Tag Archives: მთვარე

მთვარის ამბავი

ეს ქალაქი დედამიწაზე არ მოიძებნება და მხოლოდ რომელიღაც პარალელურ სამყაროშია. სწორედ ამ სამყაროს ვეძებ. იქ უნდა წავიდე, სადაც წერილები სიყვარულის საიდუმლოს ინახავანენ. შეყვარებულები ვნების ცეცხლისგან ჩუმად იწვიან და გრძნობის ფერფლს ღამის მცველ ვარსკვლავებს ატანენ. იქ უნდა წავიდე, სადაც ფერფლისგან მთვარე იბადება, სადაც ვენერას სარკე ათას ნაწილად იმსხვრევა ყოველი ჩაფერფლილი ცეცხლის გამო. იმსხვრევა და მთელდება.
იქ, სადაც მზეს და ახალდაბადებულ მთვარეს  შორის დიდი ბრძოლაა გამართული. მზე იმ ვნების ცეცხლია, სიყვარული რომ საზრდოობს, მთვარე კი მისი ნაშთი, მოგონებებით შექმნილი და ტკივილის მომტანი. ეს ბრძოლაც, როგორც ყველა სხვა, ძალაუფლების დამტკიცებისთვის მიდის.

” მთვარეა მასზე მოგონება”-მოისმა ფერფლიდან ხმა.
Continue reading მთვარის ამბავი

Advertisements

მთვარე

გარეთ ვიხედები. ვიცი, რომ ცივა. გვერდით ცხელი ყავა მიდგას. მისი სუნი მსიამოვნებს. გარეთ მთვარე ანათებს და თითქოს მათბობს. მთვარეც მიყვარს. მე ბევრი რამე მიყვარს! წამები ჩუმად მიიპარებიან და წამიერი სიცოცლით ტკბებიან. ნეტავ რა ემართებას იმის შემდეგ, როცა თავის საქმე გააკეთებენ ანუ წამებად წამით იარსებებენ? წარსულს ჩაბარდებიან. პატარა ფიფქებს რა მოუვათ როცა მიწაზე დაეცემიან? აჰ ჰო.. ისინი დროთა განმავლობაში გადნებიან, მერე რომელიმე ჭუჭყიან და ახლადშექმნილ ნაკადულ შეურეთდებიან და ბოლოს აორთქლდებიან მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება. მაგარია.. მაგრამ აბა რას ფიქრობს ის წყალბადის მოლეკულა, რომლიც უკვე მერამდენედ მოდის დედამიწაზე? იქნებ მას უნდა იყოს, ისე როგორც წამები არიან? არ ვიცი..
საათის წიკწიკი არ მესმის, თორემ დავწერდი ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ… და ასე უსასრულოდ! არადა უსასრულობა არ არსებობს! ყველაფერს აქვს დასასრული.. ბოლოს და ბოლოს დედამიწაც აღარ იქნება!  მასთან ერთად დაიღუპებიან ჩვენი შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა… მოკლედ ისინი ვისაც ისიც არ ეცოდინებათ, რომ ჩვენ ოდესღაც ვარსებობდი! ეგეც თქვენი მარადიულობა! თან სულელურადაც ჟღერს!
ახლა ღამეა და მეც მზისგან განათენულ მთვარეს ვხედავ! ცაში ყურება მომწონს! იმის მერე რაც “ჯინსების თაობა” წავიკითხე. ის დიალოგი სადაც მგონი გეგა კითხულობს:
-ბოლოს ცაში როდის აიხედე?
გაგეცინებათ და ამ ფრაზას ძალიან ხშირად ვიხსენებ. რაღაც არის ამ ოთხ სიტყვაში. გაუგებარი და ამოუხსნელი ან იმდენად მარტივი, რომ ცხოვრების არ იყოს ძალით ვართულებ(თ)!
ჭიქაში ყავა გამიცივდა. სამაგიეროდ უკვე მე-13 შოკოლადიანი “პეჩენია” შევჭამე! 😛
სამზარეულოში გავედი. ისევ ცას ავხედე.. მთვარე აღარ ჩანდა. ის წავიდა, მე კი, ჩემს მეგობართან გავატანე შთაგონება! :)))))

ახლა ჩემი გადაღებული სურათები.. 😛

P.S.ფოტოგრაფობას არ ვიბრალებ! (ღმერთმა დამიფაროს)