Tag Archives: პატიება

არ მაპატიოთ!!!

მთელი კვირაა ყველა ადამიანის სტატუსები (როგორც ყოველთვის) ერთმანეთს ჰგავს. არა ცხონებული და დედაჩემის მიერ დატირებული ვიტნის შესახებ არა. “მაპატიეთ ყველამ თუ კი რამე მიწყენინებია”, “ბოდიში ბავშვებოო” და მისთ.. “პოპულარულმა გვერდებმაც” არ დააყოვნეს და სასწრაფოდ გააკეთეს ასეთივე შინაარსის სურათები.

ამას ქვემოთ დაბარებულივით აწერია "გააზიარეთ"

მოდით დავიწყოთ თავიდან. დავუშვათ მე რომელიმე თქვენგანს ვაწყენინე. აქედან გამომდინარეობს ორი რამ, ან მინდოდა ამის გაკეთება და ბოდიშს მაინც არ მოგიხდით, ან ვნანობ ჩადენილს და მინდა გთხოვოთ პატიება. აქედან კიდევ გამომდინარეობს, რომ მე ე.წ. შენდობას გთხოვთ მაშინ როცა ეს საჭირო იქნება, ან მე ვიქნები მზად. (აქვე ქვეპუნქტი) არ დაველოდები შენდობის კვირას, რადგან ეს მე შეურაცხყოფა მგონია! მარტო იმიტომ გამახსენდა, რომ ასეა საჭირო? თუმცა ამას შეიძლება გარკვეული გამამრთლებაც ჰქონდეს. ეს ეხება უშუალოდ იმათ ვისაც პატიებას თხოვენ.მთელი კვირა გაგახსენდება, რომ მან ბოდიში მოგიხადა და შენც მიიღებ (არასააფთიაქო) წამალს. გადაკითხვისას მივხვდი, რომ საოცრად უბადრუკი გამართლებაა, თუმცა თუ გნებავთ იყოს ასე..

პ.ს.კატეგორიულად გთხოვთ არ მაპატიოთ ამ კვირაში არაფერი! ხვალიდან შეიძლება! :დ

პ.პ.ს.  ისე უფრთხილდით ამ ახალ ვირუსს, ქე რომ ყველა შეაშფოთა!!

 

Advertisements

მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა

-თქვენი აზრით რა არის უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა?
-ჰმმ.. საინტერესო კითხვით იწყება საუბარი.. ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი(მატერიალური თუ არამატერიალური) გენგრევა თავზე და გამოსავალი შეგუებაც კი არ არის.
-სად ისურვებდით ცხოვრებას?
-ამჯერად პარიზზე არ ვიტყოდი უარს.. თუმცა მთლად სიტყვაზეც არ მენდოთ! სასტიკად გარდამავალი ხასიათი მაქვს!
-რა არის უმაღლესი ბედნიერება?
-ზუსტად არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ. ბედნიერება იმდენად შეუცნობელია, რომ ხანდახან ვერც ვხვდებით რამდენად ბედნიერები ვართ..
-თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?
-ღმერთო რა მოსთვლის მათ.. ალბათ ერთი უნდა დავასახელო არა? ჯანდაბა.. :დიდხანსფიქრი: უფ არ მყავს გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟები! აი ბოლოს წინას წინა რაც წავიკითხე იმას გეტყვით!  “ამაო გარჯა სიყვარულისადან” როზალინა მომეწონა! არ ვიცი რატომ.. ისე “დორიან გრეის პორტრეტიდან” ლორდი ჰენრი მიყვარს ძალიან!
-თქვენი საყვარელი ისტორიული პერსონაჟი?
ვაი.. რა ვიცი აბა! ისტორიისადმი ცოტა მწყრალად ვარ განწყობილი.. პირველი ვინც გამახსენდა ეს მარიამ დედოფალია. ან ელეონორა რუზველტი. თამარ მეფე! ცოტა ფემინისტური პასუხია..
-თქვენი საყვარელი მხატვარი? Continue reading მარსელ პრუსტის ჩემეული ანკეტა