Tag Archives: დაპირისპირება

მოღალატე

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი ანოტაცია. მეორე დავალებასთან ბრძოლის შედეგი!

კითხვაზე რას ვერ აპატიებთ საყვარელ ადამიანს, პასუხი ტრადიციულად ღალატია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ სიტყვის შინაარსი გაუაზრებელია.
მთელი ცხოვრების მანძილზე უჩუმრად მომსდევს შიში იმისა, რომ ოდესმე საშინელი ღალატის მსხვერპლი გავხდები და როცა ეს მოხდება, ალბათ ამასთან შეგუებილიც კი ვიქნები. სწორედ ამიტომ მომხვდა თვალში ოტია იოსელიანის ნაწარმოები“ქალი გამოვიდა საღალატოდ”. წინათგრძნობით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ახლა რატომღაც ვიცოდი, რომ ეს ნაწარმოები ძალიან ბევრს მასწავლიდა. ეს ნაწარმოები რბილად, რომ ვთქვათ სრულიად ცვლის შეხედულებას სიყვარულის და თავგანწირვის შესახებ. Continue reading მოღალატე

ქართულის დავალება

ეს ესე ქართულის დავალებად მქონდა. მართალია 2 კვირის წინ, მაგრამ ახლა გამახსენდა და აქ ვაქვეყნებ! ისედაც დიდი ხანია არ დამიწერია! 🙂
სათაური: “როგორ მოქცეულხართ ისეთ შემთხვევაში, როცა ჩაგითვლიათ, რომ საზოგადოება თქვენს მიერ უსამართლოა?”
ჩემთვის საზოგადოების გავლების ქვეშ მოქცევა, თითქმის ყველაზე დიდი დამარცხებაა. მთელი გაცნობიერებული ცხოვრება ვცდილობ არ ვიყო ისეთი, როგორებიც არიან სხვები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, თითქოს სხვაზე რამეთი უკეთესი ვარ. რამდენჯერაც ესე, თემა ან რაიმე სახის ჩანაწერი დამიწერია, იმდენჯერ ვიმეორებ, რომ “შეუძლებელია იცხოვრო საზოგადოებაში და არ იზიარებდე მის აზრს”. (დაილოცოს ამის მთექმელი?!) უმრავლესობასთან მარტო დაპირისპირების და ამავდროულად გამარჯვების შანსი ძალიან ხშირად ნულს უტოლდება.
ცოცხალი მაგალითების გვერდის ავლით, თქვენი მეხსიარებიდან “ალუდა ქეთელაურს” და დავით კლდიაშვილის “შერისხვას” მოვუხმობ. მიუხედავად მათ შორის არც ისე მცირე განსხვავებისა, ისინი ერთ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებენ. სხვათა შორის, მომავალი “ამბოხებულებისთვის” მშვენიერ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ.
თუ ჩემს პირად მაგალითს განვიხილავთ, (რაც სამაგალითოდ ნამდვილად არ გამოდგება) ვიტყვი, რომ ზემოთხსენებულ საზოგადოებრივ აზრს ხშირად გადავყრივარ და ჩემი(არასამაგალითო) ხასიათიდან გამომდინარე, არარაციონალური გადაწყვეტილება მიმიღია. კერძოდ კი, (ხშირად) უმიზეზო და (იშვიათად)ჩხუბი დამიწყია. თუმცა, იმედი მაქვს მომავალში დავჭკვიანდები და მასასთან, რომელსაც აუცილებლად ჰყავს მეთაური, შეძლებისდაგვარად საერთო ენას თუ არა, ურთიერთობის ალტერნატიულ გზას მაინც გამოვნახავ.
ამ ესეს წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ 10-ანი მივიღე! 😛
P.S.არაფერი არ შემიცვლია ზუსტად ასე მეწერა ყველაფერი! 🙂

რა ვქნა სურათი რომ არ დამედო, არ შემეძლო! 😛