Tag Archives: ქალაქი

მთვარის ამბავი

ეს ქალაქი დედამიწაზე არ მოიძებნება და მხოლოდ რომელიღაც პარალელურ სამყაროშია. სწორედ ამ სამყაროს ვეძებ. იქ უნდა წავიდე, სადაც წერილები სიყვარულის საიდუმლოს ინახავანენ. შეყვარებულები ვნების ცეცხლისგან ჩუმად იწვიან და გრძნობის ფერფლს ღამის მცველ ვარსკვლავებს ატანენ. იქ უნდა წავიდე, სადაც ფერფლისგან მთვარე იბადება, სადაც ვენერას სარკე ათას ნაწილად იმსხვრევა ყოველი ჩაფერფლილი ცეცხლის გამო. იმსხვრევა და მთელდება.
იქ, სადაც მზეს და ახალდაბადებულ მთვარეს  შორის დიდი ბრძოლაა გამართული. მზე იმ ვნების ცეცხლია, სიყვარული რომ საზრდოობს, მთვარე კი მისი ნაშთი, მოგონებებით შექმნილი და ტკივილის მომტანი. ეს ბრძოლაც, როგორც ყველა სხვა, ძალაუფლების დამტკიცებისთვის მიდის.

” მთვარეა მასზე მოგონება”-მოისმა ფერფლიდან ხმა.
Continue reading მთვარის ამბავი

Advertisements

ადამიანი რომ არ ვიყო..

ალბათ ახლა იფიქრებთ, ეს არსება(ანუ მე რაა) ადამიანი რომ არ იყოს, კალია იქნებოდაოო.. ცდებით ძვირფასებო! სხვათა შორის რაღაც არანორმალურად კარგ ხასიათზე ვარ და რაღაც უცნაურობა გამომივა ვგრძნობ..
ადამიანი რომ არ ვიყო, ვიქნებოდი ქარი, მუსიკა, მუსიკა ქარში, კომპიუტერი, რომელიც მუდამ ჭედავს, წიგნი, რომელსაც დასასრული არ აქვს, ქალთევზა(რომ არსებობდნენ), ან წყლის ფერია! (იმედია) ჩიტი, ოღონდ ისეთი, რომელიც თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
თუ ვიქნებოდი ნახატი, (რამდენად არარეალურად და სულელურადაც არ უნდა ჟღერდეს) ვიქნებოდი რაიმე სურეალისტური ან აბსტაქციონისტული ნახატი, რომელიც დახატა მხატვარმა, ვინც “მოკვდა თუ არა ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა..”

უბრალოდ ეს სურათი გამახსენდა

გრძნობა რომ ვიყო, გაურკვევლობა ვიქნებოდი.ის შეიძლება მზეც ვყოფილიყავი

ქალაქი რომ ვიყო, ალბათ ბერლინი ვიქნებოდი, ან შეიძლება სიეტლი.

კარგი ახლი კი სერიოზულად რომ დავფიქრდეთ, რა არის ადამიანი? ყველაზე საშიში მტაცებელი?(მე-8 თუ მე-7 კლასის ბიოლოგიის გავლენა) მოაზროვნე მაიმუნი?(დარვინის გავლენა) იქნებ საერთოდ არც ვართ ადამიანები?(მახოსვს, რომ ადრე ცოტნემ დაწერა ამაზე პოსტი და ვერაფრით ვერ გავიხსენე რა ერქვა) ეს თითქოს დიდი პატივია, როცა ადამიანს გიწოდებენ, ამიტომ არ ღირს ასე ხმამაღლა ვთქვათ, რომ ადამიანები ვართ. (ტავტოლოგიას არ იმჩნევთ)
მე რომ მკითხოთ, და რომც არ მკითხოთ, მაინც დავწერ ადამიანი ძალიან საინტერესო და გამოუცნობი ფენომენია თქვენ წარმოიდგინეთ! მის შესაძლებლობებს არანაირი საზღვარი არ აქვს, და ის კი ამ თავისუფლებას არ იყენებს, მეტიც არც კი იცის როგორ გამოიყენოს! თემას არ გადავუხვიე და ბარემ დავასრულებ.
ამ პოსტზე დამთაგა თაკომ და გააგრძელა ლუკამ, ხოდა გააგრძელეთ თქვენც! 😀
პ.ს. ეხლა გამოხსენდა მე რომ ადამიანი არ ვიყო ვიქნებოდი მფრინავი ზღარბი! 😀

“ნიპრიჩომ” პოსტი

ზღარბი!
მოიცადეთ! არ აღელდეთ! უბრალოდ მინდოდა 2012 წელს პირველი სიტყვა ბლოგზე ზღარბი ყოფილიყო! მიზეზი არ ვიცი და ტყუილად მკითხავთ! ეს წინადადება პირდაპირ ესიტყვება სათაურს! 😀
ილიას დაწერილის არ იყოს, მართლაც “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”. მე ვერაფერს გეტყვით, მითუმეტეს გასახარებელს.

მე თქვენ არ მოგიყვებით როგორი საახალწლო განწყობა მქონდა, რადგან თუ ჩემი ერთგული მკითხველი ბრძანდებით ამის შესახებ ინფორმაცია გექნება, მაგრამ თუ არა გადახედე რამდენიმე წინა პოსტს და დარწმუნდებით იმაში, რომ საერთოდ არ მქონია საახალწლო განწყობა 11:59-მდე. 12:00-ზე იმედია ნაპერწკალივით გამიხარდა დრაკონის წლის შემოფრენა, მაგრამ ეს იმდენად წამიერი იყო, რომ დატკბობაც კი ვერ მოვასწარი წესიერად! Continue reading “ნიპრიჩომ” პოსტი

გზა

ქუჩა. ხალხი. გაღიზიანება. ტრანსპორტი. გამონაბოლქვი. ჰაერი. ჩიტები. ხიდი. ისევ ხალხი. მათხოვრები. ლექსი.
”ძვირფასო ჩემი სათხოვარია,
როცა ქუჩაში მათხოვარია,
ნუ განიკითხავ რა ცხოვარია,
იქნება სულაც მათხოვარია?!”-არ ვიცი ვისია.
ბავშვი. საჰაერო ბუშტი. სიხარული.
ბატიბუტი. ხურდები. მარილიანი ტუჩები. პარკი. შადრევანი. სკამი. მტრედები. კატა. შავი კატა.
“ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა
ჩამოაგდო ვაზა ბებო გააბრაზა.” Continue reading გზა

მზე ჩემს ქალაქში

ჩემი ქალაქი ბნელია. ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. ის ღამის წყვდიადს გავს და მთელი არსებით ეფლობა მის სიბოროტის წუმპეში.ფსევდოდიდებით შეპყრობილები ბნელ კუთხეებში მალავენ სინამდვილეს და კარგად შენიღბულები ხვდებიან ყველას. აქ ყველა “ჯიშისა და ჯურის” ადამიანს თუ “ცხოველს” შეხვდებით. ხელმოცარულ და უიღბლო ხელოვანებს, ცხოვრება მობეზრებულებს, უიმედოებს, უბედურებს და იშვიათად ბედნიერებს, პატარა მხიარულ ბავშვებს და მათ გულგრილ მშობლებს, რომლებსაც ყველაზე დიდი შეცდომა შვილის გაჩენა ჰგონიათ.. ქალაქის მთავარი ქუჩები კარგადაა შენიღბული და თვალისმომჭრელი სინათლის აბრმავებს ყველას. თქვენ, მე, მათ, სხვებს.
თუმცა საკმარისია ერთ ადგილას არასწორად შეუხვიო და დაინახავ თუ რა უბედურია ხალხი.
ქალაქი ყოველგვარმა სიკეთემ დაივიწყა. არაფერი წმინდა და ნათელი არ შერჩა.თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით პურის რიგები, მკვდარი სხეულები, შუქის მოლოდინი და ბრმა ტყვიები აღარ ამშვენებს, მაგრამ მათხოვრების, გაჭირვებულების, ლოთების და რაც მთავარია სწრაფი კვების ობიექტების ნაკლებობას არ უჩივის.ქალაქმა და მისმა ცხოვრებლებმა სიამაყე, პრინციპები და სინდისი დაკარგეს. მზემაც კი აქცია ზურგი. თავისი თბილი სხივები თავისკენ მოიხმო და ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ქალაქი კი ბნელმა მოიცვა. იღუპება ყველა. თქვენ, მე ისინი, სხვები.