Tag Archives: დაბადების დღე

18 წელი.

მინდა სრულწლოვნებას წერით შევხვდე. ეს ისე სიმბოლურად და გაცნობიერებულად. სინამდვილეში ერთი ცოტა სასაცილო მიზეზი მამომძრავებს: წერა ყოველთვის თან დამყვებოდეს. ამის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია და ამიტომ ამ ნაბიჯს თუ რასაც ეძახიან წერით გადავლახავ. არ ვიცი რა იქნება ამის მერე. ზემფირას ვუსმენ და საკუთარი თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ერთადერთ დღეს, რომელიც მართლა მე მეკუთვნის.
00:00 18 წლის ხარ და…
არც არაფერი..
სანამ დიდივით არ მოიქცევი არავინ არ მოგექცევა დიდივით.
ხვალ.. არა მოიცა.. დღეს…
გავაკეთებ რაიმე ღირებულს… აი მაგალითად: წიგნს გავუშვებ სამოგზაუროდ, სიგარეტს ვიყიდი და გადავაგდებ(უბრალოდ ახლა უკვე შემიძლია სიგარეტის ყიდვა მერე რა, რომ არ ვეწევი), ყვავილებს ვუყიდი ჩემს თავს(ძლივს შემოვიდა გეოცინტები), “პანამა” ქუდს ვიყიდი, მარტინის დავლევ :), გამოვიპრანჭები, ქუსლიანსაც კი ჩავიცვამ, შევეცდები ბედნიერი ვიყო, ახალ და ულამაზეს ბლოკნოტში წერას დავიწყებ(ჩემო ზებრა დიდი მადლობა), შევიყვარებ ერთ დღეს, რომელიც ლამაზი იქნება!

ღირებულებები…

8 აპრილი ლამაზი დღეა!
დღეს მე 18-ის გავხდი.
ხოდა ვენერას მარსი მაინც უყვარდა..
ნემოსაც ვიპოვი..

1 წელი

ჰეეპი ბიორზდეიი ტუუ მიიი!!!-ამღერდა დილას ჩემი ბლოგი.
ჰეეპი ბიორზდეი ტუ იუ-ამოვღერღე რაღაცნაირად და სკოლაში წავედი.
მოვედი სკოლიდან და მამაჩემს მივაძახე:
-პაზდრავლაუუუ!!! მამააა გიილოცავ დაბადების დღეეს! გისურვებ ჯანმრთლობას ბედნიერებას წარმატებას და ვაფშე ჩემ კარგ შვილობას გისურვებ!-ამ დროს ძაღლი შემომახტა და ჩემი სულისკვეთება მის მოფერებაში გადაიზარდა.
საქართველოში კი ბნელოდა, ბნელოდა და ბნელოდა. სანამ ცხვირწინ არ დაუდეს სიბნელე მანამდე ხმას არავინ იღებდა. ყველა სამარე იყო და პირში “georgian water and power”-ის წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული. ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი რაც მათ არ ეხებოდა.
ასე გავჩუმდი მეც. ჩემი ხმის ამოღებას რა აზრი ჰქონდა? მე არავინ მომისმენდა. ვცადე და არ გამომივიდა. მერე შევქმენი ბლოგი! დიდად არც ამან უშველა რამეს, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამე შემმატა.
366 დღე გავიდა იმის მერე რაც მე ბლოგი შევქმენი. გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არც ერთს ვიცნობ. გავწევრიანდი შვიდ ბლოგერულ ჯგუფში, მაგრამ მაგნუმს არაფერი შეედრება. ❤ :ოსკარისაღებისმომენტი:
დიდი მადლობა მეგობრებს! ვინც აქტიურად მკითხულობდნენ,
დიდი მადლობა ნუცას! ეს რომ არა, ბლოგი იქნებოდა რაღაც საოცრება!
დიდი მადლობა ყველა მკითხველს, კრიტიკოსს, ბლოგერს და საერთოდ ყველას!
51 პოსტი
2 გვერდი
7 კატეგორია
93 თაგი
2-ჯერ ტოპებში მოხვედრა და
უამრავი დადებითი ემოცია!
დიდი მადლობა 28 სექტემბერო! შენ ჩემს ცხოვრებაში მარიშკალიას ბლოგი შემოიტანე!
ყველაფრის მიუხედავად იწოდებოდა ბლოგერად მაინც სხვა გრძნობაა..
დიდი სიყვარულით და სენტიმენტებით თქვენი (ცოტა არანორმალური) მარიშკალია ❤

მილოცვა მარის! :*

მე შენ 4 წლის წინ გაგიცანი. ზაფხული იყო. ჩემს კლასელებს უნდა შევხვედროდი და შენ მათი დაქალი იყავი და დღესაც ხარ. მე მწვანე მაისური, ჯინსის ქვედაბოლო და წიტელი ვარსკვლავებიანი “ბალეტკები” მეცვა. (არადა კაბებს არ ვიცვამ) შენ თითქმის ჩვეულ ფორმაში კეტები, ჯინსის შარვალი და თეთრი წარწერებიანი მაისური გეცვა. იმ დღეს სურათების გადასაღებად მზიურში წავედით. ახლა ამის წარმოდგენა შეუძლებელია! :))
იმ დღის შემდეგ არ მინახიხარ, მაგრამ მერე ჩემს კლასში გადმოხვედი. მე-7 კლასი იყო. ძალიან გამიხარდა შენი გადმოსვლა. ადვილად დავახლოვდით. უბრალოდ შენს მეგობრად თავს არ ვთვლიდი.
შენ ძალიან უცნაური ხასიათი გაქვს. ალბათ არავინ იცის როდის რას გააკეთებ. შენში ამ თვისებას ძალიან ვაფასებ!
ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც ტონალურის გამო არ ვეჩხუბები!
მე-9 კლასში შენზე წიგნის წერა დავიწყე. უფრო სწორად შენი პროტოტიპის შესახებ. სხვათა შორის კარგად გამომდიოდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი მართლა ელოდი როდის დავწერდი ახალ თავს! სამწუხაროდ თუ/და საბედნიეროდ ერთი რაღაც მოხდა და მეც წიგნის წერა შევწყვიტე. უმეტესწილად სკოლაში, გაკვეთილებზე ვწერდი და პირველი შენ გაკითხებდი. ახლა ეს ტრადიციაა თუ რამეს სკოლაში დავწერ შენ პირველი კითხულობ. კიდევ გვაქვს ასეთი ტრადიცია, წერისას ყოველთვის გეკითხები სახელებს და ადგილებს.
ვერ იტან რძის ნაწარმს! ვერც კი წარმოგიდგენია როგორ ჭამს ხალხი მას! ლობიანი გირჩევნია. შარშან აკეთებდნენ ბუფეტში კარგს და ის გიყვარდა. შოკოლადი გიყვარს განსაკუთრებით. :))) გახსოვს ერთ დღეს წუწუნებდი “ბარნი” მინდაო და მეორე დღეს მოგიტანე! 😛
ძალიან მშიშარა ხარ! სულ მეცინება ამაზე!
პირველად შენ მითხარი ბლოგი დაიწყე-ო.
ჩემო საყვარელო, პატარა, არანორმალურო, ცანცარა, ძალიან ძალიან ძაააალიან მიყვარხარ! ❤ და რაც მთავარია გილოცავ დაბადების დღეს! მეცადე არაბანალური ვყოფილიყავი და რამდენად გამომივიდა ეგ უკვე შენ განსაჯე!

P.S.სამწუხაროდ youtube-ზე შესაფერისი მისალოცი ვიდეო ვერ ვნახე ამიტომ სურათებს დავჯერდეთ!

საშენო სურათია!