?
ვაი.. რა ვიცი აბა! ისტორიისადმი ცოტა მწყრალად ვარ განწყობილი.. პირველი ვინც გამახსენდა ეს მარიამ დედოფალია. ან ელეონორა რუზველტი. თამარ მეფე! ცოტა ფემინისტური პასუხია..
-თქვენი საყვარელი მხატვარი? Continue reading მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა