Tag Archives: ბავშვი

გზა

ქუჩა. ხალხი. გაღიზიანება. ტრანსპორტი. გამონაბოლქვი. ჰაერი. ჩიტები. ხიდი. ისევ ხალხი. მათხოვრები. ლექსი.
”ძვირფასო ჩემი სათხოვარია,
როცა ქუჩაში მათხოვარია,
ნუ განიკითხავ რა ცხოვარია,
იქნება სულაც მათხოვარია?!”-არ ვიცი ვისია.
ბავშვი. საჰაერო ბუშტი. სიხარული.
ბატიბუტი. ხურდები. მარილიანი ტუჩები. პარკი. შადრევანი. სკამი. მტრედები. კატა. შავი კატა.
“ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა
ჩამოაგდო ვაზა ბებო გააბრაზა.” Continue reading გზა

Advertisements

სკოლაში

სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, სრული ნაგავია. მეც მაზობირებელი ინფორმაციისგან თავის დასაღწევად თვალებს ვხუჭავ და ე.წ. ოცნების სამყაროში გადავდივარ. ჩემს ტვინის i-pod-ში colplay-ის paradise ირთვება. გონებას ავტოპილოტზე ვაყენებ, თავად კი ვთავისუფლდები. მახსენდება, რომ ყოველდღე სკოლის ფანჯრებიდან შურით ვუყურებ ჩიტებს. წარმოვიდგენ რომ მეც შემიძლია მათნაირად ფრენა. (ოღონდ რაღაც ფრთებგამოსხმული მუტანტივით არა) ცისფერი ზეცისკენ მივისწრაფვი და თავისუფლებით ვტკბები. მე მზეს ვხედავ.. რა ბანალურია არა? მზე ჩემთვის იმედია. ყოველ დილით ამოდის და დაუძლურების მიუხედავად გვათბობს. ის ცდილობს ჩემში დარჩენილი სინათლის გაძლიერებას, მაგრამ რაღაც არ გამოსდის. მეც მის იმედად დავრჩი. უცებ მზისკენ ღრუბლები წამოვიდა და გადაფარა ის. წვიმა დაიწყო, მას კი ჭექა-ქუხილი მოჰყვა. მე ჩამოვვარდი.
შეშინებულმა გავახილე თვალები. უცებ twilight-ის მთავარი პერსონაჟი გამახსენდა.. არა იმ არანორმალურ საოცრებას არ ვედრები! საათს დავხედე 12:23-ია, 2 დეკემბერი. ზამთარი მოვიდა. როგორ მეზიზღება ზამთარი. ახლა სკოლაში ვარ. სკოლაც მეზიზღება, ზოგიერთი კლასელიც, მასწავლებლები, სკოლის ბუფეტის ლობიანი და ზარის ხმა.. აი მზე მიყვარს.. და დედაჩემი!
ტვინში guns N roses-paradise city ჩამერთო.. მოიცა.. ვიტყუები! ჩემს “დასკოჩილ” ტელეფონში, რომელსაც კლასელის “ნაუშნიკები” აქვს შეერთებული იმაში ჩაირთო! ჩემი სანუკვარ კლასელს კი ძილისთვის თავისი მერხი არ ჰყოფნის და ჩემი ტერიტორიის უკანონო ოკუპაციისკენ მიიპარება!

P.S.ეს განწყობისთვის 😛

მიყვარს ეს სურათი! 😀

ბავშვობა

ყველაზე კარგი დრო ცხოვრების განმავლობაში, არის ბავშვობა. თუმცა ძალიან ბევრი ამ უბედნიერეს წუთებს ფუჭად გარგავს, რაც მე საოცრად მაღონებს. ბავშვობაში მე მქონდა ჩემი პატარა სამყარო სადაც ვცხოვრობდით მე და ჩემი სათამაშოები. ყოველ დღე საათობით ვიჯექი და ველაპარაკებოდი და მჯეროდა, რომ ოდესმე ისინიც გამცემდნენ ხმას. ვიცოდი, ისინი ყველაფერს გრძნობენ. ერთი განსაკუთრებით მიყვარდა, მაგრამ სხვებს არ ვეუბნებოდი ეწყინებათ-მეთქი. ეს არის პატარა, ნაცრისფერი, შიგნით ბურთულებიანი  მანგუსტი სახელად ბანი, რომელიც სიცოცხლის მე-12 წელს ითვლის! დღემდე ყველაზე ძალიან მიყვარს.
ბავშვობაში ყველა ბედნიერია, არავინ არ კვდება და არ ხდება ცუდად. ყოველდღე არ გიწევს იფიქრო ათას პრობლემაზე, თუ იმას არ ჩავთვლით, როგორ დავაღწიოთ თავი უგემური კომბოსტოს ჭამას. ადრე ჩემთვის სასწაულს წარმოადგენდა ყველაფერი, ჩიტების აფრენა, ეზოს უპატრონო კატის კნავილი, გაზაფხულზე ყვავილების გაშლა, მზის ამოსვლა, თოვლის მოსვლა კი, საუკეთესო მომენტი იყო!
ბავშვობაში სიხარულს მანიჭებდა ზედმეტი შოკოლადის მოცემა(ეს დღესაც მიხარია), ეზოში კიდე 5 წუთით დარჩენა, წრეშიბურთში არჩევნობა, დაჭერობანაში მგლობა და ახალი ბარბის ჩუქება ხო საერთოდ დღესასწაული იყო.

მჯეროდა თოვლის ბაბუის(და სანტა კლაუსი რა ცხოველი იყო არ ვიცოდი!), ბუის, ფერიები, გუდიანი კაცის და საერთოდ ყველაფრის! სხვათა შორის არასდროს მიოცნებია ქორწილზე ან ცხენიან პრინცზე! 🙂

“პატარაობაში” დაბადების დღეები 3საათზე იწყებოდა და 5-ზე მთავრდებოდა. თუ ცენტრში იხდიდი მაგარი იყავი! და ამ ცენტრში თუ საჩუქრებსაც იძლეოდნენ ხო ვაააფშე ყველას ჯობდი! ახლაც მახსოვს იმ ცენტრების სახელები, ბემბი, ალადინი, პეპი, ბაო-ბაბი და ა.შ. საჩუქრად უმეტესად მიგვქონდა ჩარჩო, ჭიქა, სანთელი, თუ გოგო იყო ბლოკნოტი, საათი(გოგოს ბარბიანი ბიჭს- spider-man-იანი) და განსაკუთრებულ შემთხვევაში ვაზა! 😀 ამიტომაა ჩემს სახლში ჩარჩოების განუზომელი რაოდენობა!

ისე ახლა გამახსენდა

კომპიუტერთან მარტო იმისთვის ვჯდებოდი, რომ ხატვაში შევსულიყავი და მაქსიმუმ gold miner-ი მეთამაშა!

ტელეფონი კი 11 წლისას მქონდა, motorola L6.ძალიან მიყვარდა “ბლოსტკებიანი” შარვლები და ვარდისფერი კოლგოტები.

ეჰ, რა კარგი იყო ბავშვობა.. დღეს კი 10 წლის ბავშვებს iphone-ები უჭირავთ, მოტკეცილი ჯინსები აცვიათ, აქვთ facebook-ი და 11 წლის ასაკში უკვე 4 შეყვარებული ყავდათ!  ისეთი რაღაცეები იციან რაც მე გაგონილიც არ მქონდა მაგათ ასაკში. ისე არ დამავიწყდე ერთმა ჩემმა დაქალმა 11 წლის ასაკში მითხრა:-ამხელა გოგო ხარ და არავინ უნდა გიყვარდესო? და მწარედ გააკრიტიკა ბრჭყვიალებიანი ჯინსი!

P.S.ეს ყველაფერი ძალიან მენატრება და მოვუწოდებ ყველა ბავშვს შეირგეთ ეს დრო! ვერ ხედავთ 15 წლის ვარ და უკვე მივტირი მაგ ყველაფერს! :((