Tag Archives: ოცნება

ოცნებაზე მოგონება

მჯერა, რომ ყველას გვაქვს უცნაური ოცნებები. არა ისეთები, როგორებიცაა მოგზაურობები, მანქანა, სახლი და ა.შ. აი პატარა სურვილები, სულ რომ არაფერი უნდათ მათ ასრულებას. მეც რატომღაც სულ მინდოდა, რომ, როცა ვინმეს მივწერდი სად ხარ-მეთქი მას ეპასუხა უკან გამოიხედეო.ლიგამუსის აივანზე ვიჯექი ცოტა გაბრაზებული. ის ხალხს შეერია და ვერც კი მივხვდი როდის ჩამომშორდა.ერთი მივაძახე დაბლა ვიქნები მეთქი და გამოვედი. სულ კიდეში დავჯექი და ინტერნეტის დაჭერას შევუდექი. უცებ მომწერა სად წახვედიო ვუთხარი აივანზე ვარ მეთქი. პასუხი მომდის უკან გამოიხედე.

image

ბავშვივით გამიხარდა. რაღაცა არსებობს მეთქი ჩემთვის გავიფიქრე და პატარა ოცნება ახდენისგან აღფრთოვანებულმა სასწრაფოდ უკან გავიხედე და დავინახე, იქვე კიბეების თავში იდგა და ისე მიღიმოდა ამერიკულ კინოებში რომ უღიმიან ხოლმე. წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. როცა ჩავედი ნაწყენმა მკითხა, რატო წახვედიო. იქვე დავსხედით და სერიალებზე ვილაპარაკეთ. 
♣ან რა გამიხარდა ან რა მინდოდა აგერ უკვე მე-2 წელია ვიხსენებ ამ ამბავს და მიკვირს.

ახალი წელი პარიზში

მე მინდა ახალ წელს პარზში შევხვდე. ეიფელის კოშკის ან ლუვრის გამო არა! არც სიყვარულის პოვნა მინდა “მარადიული სიყვარულის ქალაქში”, უბრალოდ მინდა “ვალენტინოს” წითელ კაბაში გამოწყობილმა, 31 დეკემბერ საღამოს ჩემი სასტუმროდან გამოვიდე და პარიზის წვრილ ქუჩებს გავუყვე. ვისეირნო მანამ, სანამ არ დავიღლები, შემდეგ კი ერთ პატარა და მყუდრო კაფეში დავჯდე, ყავა და ტირამისუ შევუკვეთო და მხიარულ ფრანგებს დავაკვირდე. მვუსმინე მათ მელოდიურ ენას, რომელზეც თითქმის არაფერი მესმის!
ქუჩაში მხირული სანტა მინდა შემხვდეს, რომელიც გამვლელებს ულოცავს დამდეგს. მას თბილად გავუღიმებ, მაგრამ ალბათ ვერაფერს ვეტყვი. ვინმე ქუჩის მუსიკოსთან ერთად ერთ ნაცნობ სიმღერასაც ვიმღერებდი.
ვიპოვი ერთ, მაღალ სახლს, საიდანაც მთელი პარიზი გამოჩნდება, მის სახურავზეც ავალ ქუსლიანი ფეხსაცმლის და ძვირფასი კაბის მიუხედავად და დაველოდები 12 საათს. როცა ფეიერვერკები დამთავრდება, რომელიმე სახლში დაუპატიჟებლად შევიჭრები და ბოლო ხმაზე დავიძახებ goole translate-დან დაზეპირებულ სიტყვებს: heureuse nouvelle année!!!!!! გაოცებულ ოჯახს დავტოვებდი და ღიღინით დავუბრუნდებოდი ჩემს დამხვედრ ქალაქს, რომელისგანაც დიდ სასწაულს ველოდი! ისე თუ ვინმე სიმპატიური ახალგაზრდა ფრანგი შემხვდებოდა დიდი სიამოვნებით ვეცეკვებოდი ვალსს(რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულში მასწავლა! <3).
P.S.მრავალ ახალ წელს დაესწარით ჩემო საყვარელო მკითხველებო, მადლობთ, რომ ამ 3 თვის განმავლობაში რაც მე ბლოგოსფეროში გამოვჩნდი თვალს ადევნებდით ბლოგს. წარმატებას და თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!
სიყვარულით და პატივისცემით თქვენი მარიშკალია! ❤

Paris je t’aime… ❤