Tag Archives: დღესასწაული

“ნიპრიჩომ” პოსტი

ზღარბი!
მოიცადეთ! არ აღელდეთ! უბრალოდ მინდოდა 2012 წელს პირველი სიტყვა ბლოგზე ზღარბი ყოფილიყო! მიზეზი არ ვიცი და ტყუილად მკითხავთ! ეს წინადადება პირდაპირ ესიტყვება სათაურს! 😀
ილიას დაწერილის არ იყოს, მართლაც “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”. მე ვერაფერს გეტყვით, მითუმეტეს გასახარებელს.

მე თქვენ არ მოგიყვებით როგორი საახალწლო განწყობა მქონდა, რადგან თუ ჩემი ერთგული მკითხველი ბრძანდებით ამის შესახებ ინფორმაცია გექნება, მაგრამ თუ არა გადახედე რამდენიმე წინა პოსტს და დარწმუნდებით იმაში, რომ საერთოდ არ მქონია საახალწლო განწყობა 11:59-მდე. 12:00-ზე იმედია ნაპერწკალივით გამიხარდა დრაკონის წლის შემოფრენა, მაგრამ ეს იმდენად წამიერი იყო, რომ დატკბობაც კი ვერ მოვასწარი წესიერად! Continue reading “ნიპრიჩომ” პოსტი

ახალი წელი პარიზში

მე მინდა ახალ წელს პარზში შევხვდე. ეიფელის კოშკის ან ლუვრის გამო არა! არც სიყვარულის პოვნა მინდა “მარადიული სიყვარულის ქალაქში”, უბრალოდ მინდა “ვალენტინოს” წითელ კაბაში გამოწყობილმა, 31 დეკემბერ საღამოს ჩემი სასტუმროდან გამოვიდე და პარიზის წვრილ ქუჩებს გავუყვე. ვისეირნო მანამ, სანამ არ დავიღლები, შემდეგ კი ერთ პატარა და მყუდრო კაფეში დავჯდე, ყავა და ტირამისუ შევუკვეთო და მხიარულ ფრანგებს დავაკვირდე. მვუსმინე მათ მელოდიურ ენას, რომელზეც თითქმის არაფერი მესმის!
ქუჩაში მხირული სანტა მინდა შემხვდეს, რომელიც გამვლელებს ულოცავს დამდეგს. მას თბილად გავუღიმებ, მაგრამ ალბათ ვერაფერს ვეტყვი. ვინმე ქუჩის მუსიკოსთან ერთად ერთ ნაცნობ სიმღერასაც ვიმღერებდი.
ვიპოვი ერთ, მაღალ სახლს, საიდანაც მთელი პარიზი გამოჩნდება, მის სახურავზეც ავალ ქუსლიანი ფეხსაცმლის და ძვირფასი კაბის მიუხედავად და დაველოდები 12 საათს. როცა ფეიერვერკები დამთავრდება, რომელიმე სახლში დაუპატიჟებლად შევიჭრები და ბოლო ხმაზე დავიძახებ goole translate-დან დაზეპირებულ სიტყვებს: heureuse nouvelle année!!!!!! გაოცებულ ოჯახს დავტოვებდი და ღიღინით დავუბრუნდებოდი ჩემს დამხვედრ ქალაქს, რომელისგანაც დიდ სასწაულს ველოდი! ისე თუ ვინმე სიმპატიური ახალგაზრდა ფრანგი შემხვდებოდა დიდი სიამოვნებით ვეცეკვებოდი ვალსს(რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა ზაფხულში მასწავლა! <3).
P.S.მრავალ ახალ წელს დაესწარით ჩემო საყვარელო მკითხველებო, მადლობთ, რომ ამ 3 თვის განმავლობაში რაც მე ბლოგოსფეროში გამოვჩნდი თვალს ადევნებდით ბლოგს. წარმატებას და თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!
სიყვარულით და პატივისცემით თქვენი მარიშკალია! ❤

Paris je t’aime… ❤

 

 

 

საახალწლო განწყობა

საგაზეთო განცხადება: ვეძებ ახალგაზრდა, მხიარულ, სასურველია წითელ-მწვანე ფერებში, გოზინაყის სუნით გაჟღენთილ საახალწლო განწყობას, რომლეიც მეყოლება დღეიდან  3 იანვრის დილამდე. ვარ უსაახალწლოგანწყობო ახალგაზრდა გოგო! 😀
პოლიციის განყოფილების განცხადება: იძებნება საახალწლო განწყობა. განსაკუთრებული ნიშნები: ჩნდება დეკემრის ბოლოსკენ, მოსდევს ბევრი ჭამა და დალევა, არის მხიარული და ყველა ბედნიერი ხვდება. თუ 31 დეკემრამდე არ გამოჩნდა უგზო-უკვლოდ დაკარგულებში ჩავთვლით.
სიტუაცია ქუჩაში: დეიდებო, ბიძიებო თქვენი კეთილგანწყობის ჭირიმე საახალწლო განწყობა გადმომდეთ რააა! პასუხი:-აგერ შვილო გაიხედ-გამოიხედე  როგორაა ქალაქი მორთული, 31-ში რამდენი ღონისძიება იგეგმება თოვლის ბაბუა “ბომბორას პარკში” ავიდა რა გინდა მეტი? O_o
სიტუაცია სოციალურ ქსელში:
-აუ საახალწო განწყობა გააქ?
-კი, რა იყო?
-აუ მასესხე და სააღდგომოდ ჩაგასესხებ რაა!
სიტუაცია ბლოგზე: ჯანდაბა არ მიყვარს ახალი წელი, როგორ უნდა მქონდეს მისი განწყობა?
და ბოლოს როგორია თქვენი განწყობა ამ აბდაუბდის შემდეგ? :)))))

მილოცვა მარის! :*

მე შენ 4 წლის წინ გაგიცანი. ზაფხული იყო. ჩემს კლასელებს უნდა შევხვედროდი და შენ მათი დაქალი იყავი და დღესაც ხარ. მე მწვანე მაისური, ჯინსის ქვედაბოლო და წიტელი ვარსკვლავებიანი “ბალეტკები” მეცვა. (არადა კაბებს არ ვიცვამ) შენ თითქმის ჩვეულ ფორმაში კეტები, ჯინსის შარვალი და თეთრი წარწერებიანი მაისური გეცვა. იმ დღეს სურათების გადასაღებად მზიურში წავედით. ახლა ამის წარმოდგენა შეუძლებელია! :))
იმ დღის შემდეგ არ მინახიხარ, მაგრამ მერე ჩემს კლასში გადმოხვედი. მე-7 კლასი იყო. ძალიან გამიხარდა შენი გადმოსვლა. ადვილად დავახლოვდით. უბრალოდ შენს მეგობრად თავს არ ვთვლიდი.
შენ ძალიან უცნაური ხასიათი გაქვს. ალბათ არავინ იცის როდის რას გააკეთებ. შენში ამ თვისებას ძალიან ვაფასებ!
ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ტონალურის გამო არ ვეჩხუბები!
მე-9 კლასში შენზე წიგნის წერა დავიწყე. უფრო სწორად შენი პროტოტიპის შესახებ. სხვათა შორის კარგად გამომდიოდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მართლა ელოდი როდის დავწერდი ახალ თავს! სამწუხაროდ თუ/და საბედნიეროდ ერთი რაღაც მოხდა და მეც წიგნის წერა შევწყვიტე. უმეტესწილად სკოლაში, გაკვეთილებზე ვწერდი და პირველი შენ გაკითხებდი. ახლა ეს ტრადიციაა თუ რამეს სკოლაში დავწერ შენ პირველი კითხულობ. კიდევ გვაქვს ასეთი ტრადიცია, წერისას ყოველთვის გეკითხები სახელებს და ადგილებს.
ვერ იტან რძის ნაწარმს! ვერც კი წარმოგიდგენია როგორ ჭამს ხალხი მას! ლობიანი გირჩევნია. შარშან აკეთებდნენ ბუფეტში კარგს და ის გიყვარდა. შოკოლადი გიყვარს განსაკუთრებით. :))) გახსოვს ერთ დღეს წუწუნებდი “ბარნი” მინდაო და მეორე დღეს მოგიტანე! 😛
ძალიან მშიშარა ხარ! სულ მეცინება ამაზე!
პირველად შენ მითხარი ბლოგი დაიწყე-ო.
ჩემო საყვარელო, პატარა, არანორმალურო, ცანცარა, ძალიან ძალიან ძაააალიან მიყვარხარ! ❤ და რაც მთავარია გილოცავ დაბადების დღეს! მეცადე არაბანალური ვყოფილიყავი და რამდენად გამომივიდა ეგ უკვე შენ განსაჯე!

P.S.სამწუხაროდ youtube-ზე შესაფერისი მისალოცი ვიდეო ვერ ვნახე ამიტომ სურათებს დავჯერდეთ!

საშენო სურათია!

დღეს

დღეს 19 დეკემბერია. ახალი წლიდან 353 დღე გავიდა და ზამთარი 72 დღეში გავა. დღეს ვიღაცას დაბადების დღე აქვს. უი გილოცავთ ნიკოლოზობას, განურჩევლად იმისა, ხართ ნიკა თუ არა. არ გეტყვით, რომ შეგეწიოთ მისი მადლი. ისედაც ბევრმა გითხრათ უკვე! დილას მზე ამოვიდა, ხალხმა გაიღვიძა. ზოგისთვის ეს დღე უკანასკნელია, ზოგისთვის პირველი. ვიღაც ამ დღეს ვერ მოეწრო.
19 დეკემბერი ერთი ჩვეულებრივი ორშაბათი დღეა. ბევრს დილას ადგომა დაეზარა, მაგრამ მაინც ადგა, ცოტას გაუმართლა და თბილ საწოლში დარჩა.
ავტობუსებს გეზი არ უცვლიათ, ტაქსისტები არ გაფიცულან, სამარშუტო ტაქსების მგზავრობის ფასი (ჯერ) არ გაზრდილა.
სადღაც ოჯახი დაინგრა, სადღაც კი ახალი შეიქმნა.
შეყვარებულები დაშორდნენ. ვიღაცა სიყვარულში გამოტყდა. ვიღაცამ ვიღაცას იმედი გაუცრუა.
ვიღაცამ სახლი აიშენა ან დაანგრია.
სადღაც, ვიღაცამ, ვიღაცას, რაღაც უთხრა.
მე ჩვეულებრივად გავატარე ეს დღე. თითქმის ჩვეულებრივად. იმედი მაქვს, რომ  ჩემთვისაც იქნება ისეთი დღე, როცა უბრალოდ 19 დეკემბერი არ იქნება.

P.S. ეს ისე უბრალოდ დავწერე…

P.P.S.ინფორმაციისთვის მადლობა ჩემს ბიძაშვილ ნინის! ❤

mgzavrebi-araferi-ise-ubralod