Tag Archives: იქნებ..

ახალი წელი პარიზში

მე მინდა ახალ წელს პარზში შევხვდე. ეიფელის კოშკის ან ლუვრის გამო არა! არც სიყვარულის პოვნა მინდა “მარადიული სიყვარულის ქალაქში”, უბრალოდ მინდა “ვალენტინოს” წითელ კაბაში გამოწყობილმა, 31 დეკემბერ საღამოს ჩემი სასტუმროდან გამოვიდე და პარიზის წვრილ ქუჩებს გავუყვე. ვისეირნო მანამ, სანამ არ დავიღლები, შემდეგ კი ერთ პატარა და მყუდრო კაფეში დავჯდე, ყავა და ტირამისუ შევუკვეთო და მხიარულ ფრანგებს დავაკვირდე. მვუსმინე მათ მელოდიურ ენას, რომელზეც თითქმის არაფერი მესმის!
ქუჩაში მხირული სანტა მინდა შემხვდეს, რომელიც გამვლელებს ულოცავს დამდეგს. მას თბილად გავუღიმებ, მაგრამ ალბათ ვერაფერს ვეტყვი. ვინმე ქუჩის მუსიკოსთან ერთად ერთ ნაცნობ სიმღერასაც ვიმღერებდი.
ვიპოვი ერთ, მაღალ სახლს, საიდანაც მთელი პარიზი გამოჩნდება, მის სახურავზეც ავალ ქუსლიანი ფეხსაცმლის და ძვირფასი კაბის მიუხედავად და დაველოდები 12 საათს. როცა ფეიერვერკები დამთავრდება, რომელიმე სახლში დაუპატიჟებლად შევიჭრები და ბოლო ხმაზე დავიძახებ goole translate-დან დაზეპირებულ სიტყვებს: heureuse nouvelle année!!!!!! გაოცებულ ოჯახს დავტოვებდი და ღიღინით დავუბრუნდებოდი ჩემს დამხვედრ ქალაქს, რომელისგანაც დიდ სასწაულს ველოდი! ისე თუ ვინმე სიმპატიური ახალგაზრდა ფრანგი შემხვდებოდა დიდი სიამოვნებით ვეცეკვებოდი ვალსს(რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულში მასწავლა! <3).
P.S.მრავალ ახალ წელს დაესწარით ჩემო საყვარელო მკითხველებო, მადლობთ, რომ ამ 3 თვის განმავლობაში რაც მე ბლოგოსფეროში გამოვჩნდი თვალს ადევნებდით ბლოგს. წარმატებას და თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!
სიყვარულით და პატივისცემით თქვენი მარიშკალია! ❤

Paris je t’aime… ❤

 

 

 

სიკვდილი

აუ მოვკვდი?? ჯანდაბა რატომ მოვკვდი? დამეჯახა ის მანქანა ხო? აუ მომეშალა ნერვები რა დროს ჩემი სიკვდილი იყო? ჯანდაბა რა..
არ მეგონა სიკვდილი ასეთი ფორმალური პროცესი თუ იყო! კი არადა უსიცოცხლო. აა ხო ეგეთიც უნდა იყოს! მოიცადეთ, აღვწერ: მკრთალად მანათობელი ერთადერთი ნათურა, პატარა ოთახი, ნაცრისფერი კედლები, რამოდენიმე სკამი, საოფისე მაგიდა და დიდი კამოდი. სკამებზე დაღონებული ადამიანები ისხდნენ. ერთი თავისუფალი იყო და მივხვდი, რომ უნდა დავმჯდარიყავი. მაგიდასთან ერთი შუახნის, სათვალეებიანი ქალი იჯდა მშვიდი, მაგრამ ცოტა ბოროტი გამომეტყველებით. ის მშვიდად წერდა რაღაცას. დავინტერესდი რას აკეთებდა, მაგრამ ვერ დავინახე და ადგომის შემრცხვა. აი მოვკვდი, მაგრამ ზრდილობა შემრჩა. გამიხარდა!
უცებ გამახსენდა! ეხლა რა მოხდება? ჩემს თავზე არ ვფიქრობ. დედაჩემი? საწყალი დედა. მამა. ნათესავები.  მეგობრები.. ჯანდაბა რატომ მოვკვდი? დაეცეს მეხი იმ მძღოლს! არა მოიცა ცოდოა ისიც.. ნეტა ეგ თუ გადარჩა? ეჰ, ნეტავ არ შეიძლება რომ დავბრუნდე?
არადა სულ ვფიქრობდი, რომ სანამ მოვკვდებოდი წერილს დავწერდი სადაც ყველაფერს ვაღიარებდი და ყველაფერს ვიტყოდი. ახლა კი ვერც წერილი მოვასწარი და ვერც ვიდეო! (“ზაპასნოი” ვარიანტი იყო თუ წერა დამეზარებოდა)
სხვათა შორის არ მოვკვდი ისე როგორიც მეგონა. რაღაც ამის მსგავსი წარმომედგინა, რომ მოვიდოდა მე კი შევთხოვდი ცოტა დრო კიდევ მოეცა ჩემთვის.

დრო არასდროს მყოფნის და სულ მეტს ვითხოვ.
ნელნელა ვაცნობიერებ რამდენი დამრჩა გასაკეთებელი. ბოლოს და ბოლოს 15 წლის ვარ! თუ ვიყავი? ნუ ახლა უკვე რაღა მნიშვნელობა აქვს.. სკოლაც კი ვერ დავამთავრე.. სკოლაზე გამახსენდა! ახლა დერეფანში ჩემს სურათს გამოაშანშალებენ! ნეტა რამე კარგი სურათი მაინც იყოს! რაზე ვფიქრობ..
არადა როგორ მიყვარდა სოცოცხლე? სანამ ადამიანი რაღაცას არ დაკარგავს მანამდე ვერ დააფასებს-ო, რომ ამბობდნენ არ ვეთანხმებოდი.. ყოველი დღე, რაც გავატარე მიყვარდა! თუნდაც სრულიად უაზრო!
ერთი ადამიანი გავიდა. ხელში შავი ფურცელი ეჭირა. გასვლისას რაღაც უცნაურად გამომხედა და კარი გაიხურა. ნეტავ რა უნდოდა?
-შემდეგი! დაიძახა ქალმა. მიმოვიხედე და აღარავინ დარჩენილიყო. მეც მივედი.
-სახელი?
-მარი. მარიამი. არა მარიშკა. მარი!
-ვაი შვილო..-ამოიოხრა ქალმა. გამეცინა.
-რამდენი წლის ხარ მარი მარიამ მარიშკა არა მარი?
-15.
-რატომ მოიკალი თავი?
-ბატონო?
-რა იყო შეყვარებულმა მიგატოვა? არა მშობლებმა არ გაგიშვეს სადღაც ხო? ოხ ეს ახალგაზრდები..
-იცით.. მე.. ვერ გავიგე..-ენა დამება! აუ არადა არასდროს არ მებმებოდა ენა!
-უი დედა შენ ორსულად ხო არ ხარ? მარა აქ მარტო ერთი სული წერია და..
-არა რა ორსულად! მე თავი არ მომიკლავს!
-კი აბა! მე შევუვარდი მანქანას ხო?
-რაა? მაქანა თავისით დამეჯახა!
-კაი ახლა მოკვდი და კიდე იტყუები?
-რას ვიტყუები ტროტუარზე გადმოვიდა და კიდე მე შევუვარდი?- ცოტა გავრაზდი.
-რა ტროტუარზე? ვაიმე…
-რა მოხდა?-ქალმა არ მიპასუხა, მაგრამ ტელეფონს დასწვდა.
-კაკო! შე მართლა სასიკვდილე! ბრმა ხარ? არა ვიცი, რომ ბრმა იყავი მაგრამ ამ პატარა გოგომ რა დაგიშავა ჰა?-ჩაყვიროდა ყურმილში თან როგორც დავინახე ჩემს პირად საქმეს გულისყურით ათვალიერებდა.
-რა ვუშველოთ ახლა?…… ახლა მთავართან თუ მივიდა ეს ამბავი… რაო??-ქალს თვალები შუბლზე აუვიდა..-კარგი მაცადე ცოტა ხანს.. ქალმა ამათვალიერა.
-გილოცავ გოგონი მგონი შეცდომით მოხვდი ჩემთან!
შესაფერისი სიტყვები ვერ ვიპოვე.. პირი გავაღე სათქმელად და ვერაფერი ვთქვი..
-ახლა შენ. შენ კი არა შენს სხეულს უტარებენ ხელოვნურ სუნთქვას ვიღაცას ძალიან არ უნდა შენი აქ დატოვება.. ხოდა აგერ გადი იმ კარებში და კაი ხანი არ მოხვიდე!-ბრაზით მითხრა ქალმა.
-როგორ?-ისე დავიბენი, რომ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე.
-შეცდომაა გენაცვალე! ვიღაც გოგოს უნდა დაჯახებოდა ის მანქანა და შენ გეტაკა! წადი ახლა სანამ დროა, თორემ დარჩი აქ და ეგაა!
გაოცებუი ავტომატურად ავდექი და სასწრაფოდ გავემართე მითითებული კარისკენ. უცებ მოვტრიალდი და ვკითხე:
-თქვენ რა გქვიათ?
-მაგის ცოდნა არაა საჭირო.. წადი ახლა.
და მე გამოვედი.

მე დავიბენი

სულ რაღაც 5 წუთის წინ განვაახლე facebook-ის სტატუსი და დავწერე: Is love tasty? მართლაც, არის გემრიელი?? ოღონდ საჭმელად გეკითხებით! გიკვირთ ხომ??  ერთ ჩემს მეგობარსაც გაუკვირდა და ჩემში ეჭვი შეეპარა! და გამიკვირდა ეს რატომ მოხდა.. მითხრა, რომ ეს მე არ მგავს.. მართლა? იქნებ მე სხვანაირი ვარ? მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ? ჩემი სისუსტე შოკოლადია, ცოტათი მიყვარს რომანტიული ჟანრის წიგნები და იშვიათად ფილმები, რადგან მათ თითქმის არ ვუყურებ, მაგრამ როცა ვუყურებ ცხარე ცრემლით ვტირი. ზოგს გონია, რომ მე არ შემიძლია სიყვარული, რადგან არ მჯერა მისი. იცით როგორ არის ჩემი საქმე? მე არ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში მოვა თქვენი სათაყვანებელი სიყვარული და არც მისი მარადიულობის მჯერა განსაკუთრებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მე სიყვარულს არ ვიმსახურებ? Continue reading მე დავიბენი