Tag Archives: მზე

მთვარე

გარეთ ვიხედები. ვიცი, რომ ცივა. გვერდით ცხელი ყავა მიდგას. მისი სუნი მსიამოვნებს. გარეთ მთვარე ანათებს და თითქოს მათბობს. მთვარეც მიყვარს. მე ბევრი რამე მიყვარს! წამები ჩუმად მიიპარებიან და წამიერი სიცოცლით ტკბებიან. ნეტავ რა ემართებას იმის შემდეგ, როცა თავის საქმე გააკეთებენ ანუ წამებად წამით იარსებებენ? წარსულს ჩაბარდებიან. პატარა ფიფქებს რა მოუვათ როცა მიწაზე დაეცემიან? აჰ ჰო.. ისინი დროთა განმავლობაში გადნებიან, მერე რომელიმე ჭუჭყიან და ახლადშექმნილ ნაკადულ შეურეთდებიან და ბოლოს აორთქლდებიან მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება. მაგარია.. მაგრამ აბა რას ფიქრობს ის წყალბადის მოლეკულა, რომლიც უკვე მერამდენედ მოდის დედამიწაზე? იქნებ მას უნდა იყოს, ისე როგორც წამები არიან? არ ვიცი..
საათის წიკწიკი არ მესმის, თორემ დავწერდი ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ… და ასე უსასრულოდ! არადა უსასრულობა არ არსებობს! ყველაფერს აქვს დასასრული.. ბოლოს და ბოლოს დედამიწაც აღარ იქნება!  მასთან ერთად დაიღუპებიან ჩვენი შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა-შვილთა… მოკლედ ისინი ვისაც ისიც არ ეცოდინებათ, რომ ჩვენ ოდესღაც ვარსებობდი! ეგეც თქვენი მარადიულობა! თან სულელურადაც ჟღერს!
ახლა ღამეა და მეც მზისგან განათენულ მთვარეს ვხედავ! ცაში ყურება მომწონს! იმის მერე რაც “ჯინსების თაობა” წავიკითხე. ის დიალოგი სადაც მგონი გეგა კითხულობს:
-ბოლოს ცაში როდის აიხედე?
გაგეცინებათ და ამ ფრაზას ძალიან ხშირად ვიხსენებ. რაღაც არის ამ ოთხ სიტყვაში. გაუგებარი და ამოუხსნელი ან იმდენად მარტივი, რომ ცხოვრების არ იყოს ძალით ვართულებ(თ)!
ჭიქაში ყავა გამიცივდა. სამაგიეროდ უკვე მე-13 შოკოლადიანი “პეჩენია” შევჭამე! 😛
სამზარეულოში გავედი. ისევ ცას ავხედე.. მთვარე აღარ ჩანდა. ის წავიდა, მე კი, ჩემს მეგობართან გავატანე შთაგონება! :)))))

ახლა ჩემი გადაღებული სურათები.. 😛

P.S.ფოტოგრაფობას არ ვიბრალებ! (ღმერთმა დამიფაროს)

 

Advertisements

მზე ჩემს ქალაქში

ჩემი ქალაქი ბნელია. ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით. ის ღამის წყვდიადს გავს და მთელი არსებით ეფლობა მის სიბოროტის წუმპეში.ფსევდოდიდებით შეპყრობილები ბნელ კუთხეებში მალავენ სინამდვილეს და კარგად შენიღბულები ხვდებიან ყველას. აქ ყველა “ჯიშისა და ჯურის” ადამიანს თუ “ცხოველს” შეხვდებით. ხელმოცარულ და უიღბლო ხელოვანებს, ცხოვრება მობეზრებულებს, უიმედოებს, უბედურებს და იშვიათად ბედნიერებს, პატარა მხიარულ ბავშვებს და მათ გულგრილ მშობლებს, რომლებსაც ყველაზე დიდი შეცდომა შვილის გაჩენა ჰგონიათ.. ქალაქის მთავარი ქუჩები კარგადაა შენიღბული და თვალისმომჭრელი სინათლის აბრმავებს ყველას. თქვენ, მე, მათ, სხვებს.
თუმცა საკმარისია ერთ ადგილას არასწორად შეუხვიო და დაინახავ თუ რა უბედურია ხალხი.
ქალაქი ყოველგვარმა სიკეთემ დაივიწყა. არაფერი წმინდა და ნათელი არ შერჩა.თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით პურის რიგები, მკვდარი სხეულები, შუქის მოლოდინი და ბრმა ტყვიები აღარ ამშვენებს, მაგრამ მათხოვრების, გაჭირვებულების, ლოთების და რაც მთავარია სწრაფი კვების ობიექტების ნაკლებობას არ უჩივის.ქალაქმა და მისმა ცხოვრებლებმა სიამაყე, პრინციპები და სინდისი დაკარგეს. მზემაც კი აქცია ზურგი. თავისი თბილი სხივები თავისკენ მოიხმო და ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ქალაქი კი ბნელმა მოიცვა. იღუპება ყველა. თქვენ, მე ისინი, სხვები.