Tag Archives: საჩუქარი

მილოცვა მარის! :*

მე შენ 4 წლის წინ გაგიცანი. ზაფხული იყო. ჩემს კლასელებს უნდა შევხვედროდი და შენ მათი დაქალი იყავი და დღესაც ხარ. მე მწვანე მაისური, ჯინსის ქვედაბოლო და წიტელი ვარსკვლავებიანი “ბალეტკები” მეცვა. (არადა კაბებს არ ვიცვამ) შენ თითქმის ჩვეულ ფორმაში კეტები, ჯინსის შარვალი და თეთრი წარწერებიანი მაისური გეცვა. იმ დღეს სურათების გადასაღებად მზიურში წავედით. ახლა ამის წარმოდგენა შეუძლებელია! :))
იმ დღის შემდეგ არ მინახიხარ, მაგრამ მერე ჩემს კლასში გადმოხვედი. მე-7 კლასი იყო. ძალიან გამიხარდა შენი გადმოსვლა. ადვილად დავახლოვდით. უბრალოდ შენს მეგობრად თავს არ ვთვლიდი.
შენ ძალიან უცნაური ხასიათი გაქვს. ალბათ არავინ იცის როდის რას გააკეთებ. შენში ამ თვისებას ძალიან ვაფასებ!
ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ტონალურის გამო არ ვეჩხუბები!
მე-9 კლასში შენზე წიგნის წერა დავიწყე. უფრო სწორად შენი პროტოტიპის შესახებ. სხვათა შორის კარგად გამომდიოდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მართლა ელოდი როდის დავწერდი ახალ თავს! სამწუხაროდ თუ/და საბედნიეროდ ერთი რაღაც მოხდა და მეც წიგნის წერა შევწყვიტე. უმეტესწილად სკოლაში, გაკვეთილებზე ვწერდი და პირველი შენ გაკითხებდი. ახლა ეს ტრადიციაა თუ რამეს სკოლაში დავწერ შენ პირველი კითხულობ. კიდევ გვაქვს ასეთი ტრადიცია, წერისას ყოველთვის გეკითხები სახელებს და ადგილებს.
ვერ იტან რძის ნაწარმს! ვერც კი წარმოგიდგენია როგორ ჭამს ხალხი მას! ლობიანი გირჩევნია. შარშან აკეთებდნენ ბუფეტში კარგს და ის გიყვარდა. შოკოლადი გიყვარს განსაკუთრებით. :))) გახსოვს ერთ დღეს წუწუნებდი “ბარნი” მინდაო და მეორე დღეს მოგიტანე! 😛
ძალიან მშიშარა ხარ! სულ მეცინება ამაზე!
პირველად შენ მითხარი ბლოგი დაიწყე-ო.
ჩემო საყვარელო, პატარა, არანორმალურო, ცანცარა, ძალიან ძალიან ძაააალიან მიყვარხარ! ❤ და რაც მთავარია გილოცავ დაბადების დღეს! მეცადე არაბანალური ვყოფილიყავი და რამდენად გამომივიდა ეგ უკვე შენ განსაჯე!

P.S.სამწუხაროდ youtube-ზე შესაფერისი მისალოცი ვიდეო ვერ ვნახე ამიტომ სურათებს დავჯერდეთ!

საშენო სურათია!

საახალწლო პოსტი

სულ მალე, არა ძალიან მალე, მოიცა 19 დღეში ახალი წელი მოვაა!! რა მაგარია არა!? ისე (არ) მიყვარს ახალი წელი, რომ სულმოუთქმელად (არ)ველოდები! მოკლედ მე თუ არ მიყვარს ახალი წელი თქვენ რაღა დააშავეთ, რომ ახლა თქვენ გეწუწუნოთ და გიშხამოთ ხასიათი?! მოკლედ ვისაც გიყვართ ან არ  არ გიყვართ ახალი წელი გილოცააავთ!

წარმოიდგინეთ რა მაგარი წუთები, არა წამებია, როდესაც ახალ წელს ახალი იმედებით ხვდები? შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებ მთელ დროს და არც კი იფიქრებ, რომ მეორე დღეს რამე საქმე  გაქვს! არა სულ შენია ახალი წელი და გაერთე რამდენიც გინდა! მაგრამ მანამდე ხომ ნაძვის ხე უნდა მორთო? დიიდი, ლამაზი, ბრჭყვიალა ნაძვის ხე! დაკიდო ბურთები, წვიმები, ვარსკვლავები, ანგელოზები და მრავალი სხვა! თუ არ დაგეზარება საახალწლო ბაზრობებზეც შეირბენ და მაღალფასიან, მაგრამ დაბალ ხარისხიან ნაგავს გადაავლებ თვალს. მხედველობის ორგანოში ნახევრადმთვრალი სანტა მოგხვდება და მოვაჭრე შემოგთავაზებს გაფუტკნულ ჩიჩილაკს!
საახალწლო კერძები არ დაგავიწყდეს, რომლებიც (სამწუხაროდ) მხოლოდ ახალ წელს კეთდება! ზუსტად 12 საათზე კი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გახვალ გარეთ და ფეიერვერკებს გაუშვებ! ლამაზი და ფერადი შუშხუნები!(რომელიც ჩვენს დაბადებას არ მოჰყოლიაააააა.. სიმღერით წაიკითხეთ ეს!)
რა ჯობია ქართული ტელესივრცის საახალწლო ფილმებით აჭრელებას? უკვე მერამდენედ ვნახავ თუ “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” და მერე უკან დააბრუნა და გულიც აუძგერდა.

“მარტო სახლში”-ს კიდევ ერთხელ ვაღიარებთ ძააალიან სასაცილო და საყვარელ ფილმად და აუცილებლად ჩავფიქრდებით “ნეტა მე რომ შვილი სახლში დამრჩეს”-ზე.


რუსთავი 2 და ფილარმონია იზრუნებენ ჩვენს იუმორის გაფხრეწილ გრძნობაზე და “კომედი შოუს” თუ რა ჯანდაბაც ქვია იმას წარმოგვიდგენენ!მაგრამ კოკა-კოლას საახალწლო რეკლამები ხომ გვიყვარს? მე მაგალითად ძალიან! ჯანდაბა თემას გავცდი!


მოკლედ ჩემო ძვირფასებო გიხაროდეთ ახალი წელი!
ახლა კი მოკლედ წერილი სანტას (თოვლის ბაბუას ან პაპას), რომელიც ლაპლანდიაში ცხოვრობს და თავისი ირმებით დაფრინავს აქეთ-იქით!
“გამარჯობა, ხო იცი, რომ წელს კარგი გოგო ვიყავი და თუ არ იცი გეტყვი: წელს კარგი გოგო ვიყავი! ჰოდა ჩემი შენდამი დიდი რწმენიდან და სიყვარულიდან გამომდინარე მინდა გთხოვო ჩემი ლეპტოპი, ბეეეევრი შოკოლადი და სურვილისამებრ ახალი ტელეფონი(თორემ ამ ცოდვიან მობილურს სიკვდილი მოვანატრე!). დიდი მადლბოა და ვიცი, რომ მაჩუქებ ყველაფერს! :D”
ჭირი აქა ჭირი იქაც, ქატო და ფქვილი ნიპრიჩოომ.. :)))
P.S.დაქალის თხოვნით დაწერილი პოსტი!

ასეთი ძაღლი მინდა!!