Tag Archives: მოგონება

ოცნებაზე მოგონება

მჯერა, რომ ყველას გვაქვს უცნაური ოცნებები. არა ისეთები, როგორებიცაა მოგზაურობები, მანქანა, სახლი და ა.შ. აი პატარა სურვილები, სულ რომ არაფერი უნდათ მათ ასრულებას. მეც რატომღაც სულ მინდოდა, რომ, როცა ვინმეს მივწერდი სად ხარ-მეთქი მას ეპასუხა უკან გამოიხედეო.ლიგამუსის აივანზე ვიჯექი ცოტა გაბრაზებული. ის ხალხს შეერია და ვერც კი მივხვდი როდის ჩამომშორდა.ერთი მივაძახე დაბლა ვიქნები მეთქი და გამოვედი. სულ კიდეში დავჯექი და ინტერნეტის დაჭერას შევუდექი. უცებ მომწერა სად წახვედიო ვუთხარი აივანზე ვარ მეთქი. პასუხი მომდის უკან გამოიხედე.

image

ბავშვივით გამიხარდა. რაღაცა არსებობს მეთქი ჩემთვის გავიფიქრე და პატარა ოცნება ახდენისგან აღფრთოვანებულმა სასწრაფოდ უკან გავიხედე და დავინახე, იქვე კიბეების თავში იდგა და ისე მიღიმოდა ამერიკულ კინოებში რომ უღიმიან ხოლმე. წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. როცა ჩავედი ნაწყენმა მკითხა, რატო წახვედიო. იქვე დავსხედით და სერიალებზე ვილაპარაკეთ. 
♣ან რა გამიხარდა ან რა მინდოდა აგერ უკვე მე-2 წელია ვიხსენებ ამ ამბავს და მიკვირს.