Tag Archives: საქართველო

ზარი საფრანგეთიდან

რამოდენიმე დღის წინ, სადღაც საღამოს 10 საათზე, სახლში ტელეფონის ხმა გაისმა.(აქ საშინელებათა ფილმის კადრი არ წარმოიდგინოთ) რადგან არავინ არ შეიმჩნია ეს ხმა, ისევ მე ავეთრიე და მივეთრიე ტელეფონთან.
-ალო
-ალოოოოო!-დაიძახა ქალის გამყინავმა და უცნაურაქცენტიანმა ხმამ.
-გისმენთ..-დავიბენი.
-ილიას თხოვეთ!-ისიც დაბნეული ჩანდა.
ვიის?-ისეთი გაოცებული ხმა მქონდა, რომ კინაღამ გამეცინა. აქვე დავაზუსტებ, რომ ილია ჩემი აწ უკვე ალბათ 7-8 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაა.
-ილია ბერიკაშვილს.
-უკაცრავად ქალბატონო, მაგრამ ილია გარდაიცვალა.-რაც შეიძლება მშვიდად და გასაგებად ვუთხარი.
-რაააააააააააააა?-იმხელა ხმაზე იკივლა, რომ სასმენი ორგანო ყურმილის გაწევით ძლივს გადავარჩინე.-როდის?
-დიდი ხნის წინ, ალბათ 7-8 წელია.-თან გონებაში ამოვქექე დიდი ხნის წინანდელი მოგონებები. ამ დროს ტელეფონი გაითიშა. მცირედ შოკში ვიყავი და დედაჩემთან გავედი და ყველაფერი მოვუყევი. მერე კომპს მივუჯექი და ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. უკვე დედაჩემმა აიღო.
-გისმენთ..-თქვა დედამ.-არა ქალბატონო ილია ჩემი მამამთილი იყო და დიდი ხნის წინ გარდაიცვალა…. დიახ დარწმუნებული ვარ… 68-ის იქნებოდა..
ახლა კი აგიხსნით რა მოხდა. ეს ქალი, ვისაც საკმაოდ არასასიამოვნო ხმა ჰქონდა ეძებდა თავის კურსელ ილია ბერიკაშვილს, რომელიც სავარაუდოდ 50 წლის არის. თვითონ კი უკვე 20 წელია საფრანგეთში ცხვორობდა. დედაჩემს დიდხანს ელაპარაკა. იმდენი ბოდიში უხადა, რომ ლამის შეგვრცხვა.. 😀 დედას დაპირდა, საქართველოში თუ ჩამოვალ აუცილებლად გნახავთო.
იმ ღამეს ცუდად მეძინა. მესიზმრებოდა პარიზი, რომელშიც წასვლა ასე მინდა, ქართველი ქალი, რომელიც იქ არის, მაგრამ ან დაბრუნდება საქართველოში ან არა.
P.S.ეძღვნება უცნობ ქალბატონს, რომელიც ეძებს ილია ბერიკაშვილს! ❤

არის მანდ ვინმე ნამდვილი?

თქვენ ჩემო (არა)ძვირფასო საზოგადოების წევრებო, რომლებიც საერთოდ არაფერს არ წარმოადგენთ ამ სამყაროსთვის იცით თუ არა “რანი ხართ და რად იქცევით?”. აჰ, ჩაფიქრდით? ნუთუ აზროვნების უნარი მართლაც შეგრჩათ? შეურაცხყოფა იგრძენით? ანუ გრძნობელობაც დაგრჩათ? დიდება ალაჰს! ახლა კი უკვე სერიოზულად გაბრაზდით და საუკუნოთ ირწმუნეთ, რომ მე ათეისტი ვარ და სასტიკად დამგმეთ!
ალოოო!! თქვენ სულ გამოდებილ-დეგენერატ-სულელდიიით?
მოდით დავიწყოთ დავიდან. მე ვთვლი საზოგადოების უმეტესობას უნებისყოფო და უაზრო არსებებად. აქვე პასუხი კითხვაზე რატომ:-საზოგადოების ის ნაწილი, რომლიც წინა წინადადებაში მე ვახსენე არის ერთიდაიგივე აზრისა და შეხედულების მქონე, დაშტამპული ნაგავი. მე იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ერთნაირი რაღაც მოგწონდეთ, მაგრამ ასე გლობალურად?
თქვენ არაფერი არ გაღელვებთ გარდა თქვენს მიერ გამოქვეყნებული კომენტარის, ვიდეოს, სურათი თუ სტატუსისა.
მაგალითად მოგიყვანთ ყველასთვის საყვარელ სოციალურ ქსელ facebook-ს. სადღაც, ვიღაცამ გამოაქვეყნა სრულიად უაზრო და უშინაარსო სტატუსი ან ვიდეო, რომელზე კომენტარების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. საშუალოსტატისტიკურმა იუზერმა ნახა ის მოეწონა (ან არა) და დაწერა კომენტარი. ისე არც ამის წინააღმდეგი ვარ. ეს კომენტარი “მოწონებულ იქნა” რამოდენიმე ადამიანის მიერ, შემდეგ ზემოთხსენებულ პოსტის ნაირსახეობა გაზიარდა და მოედო მთელს ინტერნეტსივცრცეს. შემდეგ ყველამ დაწერა კომენტარებში ერთიდაიგივე და 3 დღის შემდეგ ეს ყველაფერი დავიწყებულ იქნა, რადგან ახალი პოსტი გაჩნდა. ახლა კი მთავარი სათქმელი:
ეს ყველაფერი უმნიშვნელოააა!!!!!!!!
ამის შესახებ მე ადრეც დამიწერია, მაგრამ რადგან არანაირი ძვრა არ მოხდა ამ მხრივ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იცხოვროოოოოთ! არა უბრალოდ გაატაროთ თქვენი ძვირფასი დრო, რომელიც მართლაც ძვირფასია და რაღა ჩემი აღნიშვნა უნდა და არ ჩერდება და არ ბრუნდება. არა! გააკეთეთ რაიმე განსაკუთრებული, რაც თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და სხვა დანარჩენ შთამომავლებს დარჩებათ თქვენგან!
ნუ, რა თქმა უნდა, თქვენ იტყვით, რომ განსხვავებული ხართ და აქვე დაამატებთ მე რა უნდა გავაკეთოო?…. სწორედაც, რომ ამ კითხვის გამოა ეს ქვეყანა ისეთი, როგორის დაწერაც აქ უბრალოდ უცენზურო იქნება.. ისევ იგივე კითხვა ჩნდება მე როგორ შევცვალო ქვეყნის ბედი? მე არანაირად არ მოგიწოდებთ, გახვიდეთ ქუჩაში და მოაწყოთ ფსევდოპროტესტული გამოსვლები და მოსთხოვოთ ვინმეს რამე! არა, მე უბრალოდ გთხოვთ ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოთ, გაარკვიოთ რისთვის ხართ ამ ქვეყანაზე დაბადებულნი, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ და ა.შ. გამოერკვიეთ თქვენს თავში!!
და ბოლოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოსტი არავის ბედს არ შეცვლის და მხოლოდ თქვენს კლავიატურაზე აკრეფილი კომენტარით მორჩება ყველაფერი…

mf.freeman-ის დიდი თაყვანისცემელი ვარ და გირჩევთ აუცილებლად უყუროთ!

ზოლიანი მაისურები ანუ ჩაცმა ქართულად

ქართველებს განსაკუთრებული გემოვნება გვაქვს, ამაზე იმედია არავინ შემედავება. წელიწადის დროების მიხედვით კი ორიგინალურობა იმატებს! რადგან ახლა ზამთარი მოდის, სწორედ ამითი დავიწყებ. ინდივიდუალური ხალხი რა თქმა უნდა გამოულევია და ისინი ყველგან არიან. აი მაგალითად შარშან ერთი ე.წ. ლუქი გამოიკვეთა და ყოველ მეორეს ეცვა: უგები, ტყავის ქურთუკზე (შეიმჩნიეთ ქართული სიტყვები და აითვისეთ ბარემ) ბეწვის ჟილეტი და შავი შარვალი ან ელასტიკი. აქვე ვიტყვი, რომ “დაკოსებულმა თმამ” სეზონი არ იცის და გამონაკლისი არც ზამთარია-ხოლმე. გალურჯებული გოგოები თავს გაცვეთილი ფრაზით “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს” იმშვიდებდნენ და თავის ბანალურობას არ (ან ვერ) ამჩნევდნენ. აქვე დავძენ, რომ წელს ახალი მოდა ვარდისფერი უგები იქნება და ფრთხილად იყავით!!

ელოდეთ ახალ მოდას..

PINK IS THE NEW BLACK…
გადავინაცვლოთ გაზაფხულისკენ. ტანსაცმლის რაოდენობასან ერთად სიცივეც იკლებს და უგებს მუდამჟამს მოდაში მყოფი “all star”-ები ცვლის. სიმართლე რომ გითხრათ, კეტები ჩემი საყვარელი და უცვლელი ფეხსაცმლის სახეობაა და მას ცუდად ვერ მოვიხსენიებ.

კლასიკური all star-ები :**

ბეწვის ჟილეტები კი თბილისის ტალახიანი თოვლივით გაქრა. (მხატვრულად მონდოდა გამომსვლოდა). სხვათა შორის რატომღაც ცოტას თუ ახსენდება ზამთარში თბილი ჯემპრი.. დამაგვიანდა ამის დაწერა.
ახლა კი მთავარი სათქმელი! ის რისთვისაც მე აქ შეგკრიბეთ

! ზოლიანი მაისურები! სქესის, რასის, მრწამსის, სოციალური მდგომარეობის, ასაკის და საერთოდ ყველაფრის მიუხედავად ყველას აცვია ზემოთ ხსენებული ზოლიანი მაისურები!!დაწყებული განდიდების მანიის მქონე გოგონებიდან დამთავრებული ღიპიან-მეტოთავიანი ბიძიებით.ის ადამიანები, რომლებიც უკვე 35-40 წელს გასცდნენ, მამრობით სქესში უფორმო და ტარებისგან გაუბედურებული ფორმით გვხვდება, ხოლო მდედრობით სქესში მოტკეცილი და მოკლე.. სხვათა შორის მეც მაქვს 2 ზოლიანი მაისური.. (ჩემი აღიარებითი ჩვენებიდან)

სხვა წელიწადის როდებს “ორიგინალურობით” არც ზაფხული ჩამორჩება. მეტიც უსწრებს კიდეც! მოდით ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით:ამ ზაფხულს მე და ჩემი დაქალი ვაკეში გავედით (“ისვეცკაო” არ თქვათ საქმე არ გვქონდა!), ჰოდა მეც გადავწყვიტე წლევანდელი ჰიტები, ანუ chanel-ის ბანტიანი “ბალეტკების”, Mals-ის მაისურის(შლიაპიანი ადამიანი რომ ახატია, ის) და კიდევ ზოლიან-ბანტიანი მაისურების მომხმარებელი საზოგადოება დამთვალა. ეხლა არ დაიწყოთ შე უბედურო მეტი საქმე არ გქონდაო?? არა ძვირფასო საზოგადოება არ მქონდა! მოკლედ საათნახევრიანი ბოდიალის შემდეგ “ბალეტკები” 11-ჯერ შემხვდა, mals-ის მაისური 12-ჯერ და ბანტიანი 6-ჯერ.
სოფლის მოსახლეობის აღწერას არ დავიწყებ, მაინც რავიცი არ ღირს.. მაგრამ ერთი ფრიად საინტერესო ადამიანი თუ მისი პროვოკაცია მაინც უნდა წარმოგიდგინოთ:(ბარაბანის ხმა) ქართველი ბრუს ლი!! შავი შარვალი, მოტკეცილი შავი “ბოქსიორკა” მაისური, შავი ლაკის “ტუფლები”, გადაწკეპილი თმა და რაც მთავარია შესაშური ზაგარი!!
P.S.ინტრიგანი და ძალით პატიოსანო საზოგადოებავ მე ჩემი აზრი გამოვთქვი!!! :)))))

P.P.S. შემოდგომის აღწერას არ დავიწყებ, რადგან წელს სასიამოვნოდ გამაოცეს ქართველმა გოგოებმა. თუმცა წითელი შარვლების რაოდენობა მაინც მაშფოთებს!