Tag Archives: ჩანახატი

გასეირნება მანჰეტენზე

ღამის სამი საათი იქნებოდა როცა ნიკიმ დამირეკა. იცოდა არ დამეძინებოდა, მეორე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითხრა ჩემი სმენა დამთავრდა და გამოგივლი გავისეირნოთო. ღამის ნიო-იორკი ძალიან უყვარდა და ხშირად გვისერნია  მისი ძველის ძველი შევროლეთი. მაშინვე დავეთანხმე, ჩემი პატარა ბინის ფანჯრიდან მეზობლის თვალთვალი ისედაც მომბეზრდა. ბებერი ბილი მხატვარი იყო და ო’ჰენრის პერსონაჟივით ყველას არწმუნებდა, რომ ერთ დღეს შედევრს შექმნიდა. მანამდე კი ცენტრალურ პარკში ბამბის ნაყინებს გაყიდვით ირჩენდა თავს და ჩემნაირი ჯიბეგაფეკილი უცხოლებით სავსე სახლში ცხოვრობდა. მაცივარს ჩავუარე და მის დანახვისას ვიფიქრე ბილს ტყემალს დავუტოვებ სანამ წავალ-მეთქი, ერთხელ გავასინჯე და ისე მოეწონა შემეხვეწა გავყიდოთო, მაშინ ვერ გავიმეტე. გამოცვლა დავაპირე, რადგან ჩემი ეიფელის კოშკებიანი პიჟამა შესაფერისად არ ჩავთვალე. ჩემოდანი გავხსენი და თვალი მოვკარი ლილის ნაჩუქარ მოკლე მაიკას. მარწმუნებდა, რომ დავინახე, მივხვდი ზუსტად საშენო იყოო, არადა არც პრინტი მომწონდა და არც ჭიპის გამოჩენდა. ვიფიქრე ჯანდაბას ბოლოს დღეს მაინც ჩავიცვამ-მეთქი. პრინტს რაც შეეხება სამხედრო კომუფლაჟით იყო გაწყობილი და შავად ეწერა fearless. ჩვეულებრივი ჯინსი და მუქი მწვანე კეტები ჩავიცვი, თმა გავიშალე და პატარა ტყავის შავი ჩანთაში საჭირო ნივთები და ნიკის საჩუქარი ჩავალაგე. დიდხანს ვუყურებდი ფოტოაპარატს და ბოლოს ისიც ჩავდე. ამ დროს ნიკიმ დამირეკა.
-შენს სახლთან ვარ, გამოდი.
-ოკეი.

Continue reading გასეირნება მანჰეტენზე

Advertisements