Tag Archives: თავისუფლება

5 წუთში დაწერილი პოსტი!

იქნებ ოდესმე რამე შეიცვალოს? სადმე, უცებ, ვიღაცას თავისუფლება მოუნდეს! მიმოიხედოს და წუმპისგან გათავისუფლდეს! წამოაყენოს სხვები და უაზრობას აზრი მისცეს! იბრძოლოს რაღაცისთვის! იცოცხლოს სანამ შეუძლია! უყვარდეს, სძულდეს, მხიარულობდეს, ტიროდეს, ყვიროდეს და უბრალოდ ტკბებოდეს ცხოვრების ყოველი წამი, თუნდაც სრულიად არაფრისმთქმელი მომენტით. აღარაფერს ვითხოვ, იმიტომ, რომ ამის უფლება არ მაქვს! სანამ თქვენ შეცვლას ვცდილობდი(უიმედოდ) დამავიწყდა, რომ მე თავად ვიყავი თქვენნაირი. რა გიხარიათ ყველა მაინც დავიხოცებით! სწორედ ამიტომ უნდა გავიხსენოთ ლადო ასათიანის სიტყვები”რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე.” ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ. შევძლებთ პატიებას, სიყვარულს, სიცოცხლეს. უბრალოდ უნდა შევეცადოთ! აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა! ახლა კი მათემატიკაზე წავალ! მზიან ამინდს შევხარი! და კიდევ შოკოლადიან ნამცხვარს! ისე ყველა დიეტაზეა და მარტო მე ვსუქდები! (3 კილო მოვიმატე!)

ჰმმ... მგონი ერთი ღილაკი აკლია! (ცხოვრებით დატკბობა!)

ღია წერილი საზოგადოებას

მოგესალმებით (არა)ძვირფასო საზოგადოებავ. ამ წერილის პირდაპირი ადრესატები თქვენ ბრძანდებით. მე თქვენს რიგებში დიდი ხნის განმავლობაში ვიმალებოდი, იმის შიშით, რომ თქვენ არ მიმიღებდით, მაგრამ ამ წერილით მე ხმამაღლა მინდა განვაცხადო, მე თქვენი აზრი ფეხებზე მკიდია!! წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამდენად ბედნიერი ვარ  ამ განცხადებით. სანამ ამ აზრამდე მივიდოდი ძალიან ბევრი რამ მოხდა. ბევრი დამცირება თუ შეურაცყოფა გამიგია. ბევრი ტყული მომისმენია და ზოგი მათგანი დამიჯერებია. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.
საზოგადოებრივი აზრი ისეთივე ფარსი და უმნიშვნელოა, როგორც თავად საზოგადოება. ის დაკომპლექტებულია ერთ თარგზე გამოჭრილი, უაზრო ე.წ. უროდებისგან, რომლებსაც არაფერი შეუძლიათ, გარდა ვითომ “საკუთარი” აზრის დაფიქსირებისა და სხვების გაკრიტიკებისა. რომელიმე თქვენგანს ტვინი ეყოფა და შემეკამათება, რომ ყველ ასე არ არის-ო, კარგით ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ხომ არის? ამ უმეტესობის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გონებადადებილებული, სახეზე ერთნაირი გამომეტყველების მქონე, ხმადაყენებული არსებები არიან, რომლებიც სხვების დამცირებით ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას. მამრობითი სქესის წარმომადგენლებიც თითქმის ასე არიან, მაგრამ ისინი ხმას არ იყენებ და საპირისპირო სქესის ყოველ ხუმრობის ცდაზეც “საყვარლად” არ იცინიან. მოკლედ არ მესმის ამ ხალხის აზრის გამო ჩემს ნერვულ სისტემას საფრთხე რატომ უნდა შევუქმნა.ჰ
თუმცა ყველაფრის და მიუხედავად, მე მაინც მადლობელი ვარ , რადგან მათ მასწავლეს თუ როგორი აუტანელი, უსამართლო და ხშირად უმიზეზოა ცხოვრება. გამომაფხიზლეს და უნებურად ჩამოაყალიბეს ჩემში მტკიცე ხასიათი. მართალია ამას გარკვეული შედეგები ჰქონდა, მაგალითად როგორიცაა უნდობლობა ყველასადმი. ფაქტიურად არავის ვენდობი. მწარე გამოცდილება..  და ვიტყუები.. უზომო რაოდენობით ტყუილს ვამბობ. მაშინაც კი როცა სიმართლის თქმა მინდა ეს არ გამომდის. ერთადერთი საუკეთესო მეგობარს არ ვუმალავ არაფერს. ეგ არაფერია მთავარია საზოგადოების მომაბეზრებელი აზრისგან გავნთავისუფლდი და დანარჩენი “კ ჩორტუ”!

P.S.დიდი პატივისცემით მარიშკა!

ეს ვარ მე! 😛