Tag Archives: პირადი

New year, new me

ამ სათაურში მოხსენიებულ ფრაზას ყოველ წელს ვეუბნებოდი ჩემს თავს. ახალ წლისთვის გეგმებს ვაწყობდი, გასაკეთებელი საქმეების სიას ვადგენდი, ჩამოვწერდი ადგილებს, ფილმებს, სერიალებს, რომელთა ნახვაც მინდოდა ან წიგნებს, რომელთა წაკითხვას ვაპირებდი. ეს ენთუზიაზმი მაქსიმუმ ერთი თვე მიმყვებოდა და შემდეგ მალევე მავიწყდებოდა, სანამ ზამთრის სუსხი თბილი ქურთუკის ჩაცმას არ მაიძულებდა და რუსთაველზე ჭაღებს არ დაკიდდნენ საახალწლო განწყობის შესაქმნელად. Continue reading New year, new me

იპოვე თავი შენი

გადაწყვეტილებების გზაზე ვდგავარ და ისევ არ ვიცი არ გავაკეთო. სამწუხაროდ, ეს ჩემი შექმნილი სამყარო არაა და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ თავად უნდა ვიპოვო. ყოველთვის დიდ დროს ვხარჯავდი იმაზე ფიქრში, თუ რა და როგორ შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობდი, რომ საკუთარი ცხოვრების სცენარს თავად ვწერდი, სინამდვილეში კი უბრალოდ თავის ვიმართლებდი და გამოსავლის პოვნის ნაცვლად ახალ პრობლემებს ვიქმნიდი. ვფიქრობდი.. მეგონა…   ეს პრობლმები კი არსად ქრებოდა და ახლა დროა ისინი გადავჭრა. გადამალული სირთულეები ზამთრის ძილიდან გამოვიყვანო და საერთოდ გავაქრო. მეყო ზამთარი. გაზაფხულის დროა. პრობლემები, რომლებიც ახლა, ამ წამს ვაღიარე, არც ისეთი საშინელია. კონცენტრაცია მჭირდება იმაზე, რაც ჩემი მომავლისთვისაა აუცილებელი. როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ეს იქნება მარტივი.

მართალია ეს თაგვი.. 🙂

დრო გავიდა, ღირებულებები გადაფასდა, ურთიერთობები გაცვდა და შეცდომები დაგროვდა.
არც ისეთი პატარა და არც ისეთი დიდი. ასეთად ვთვლიდი ყველაფერს ჩემს გარშემო. დროა ეს გამოვასწორო. დრო გადის და არ ვაპირებ უბრალოდ დინებას მივყვე. ცოტა უნდა გამოვცოცხლდე.  არჩევანი უნდა გავაკეთო და მას მივყვე.  ყველაფერი ჩემს გარშემო არ ტრიალებს, ყველაფერში დამნაშავე მე არ ვარ და ერთი შეცდომით ყველაფერი არ ინგრევა. აი ასე. მარტივად.
მეგონა პრინციპები უკვე ჩამოვაყალიბე და აღარასდროს შევიცვლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერია სამუდამო. დღეს უკვე მეასედ შევიცვალე აზრი ყველაფერზე. ასე რომ … დაე იყოს ცვლილებები! ოღონდ გონიერი 🙂

არ ავნო და არ გავნებენ? როგორც ჩანს, წესები ასეთი მარტივი არაა. უფრო სწორად წესები საერთოდ  არ მოყვება ვნებას 🙂

რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბევრი დაიკარგა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გვერდში მედგნენ ჩემი უხმო გაურკვევლობის მიუხედავად, მუდამ მეყვარება. მათ მე მასწავლეს ბრძოლა. ისინი კი ვინც ომში დავკარგე, აუცილებელი მსხვერპლი იყო. ბრძოლა გრძელდება. ეს ყოფილა მთავარი.

შეცდომები.

Простите меня, святой отец, ибо я согрешила…

ყველაფერი წინაა(?)!

ცეკვა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის..

მგონი ჯობია შევეშვა უცნაური “ნამიოკებით” წერას. დროა კვანძი გავხსნა და გამოვუტყდე საკუთარ თავს.
რა მინდა?


the plan is to survive.

წერილი ჩემს თავს.. (ოდესმე)

მე შენ ამას გწერ, იმიტომ რომ ვიცი შეიცვლები. სახელით არ მოგმართავ, არ ვიცი მაშინ რა გერქმევა. უკვე ვებრძვი იმ საშინელებას, რომელსაც მალე დაემსგავსები. შენთვის სიკვდილი ზედმტად ჩვეულებრივი იქნება და მის გაგონებაზე არც ერთი იმპულსი არ წავა ტვინისკენ. ისედაც დაკარგულ იმედის ძებნას შეწყვეტ და მკვდარი თევზივით გაყვები დინებას. აღარც დაბადება იქნება შენთვის მნიშვნელოვანი და აღარც სიცოცხლის არსებობით აღფრთოვანდები. სილამაზის დანახვას შეწყვეტ. ახლაც მიჭირს ყვავილების და პატარა ბავშვების ყურება  და მაგ დროისთვის არც გაგახსენდება ეს. ყოველ წვრილმანში სილამაზის დანახვისთვის თავს აღარ შეიწუხებ და აღარც ასფალტზე გაკრული წვიმისგან დასველებული ფოთლები გაგახსენდება. იებიც შეგზიზღდება და წერას გადაეჩვევი. სურათებს ახლაც აღარ ვიღებ და მაგ დროისთვის სურვილიც გაგიქრება. ხატვის სწავლასაც გადაიფიქრებ  და გიტარას ალბათ გაყიდი. ბლოგს საბოლოოდ გააუქმებ ისე, რომ პოსტებსაც კი არ შეინახავ. მე ვიცი, რომ დადგება დღე და საკუთარი თავი შეგზიზღდება იმ სიმახინჯის გამო, რომლადაც შენი სული აქციე. დაივიწყებ იმ  ფრაზას, რომელიც ასე მხიბლავს ახლა (beautiful mind is a terrible thing to waste).

როგორ მეშინია მაგ დღის: როცა აღმართს ამოუყვები და არც ერთ ისტორიას არ მოიფირებ, როცა ჩანთაში საათებიანი ბლოკნოტი აღარ გეგდება, როცა ყავის ნალექიდან შავი თვალები აღარ შემოგხედავენ და ლიმნის ნაჭერი მზეს აღარ დაემსგავსება.
და როცა ეს ყველაფერი მოხდება მაშინ წადი. იქ სადაც ავსტრალიელს იპოვი, ფრთებს, ნახევარმთვარის ფორმის ყელსაბამს, თეატრიდან გასასვლელსაც და დროის მანქანასაც კი. გზას გაიხსენებ, თუ არადა ალისა კურდღელს გამოგიგზავნის.
ახლა ამას გწერ და გიხსენებ. 11 წლისამ პირველად დაწერე რაღაც და სურათების გადაღებამაც გაგიტაცა. 14 წლისამ ცხოვრების მარცხენა გზა აირჩიე და 16 წლისამ ბევრი რაღაც გაიგე. ხოდა ახლა თითქმის 18 წლის ვარ მეშინია. გარდატეხის ასაკი დაარქვი და გაგივლისო თქვი, ზუსტად მაგ ჯანდაბასაც მეუბნება ყველა გარშემო, მაგრამ მაინც მეშინია. იმ ყველაფრის რაც დაგემართა უკვე. აი ასე მარტივად.