გადაწყვეტილებების გზაზე ვდგავარ და ისევ არ ვიცი არ გავაკეთო. სამწუხაროდ, ეს ჩემი შექმნილი სამყარო არაა და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ თავად უნდა ვიპოვო. ყოველთვის დიდ დროს ვხარჯავდი იმაზე ფიქრში, თუ რა და როგორ შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობდი, რომ საკუთარი ცხოვრების სცენარს თავად ვწერდი, სინამდვილეში კი უბრალოდ თავის ვიმართლებდი და გამოსავლის პოვნის ნაცვლად ახალ პრობლემებს ვიქმნიდი. ვფიქრობდი.. მეგონა… ეს პრობლმები კი არსად ქრებოდა და ახლა დროა ისინი გადავჭრა. გადამალული სირთულეები ზამთრის ძილიდან გამოვიყვანო და საერთოდ გავაქრო. მეყო ზამთარი. გაზაფხულის დროა. პრობლემები, რომლებიც ახლა, ამ წამს ვაღიარე, არც ისეთი საშინელია. კონცენტრაცია მჭირდება იმაზე, რაც ჩემი მომავლისთვისაა აუცილებელი. როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ეს იქნება მარტივი.

დრო გავიდა, ღირებულებები გადაფასდა, ურთიერთობები გაცვდა და შეცდომები დაგროვდა.
არც ისეთი პატარა და არც ისეთი დიდი. ასეთად ვთვლიდი ყველაფერს ჩემს გარშემო. დროა ეს გამოვასწორო. დრო გადის და არ ვაპირებ უბრალოდ დინებას მივყვე. ცოტა უნდა გამოვცოცხლდე. არჩევანი უნდა გავაკეთო და მას მივყვე. ყველაფერი ჩემს გარშემო არ ტრიალებს, ყველაფერში დამნაშავე მე არ ვარ და ერთი შეცდომით ყველაფერი არ ინგრევა. აი ასე. მარტივად.
მეგონა პრინციპები უკვე ჩამოვაყალიბე და აღარასდროს შევიცვლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერია სამუდამო. დღეს უკვე მეასედ შევიცვალე აზრი ყველაფერზე. ასე რომ … დაე იყოს ცვლილებები! ოღონდ გონიერი 🙂
არ ავნო და არ გავნებენ? როგორც ჩანს, წესები ასეთი მარტივი არაა. უფრო სწორად წესები საერთოდ არ მოყვება ვნებას 🙂
რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბევრი დაიკარგა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გვერდში მედგნენ ჩემი უხმო გაურკვევლობის მიუხედავად, მუდამ მეყვარება. მათ მე მასწავლეს ბრძოლა. ისინი კი ვინც ომში დავკარგე, აუცილებელი მსხვერპლი იყო. ბრძოლა გრძელდება. ეს ყოფილა მთავარი.
შეცდომები.
Простите меня, святой отец, ибо я согрешила…
ყველაფერი წინაა(?)!
ცეკვა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის..
მგონი ჯობია შევეშვა უცნაური “ნამიოკებით” წერას. დროა კვანძი გავხსნა და გამოვუტყდე საკუთარ თავს.
რა მინდა?
the plan is to survive.