Tag Archives: შიში

წერილი ჩემს თავს.. (ოდესმე)

მე შენ ამას გწერ, იმიტომ რომ ვიცი შეიცვლები. სახელით არ მოგმართავ, არ ვიცი მაშინ რა გერქმევა. უკვე ვებრძვი იმ საშინელებას, რომელსაც მალე დაემსგავსები. შენთვის სიკვდილი ზედმტად ჩვეულებრივი იქნება და მის გაგონებაზე არც ერთი იმპულსი არ წავა ტვინისკენ. ისედაც დაკარგულ იმედის ძებნას შეწყვეტ და მკვდარი თევზივით გაყვები დინებას. აღარც დაბადება იქნება შენთვის მნიშვნელოვანი და აღარც სიცოცხლის არსებობით აღფრთოვანდები. სილამაზის დანახვას შეწყვეტ. ახლაც მიჭირს ყვავილების და პატარა ბავშვების ყურება  და მაგ დროისთვის არც გაგახსენდება ეს. ყოველ წვრილმანში სილამაზის დანახვისთვის თავს აღარ შეიწუხებ და აღარც ასფალტზე გაკრული წვიმისგან დასველებული ფოთლები გაგახსენდება. იებიც შეგზიზღდება და წერას გადაეჩვევი. სურათებს ახლაც აღარ ვიღებ და მაგ დროისთვის სურვილიც გაგიქრება. ხატვის სწავლასაც გადაიფიქრებ  და გიტარას ალბათ გაყიდი. ბლოგს საბოლოოდ გააუქმებ ისე, რომ პოსტებსაც კი არ შეინახავ. მე ვიცი, რომ დადგება დღე და საკუთარი თავი შეგზიზღდება იმ სიმახინჯის გამო, რომლადაც შენი სული აქციე. დაივიწყებ იმ  ფრაზას, რომელიც ასე მხიბლავს ახლა (beautiful mind is a terrible thing to waste).

როგორ მეშინია მაგ დღის: როცა აღმართს ამოუყვები და არც ერთ ისტორიას არ მოიფირებ, როცა ჩანთაში საათებიანი ბლოკნოტი აღარ გეგდება, როცა ყავის ნალექიდან შავი თვალები აღარ შემოგხედავენ და ლიმნის ნაჭერი მზეს აღარ დაემსგავსება.
და როცა ეს ყველაფერი მოხდება მაშინ წადი. იქ სადაც ავსტრალიელს იპოვი, ფრთებს, ნახევარმთვარის ფორმის ყელსაბამს, თეატრიდან გასასვლელსაც და დროის მანქანასაც კი. გზას გაიხსენებ, თუ არადა ალისა კურდღელს გამოგიგზავნის.
ახლა ამას გწერ და გიხსენებ. 11 წლისამ პირველად დაწერე რაღაც და სურათების გადაღებამაც გაგიტაცა. 14 წლისამ ცხოვრების მარცხენა გზა აირჩიე და 16 წლისამ ბევრი რაღაც გაიგე. ხოდა ახლა თითქმის 18 წლის ვარ მეშინია. გარდატეხის ასაკი დაარქვი და გაგივლისო თქვი, ზუსტად მაგ ჯანდაბასაც მეუბნება ყველა გარშემო, მაგრამ მაინც მეშინია. იმ ყველაფრის რაც დაგემართა უკვე. აი ასე მარტივად.

Advertisements

დაწყევლილი კოლექციონერი

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი ანოტაცია. პირველ დავალებასთან ბრძოლის შედეგი! წინ კიდევ ოთხი ბრძოლა მაქ ვს!

კოლექციონერები ყოველთვის ჩაკეტილ ადამიანებად მიმაჩნდა. ვფოქრობდი, რომ სიცოცხლისადმი ინტერესი მათ შეგროვებულ ნივთებს შორის იკარგებოდა. ალბათ ყველა ადამიანში არსებობს კოლექციონერი, მაგრამ მთავარია რისი(ან ვისი). ჯონ ფაულზის კოლექციონერმა პეპლების და მათი კოლექციონერებისადმი შიშიც კი გამიჩინა. Continue reading დაწყევლილი კოლექციონერი