Tag Archives: ფიქრი

მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

-თქვენი აზრით რა არის უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა?
-ჰმმ.. საინტერესო კითხვით იწყება საუბარი.. ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი(მატერიალური თუ არამატერიალური) გენგრევა თავზე და გამოსავალი შეგუებაც კი არ არის.
-სად ისურვებდით ცხოვრებას?
-ამჯერად პარიზზე არ ვიტყოდი უარს.. თუმცა მთლად სიტყვაზეც არ მენდოთ! სასტიკად გარდამავალი ხასიათი მაქვს!
-რა არის უმაღლესი ბედნიერება?
-ზუსტად არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ. ბედნიერება იმდენად შეუცნობელია, რომ ხანდახან ვერც ვხვდებით რამდენად ბედნიერები ვართ..
-თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
-ღმერთო რა მოსთვლის მათ.. ალბათ ერთი უნდა დავასახელო არა? ჯანდაბა.. :დიდხანსფიქრი: უფ არ მყავს გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები! აი ბოლოს წინას წინა რაც წავიკითხე იმას გეტყვით!  “ამაო გარჯა სიყვარულისადან” როზალინა მომეწონა! არ ვიცი რატომ.. ისე “დორიან გრეის პორტრეტიდან” ლორდი ჰენრი მიყვარს ძალიან!
-თქვენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი?
ვაი.. რა ვიცი აბა! ისტორიისადმი ცოტა მწყრალად ვარ განწყობილი.. პირველი ვინც გამახსენდა ეს მარიამ დედოფალია. ან ელეონორა რუზველტი. თამარ მეფე! ცოტა ფემინისტური პასუხია..
-თქვენი საყვარელი მხატვარი? Continue reading მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

დრო

პირველად ვწერ არდაგეგმილ ანუ დაუგეგმავ პოსტს. საინტერესოა.. ბევრს ულაპარაკია, დაუწერია, დაუპოსტავს, გამოუქვეყნებია, დაუshareებია(მაპატიეთ არაქართული სიტყვისთვის), დროის შესახებ. მეც ამ ხალხს შევუერთდები და დავწერ დროზე.
იცით თუ არა, რა არის დრო? ეს განუსაზღვრელი მოძრაობაა რომელიც არც ჩერდება, არც ცვდება, არც კვდება(ანუ უკვდავია?!), არც იხევა და საერთოდ არაფერი ემართება. ხანდახან მგონია, რომ საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ მეჩვენება მისი გვერდით ყოფნა(ორაზროვანი ნათქვამია). თუმცა ის არსებობს და ქმნის  და ანადგურებს ყველაფერს ჩემს გარშემო. მას მიაქვს და მოაქვს ტკივილი, სიხარული, ბედნიერება, უბედურება, სიცოცხლე და სიკვდილი. ვის არ ნდომებია გაეჩერებინა ეს ურყევი აბსტრაქტული სივრცის ფორმა და დამტკბარიყო ყოველი მისი შემადგენელი წამით. თუმცა ის ულმობელი და ხშირად ლმობიერიცაა, რადგან არ გვისმენს. რა ჯიუტია არა??
-დროში მოგზაურობის შანსი რომ მოგცენ, სად წახვიდოდი??-მეკითხებით.
-სად? მგონი როდის უნდა გეკითხათ!-არასწორი წინადადება გამომივიდა და შემრცხვა.
-მაინც როდის-ში?
-არ ვიცი.. ალბათ ამ შანსს არ გამოვიყენებდი.. სხვას მივცემდი..
-რატომ არ გაინტერესებს მომავალში რა მოხდება??
-მაგას ისედაც გავიგებ, როცა მოვა დრო..
არ მიჯერებთ ხო?? საინტერესოა მართლა უარს ვიტყოდი? თქვენ ჩემო ახლანდელო და მომავალო მკითხველებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ცხოვრობთ დედამიწაზე და თქვენი არსებობით ამძიმებთ მას? მოიცადეთ! არ მოიკლათ თავი! ამითი არაფერი შეიცვლება, რადგან ქართული წესით დაგასაფლავებენ და ისევ დაამძიმებთ ამ პლანეტას.. უკაცრავად ცოტა გადავუხვიე თემას. ხო რაზე ვწერდი?? ააა ხო დროზე.. ხოდა მე გეკითხებოდით, რომ წარმოგიდგენიათ, რომ დედამიწა მზის სისტემაშია, მზის სისტემა ირმის ნახტომში(რამ დაარქმევინათ ეს ირმის ნახტომი ვერ გავიგე..),ირმის ნახტომი ჩვენს გალაქტიკაში, ეს გალაქტიკა გალაქტიკათა ჯგუფს მიეკუთვნება და ასე უსასრულო სამყარომდე.. წარმოგიდგენიათ რა უმნიშვნელო ნაწილები ვართ ამ სივრცის?? ნეტავ იქ სადღაც შორს არსებობს დრო?? იქაც ასე მშვიდად გადის და არავის უჯერებს? დრო ოდესმე დაიღლება? რომ დაიღალოს და გაჩერდეს რა მოხდება? ძალიან ირეალურს ვკითხულობ? არა უშავს მე მიყვარს ოცნება და კიდევ უცნაური ჰიპოთეზების გამოთქმა.. ახლა კი დროა დავასრულო.
P.S.ნეტავ ამას რომ წამიკითხავთ, დაუფიქრდებით რამეს? ალბათ არა..

ლურჯი ქოლგა

ღრუბლიანი ცა. წვიმიანი ქუჩა. აღელვებული მტკვარი. მტკვარზე ხიდი. ხიდზე გოგონა, ლურჯი ქოლგით ხელში. თვალზე ცრემლი.
ისევ ქუჩა. ისევ ხიდი. ხიდზე გოგონა და თვალზე ცრემლი. ერთი წამი. ერთი ფიქრი. ერთი გადაწყვეტილება და ერთი ნახტომი.
ისევ მტკვარი. ისევ ხიდი და ძლიერი წვიმა. წკაპ-წკაპ-წკაპ.. მტკვარში ლურჯი ქოლგა.