Tag Archives: სტატუსი

ჩემი დილა

მამაჩემი ხმაურიანად გავიდა სახლიდან და კარებიც გასაღებით დაკეტა. გამომეღვიძა და მივხვდი, რომ დაძინების “პრასვეტი” აღარ მქონდა. ავდექი, მაგრამ ჩაცმის დაზარების გამო, თაგვიან პიჟამოზე პირდაპირ დიდი, თბილი, ვარდისფერი ხალათი შემოვიცვი. ე.წ. ჩუსტები რომ ვერ ვიპოვე, უგებს დავწვდი და წინდაზე ამოვცვი. მშიოდა, მაგრამ არ შევჭამე. სააბაზანოში რომ შევედი, ისეთმა ნაცემმა არსებამ გამომხედა, რომ სასწრაფოდ შევიხსი წყალი, მაგრამ ამანაც ვერ მიშველა, ისევ ნაცემი არსება ვიყავი, ოღონდ ახლა უკვე სველი. სამზარეულოში შევედი, მაგრამ მაინც არ შევჭამე და კომპიუტერთან გამოვედი.
გამახსენდა! დღეს ოთხშაბათია! ვიფიქრე მოლის ახალი ჯეოპარდი ექნება-მეთქი და შევირბინე სანახავად. მართალი აღმოვჩნდი, მშვენიერი ჯეოპარდი დამხვა. ცხოვრებაში პირველად მივიღე მასში მონაწილეობა და ვნახოთ რა იქნება!
facebook-ზეც შევირბინე, მაინც რა იცი რა ხდება! არაფერიც არ ხდება, ყველა სტატუსი ასეთი იყო:აუ მეძინება, წავედი, მშია, გამაგდეთ ვინმემ აქედან… გამოსვლას ვაპირებდი და კლასელმა მომწერა. დავრჩი. ისევ ბლოგზე დავბრუნდი. ზოგიერთი პოსტი ვნახე და მერე კუჭმა უცენზუროდ მომიხსენია და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავისხი და მჭადების მომზადებას შევუდექი. (ისევ ვწერ თითქოს ძნელი იყოს)
ახლა ვზივარ აქ. ლინმიანი ჩაით(ი)  ვტკბები და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე, რომ 3 საათზე “ზუბნაია ფეია”-სთან უნდა წავიდე.. ვინც ვერ მოხვდა სტომატოლოგი ვიგულისხმე..
P.S. გუშინ უკვე მერამდენედ ვუყურე mr. and mrs. smith.. ეჰ რა სახლს ანგრევეენ.. 😦
P.P.S.რა უცნაური დილა მაქვს! 😀

გასაღიმარი პოსტი

სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ერთმა მეგობარმა facebook-ის სტატუსი განაახლა, თემა კი გაღიმებასა და სიცილზე იყო. რადგან შთაგონება დავიბრუნე და თავისუფალი დრო მოვიხელთე, აქვე პატარა პოსტს შევაკოწოწებ.(რა საყვარელი სიტყვაა არა??)
აბა ხალხო ყველანი იუმორინაზე!! თქვენ იკითხავთ რა შუაშია ეხლა ესო? მართლაც არაფერ შუაში, მაგრამ ჩემი ბლოგი და რასაც მინდა დავწერ! :P(ენაც გამოგიყავით) კარგი, კარგი დავუბრუნდეთ თემას! მეცნიერული ფაქტია, რომ სიცილი (ღიმილი) სიცოცხლეს ახანგრძლივებს! ხალხს კი როგორც ვატყობ სიცოცხლე მობეზრდა და მის მალე დამთავრებისკენ ისწრაფვის! ამ წინადადების მიზეზი კი გაბრაზებულ-უბედურ-ტანჯულ-ტრაგიკულ-ბოროტ-ისტერიკულ-დაჯღანულ-სახიანი ადამიანების მომრავლებაა. არა კი მესმის, რომ ცხოვრება ძნელია, ყველას თავისი პრობლემები აქვს და მრავალი სხვა არაგასაღიმებელი მიზეზი გვაქვს, მაგრამ ხომ არის ამის საწინააღმდეგო მიზეზები?! მაგალითად:დღეს დილას ხომ გაიღვიძეთ? მერე რა რო ცივი, ღრუბლიანი და ცოტა თოვლშერეული წვიმა მოვიდა გუშინ? აი კიდევ მიზეზი! სკოლაში გათბობა ჩამირთეს! (თქვენ რა მარა მე მიხარია!) აა გამახსენდა! ზამთარი მოდის!(ეს არ მიხარია) ახალი წელი, არდადეგები, გიჟობა, თოვლი და ჩემთვის მთავარი გოზინაყიი!!!! (არ მესმის მარტო ახალ წელს რატომ კეთდება) აჰა, მშვენიერი მიზეზებია! დარწმუნებული ვარ ბევრ საწინააღმდეგო აზრი დაგებადებათ თავში, მაგრამ მე მაინც ყველაფრის და მიუხედავად გაგიღიმებთ და თქვენც იგივეს გირჩევთ!
როგორც ზემოთ ხსენებულმა მეგობარმა კომენტარში დაწერა მარადიული სიცოცხლე არ მინდა, ამიტომ როცა დავბერდები სიცილის დოზას შევამცირებო! მე ყველას ამ დოზის გაზრდას გირჩევთ! ისე ფარმაცევტულ ფირმებს ვურჩევ სიცილი დააპატენტონ და წამლის სახით გამოუშვან! მერე ასეთი ფრაზები გაჩნდება: -სიცილიცინი მომეცით თუ შეიძლება!
მე მინდა მოგმართოთ მთელი დედამიწის (და კიდევ იუპიტერის) მცხოვრებს!! ყოველ დილას როცა ადგებით, (ან აგხიკავენ) სარკეში რაც არ უნდა მეორეხარისხოვანი საშინელებათა ფილმის “სტრაშილკა” გიყურებდეთ გაუღიმეთ თქვენში მცხოვრებ “სტრაშილკას”!! <3<3
P.S.ღიმილიან სურათებს გიტოვებთ!! :**