Tag Archives: კლასი

ანი, ანუ დასაწყისი

საუკუნო სასუფეველში დრო არ არსებობს, აქ მხოლოდ განუზომელი სივრცეა. ჯერ სიბნელეში მიდიხარ დიდი ხნის გამნავლობაში და გზად შენს ცხოვრებას ავლებ თვალს. გზის ბოლოში ვიღაც გელოდება, სადღაც წაგიყვანს. ამბობენ, თუ არ დაგხვდა უკან დაბრუნდებიო. ამ გზას 12 გოგო გაუყვა.. ის, რომელიც დაბრუნდა დანარჩენი 11-ის ისტორიას მოგიყვებათ.
ბერნი ამბობს: „ადამიანის ბედს განსაზღვრავს ის, თუ რა ხდება მის თავში, როდესაც იგი გარე სამყაროსთან წინააღმდეგობაში  ხვდება”.
თამაში ყველას უყვარს. ბავშვობაში, ეს უწყინარი გასართობია, რომელიც ნელნელა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. წლების განმავლობაში ის სახეს იცვლის. “იქმდე უნდა ითამაშო სანამ თამაში არ გახდება შენი ცხოვრება.” ამ თამაშის გამო ბევრი რამ შეიცვალა და აღარასდროს იქნებოდა ისე, როგორც ადრე. მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეს, კლასელებმა ურთიერთობა, გაიფანტნენ და დაიშალნენ. ბოლო ზარზე და ბანკეტზე ყველას, ყველა უყვარდა და პირობას იძლეოდა, რომ არასდროს არავის დაივიწყებდა..
ანი 20 წლის იყო, ცხოვრობდა თბილისში, თუ თბილისი ერქვა იმ “ჭყპ” მიკრო რაიონსს. ერთი 16-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე. იმ სახლის გასაღები მშობლებმა 18 წლის დაბადების დღეზე აჩუქეს. ანის სიხარულს საზღვარი (არ) ჰქონდა. სტუდენტი გახდა, სახლი ჰქონდა, შეყვარებული და მეგობრები ჰყავდა, სტუპენდიის და სამსახურის იმედს არ კარგავდა და ეგონა, რომ ბედნიერი იყო.
“წარსულს, წარსული იმიტომ ჰქვია, რომ მას აწმყოში არაფერი ესაქმება.”-ასე ფიქრობდა ანი. სწორედ ამიტომ დარჩნენ წარსულში შეყვარებული, დაქალი, რომელთანაც შეყვარებულმა უღალატა, მამა, რომელიც 1 წლის წინ გარდაიცვალა, სტიპენდიის იმედი და ა.შ. აწმყოს კი სახლი, დედა, (საზიზღარი) სამსახური და სტუდენტობა ერგო. მომავლისთვის კარგი საწყისი ნიადაგია.
ის ყოველთვის კარგი ბავშვი იყო. დაწყებითი კლასი “ფრიადზე” დაამთავრა. თინეიჯერობისას ცოტა “აუშვა” ხან ემო იყო, ხან გოთი, ხან რა ხან რა! თუმცა 15 წლისა მიხვდა, რომ უბრალოდ ანი იყო. ემოციების გამოხატვა კი ხატვით დაიწყო.
ანის კარგი კლასი ყავდა, თითქმის ყველა ბავშვი კეთილი და ზრდილობიანი იყო. ეს ისე.. რომ იცოდეთ. კლასში თითქმის ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
სამხატვროში ჩააბარა. ახალი ნაცნობები გაიჩინა და სკოლა დაივიწყა. ცხოვრების “შავ ლაქად” მიაჩნდა ის წლები. სკოლას ვერ იტანდა, თუმცა არასდროს ამის გამოხატვა არ უცდია. ცხოვრება თითქოს მშვიდად მიდიოდა.
სახლი პატარა, მაგრამ მოგონებებით სავსე იყო. აქ ცხოვრობდა ანის დედა სტუდენტობისას, ხოლო როცა გათხოვდა, ეს სახლი კარგად დაკეტა და თავის თავს პირობა მისცა, რომ მის შვილს შეუნახავდა.
დღეს ალბათ იცი, რომ 12 იანვარია და იმედია მიხვდით, რომ დღეს ერთი ადამიანი სიცოცხლეს დაასრულებს.. ეს ადამიანი ანია. ზუსტად 12 საათზე, მის მყუდრო სახლში ანი მოკვდა. ამ სიკვდილის ერთადერთი მოწმე კი მისი შავი კატა გახლავთ. ანი განუსაზღვრელ სამყაროში გადავიდა საცხოვრებლად და ამ გზაზე ერთმა საკმაოდ საინტერესო პიროვნებამ გაუშვა.
მომავალი თვეების განმავლობაში, მე და თქვენ შევეცდებით გავიგოთ ვინ გაგუდა ის თავისივე კორპუსში, ვინ იქნებიან ის 10 გოგონა, რომელიც ანის გაყვება და რატომ გადარჩა ის ვინც ამ ისტორიას მოგიყვებათ.
P.S.დეტექტიურ ჟანრში ძაალიან უცხოდ ვგრძნობ თავს და მინდა პატიება გთხოვოთ ამ ჟანრის პატივისმცემლებს თუ იმედი გაგიცრუეთ! 😦 იმედის ვიტოვებ, რომ 12 თებერვალს ისევ გიხილავთ აქ! 🙂

P.P.S.ინფორმაცია იხილეთ აქ!

ჩემი კლასი

არანორმალურებო, მატყუარებო, ბოროტებო, სულელებო! იცით თქვენ ვინ ხართ? ჩემი კლასი! დიახ, მე ჩემი ცხოვრების მეათე წელს ვატარებ თქვენთან და კიდე 2 წელი

დამრჩა გასატარებელი.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თქვენი დანახვაც კი არ მინდა, ბოლოს მაინც სიყვარული იმარჯვებს(რა ხმამაღალი ნათქვამია არა?)! სხვათა შორის ცოტა არ იყოს და რთულია კლასის “არ სიყვარული”, რადგან წელიწადში სადღაც 200(ან ნაკლები) დღის პირველ ნახევარს ვატარებთ ერთად(საათების დათვლას ვაპირებდი მეტი ეფექტისთვის, მაგრამ დამეზარა).
ყოველდღე ჩვენთან რაღაც ახალი ხდება და ე.წ. დღის საღადაო გვაქვს. ალბათ მთელი წიგნის დაწერა შეიძლება (ამჯერად) მეათე პირველი კლასის შესახებ.
გინდათ ავხსნა ყველა იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც ზემოთ დავწერე? ზოგი იტყვის არას, ზოგს კი არც ემახსოვრება რა ეწერა ზემოთ და ახედავს აქ ნახსენებ პირველ ხაზს. აბა დაბრუნდით? მაშინ დავიწყოთ:

არანორმალურები იმიტომ, რომ არაფერს ადამიანურად და ნორმალურად არ ვაკეთებთ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ამაზე პრეტენზიაც არ გვაქვს. ყოვეთვის ვიპოვით რამეს ან ვინმეს, რომ გაარანორმალუროთ (ანუ გავაჩვენნაიროთ) და ვაი იმ უბედურს, რომელიც ჩვენთან გადმოვა და ჩვენნაირი არ იქნება.
მატყუარები. ჩვენ, როგორც მსოფლიოს უმეტესობა უსინდოსიდ ვიტყუებით. ვატყუებთ ყველას, ერთმანეთს, სკოლელებს, ავად (და უცენზუროდ) სახსენებელ მანდატურებს, დარაჯ სვეტას და რა თქმა უნდა მასწავლებლებს. ჩვენ გვტკივა, გვცივა, გვწყურია, გვესაჭიროოთახება, გვშია, გვეძინება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რამე გავაცდინოთ(უმეტესად ფიზიკა). კიდევ უწყინარ ტყუილებს ვამბობთ, როგორიცაა

“დღეს რა კარგად გამოიყურები”, არ მაქვს პასტა, ერთჯერადი(სალფეთკი), დასარეკი, სამესიჯო და ა.შ.

ოღონდ დღეს არ გამიძახოს და ხვალიდან ვისწავლი..

ბოროტებიც ვართ. დავცინით, ვჭორავთ, ვუკეთებთ ყოველგვარ საშინელებას და ამ ყველაფერს ერთმანეთს! ხო მასწავლებლისთვის ჭიკარტის დადება სიბოროტე არაა.. და ბოლოს სულელები იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც იგივე შეცდომებს ვუშვებთ.
ნუ გგონიათ, რომ ჩემს თავს სხვანაირად ვთვლიდე. არა, მეც თქვენნაირი ვარ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება მეც მეხება. ამის წერისას მეგონა, რომ უამრავი ცუდი გამახსენდებოდა, მაგრამ უმეტესობა კარგი მოგონება მოვიდა. (მე დავწერე უმეტესობა და არა ყველა)
P.S. ამის წერისას ქიმიის კაბინეტში ვიჯექი და ყველას გიყურებდით. გაგიკვირდებათ და ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კლასი მყავს (ყველა ნაკლის მიუხედავად). თუმცა მე დაფასთან მდგომი გუგას კალიგრაფია და ქიმიის ცოდნა უფრო მაოცებდა! :****