All posts by marishkalia

ოცნებაზე მოგონება

მჯერა, რომ ყველას გვაქვს უცნაური ოცნებები. არა ისეთები, როგორებიცაა მოგზაურობები, მანქანა, სახლი და ა.შ. აი პატარა სურვილები, სულ რომ არაფერი უნდათ მათ ასრულებას. მეც რატომღაც სულ მინდოდა, რომ, როცა ვინმეს მივწერდი სად ხარ-მეთქი მას ეპასუხა უკან გამოიხედეო.ლიგამუსის აივანზე ვიჯექი ცოტა გაბრაზებული. ის ხალხს შეერია და ვერც კი მივხვდი როდის ჩამომშორდა.ერთი მივაძახე დაბლა ვიქნები მეთქი და გამოვედი. სულ კიდეში დავჯექი და ინტერნეტის დაჭერას შევუდექი. უცებ მომწერა სად წახვედიო ვუთხარი აივანზე ვარ მეთქი. პასუხი მომდის უკან გამოიხედე.

image

ბავშვივით გამიხარდა. რაღაცა არსებობს მეთქი ჩემთვის გავიფიქრე და პატარა ოცნება ახდენისგან აღფრთოვანებულმა სასწრაფოდ უკან გავიხედე და დავინახე, იქვე კიბეების თავში იდგა და ისე მიღიმოდა ამერიკულ კინოებში რომ უღიმიან ხოლმე. წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. როცა ჩავედი ნაწყენმა მკითხა, რატო წახვედიო. იქვე დავსხედით და სერიალებზე ვილაპარაკეთ. 
♣ან რა გამიხარდა ან რა მინდოდა აგერ უკვე მე-2 წელია ვიხსენებ ამ ამბავს და მიკვირს.

Advertisements

On the road

მთაწმინდის გზაზე ვიყავით. მანქანა საშინელი სისწრაფით მიჰყავდა ჩემს მეგობარს. ჰაერის ნაკადი სახეზე მეფერებოდა და გრძელ თმას თავის სურვილზე ათამაშებდა. მთხოვეს რადიოს ბოლომდე აუწიეო. ახლაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ მღეროდა, მაგრამ რაღაც კარგს ამბობდა ის კაცი, ასე მგონია. ხეების ჯარი ერთმანეთს ენაცვლებოდა და თითქოს გზის პირას ჩამწკრივებული ერთ სხეულს ქმნიდა. მეღიმებოდა ბედნიერებისგან. ჩემი ქალაქი ციცინათელების ბუდეს ჰგავდა შორიდან. აკიაფებული სახლებს შორის სიბნელის ლანდები კრთებოდა და თბილისის ჩაძინებას ელოდა, რომ უკუნის ფერხულში ჩაბმულიყო. მე და ჩემი მეგობრები მანქანაში ვისხედით და მე ვიცოდი, მათ არასდროს დავკარგავ. 10 წლის მერე თუნდაც დიდი ხნის უნახავებს ასე უეცრად სადმე მოგვინდება ღამე გასეირნება. ისევ ასე გვეყვარება ერთმანეთზე ხუმრობა და გიჟებივით მოქცევა.

-100 ისტორია დღიურიდან.

New year, new me

ამ სათაურში მოხსენიებულ ფრაზას ყოველ წელს ვეუბნებოდი ჩემს თავს. ახალ წლისთვის გეგმებს ვაწყობდი, გასაკეთებელი საქმეების სიას ვადგენდი, ჩამოვწერდი ადგილებს, ფილმებს, სერიალებს, რომელთა ნახვაც მინდოდა ან წიგნებს, რომელთა წაკითხვას ვაპირებდი. ეს ენთუზიაზმი მაქსიმუმ ერთი თვე მიმყვებოდა და შემდეგ მალევე მავიწყდებოდა, სანამ ზამთრის სუსხი თბილი ქურთუკის ჩაცმას არ მაიძულებდა და რუსთაველზე ჭაღებს არ დაკიდდნენ საახალწლო განწყობის შესაქმნელად. Continue reading New year, new me

გასეირნება მანჰეტენზე

ღამის სამი საათი იქნებოდა როცა ნიკიმ დამირეკა. იცოდა არ დამეძინებოდა, მეორე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითხრა ჩემი სმენა დამთავრდა და გამოგივლი გავისეირნოთო. ღამის ნიო-იორკი ძალიან უყვარდა და ხშირად გვისერნია  მისი ძველის ძველი შევროლეთი. მაშინვე დავეთანხმე, ჩემი პატარა ბინის ფანჯრიდან მეზობლის თვალთვალი ისედაც მომბეზრდა. ბებერი ბილი მხატვარი იყო და ო’ჰენრის პერსონაჟივით ყველას არწმუნებდა, რომ ერთ დღეს შედევრს შექმნიდა. მანამდე კი ცენტრალურ პარკში ბამბის ნაყინებს გაყიდვით ირჩენდა თავს და ჩემნაირი ჯიბეგაფეკილი უცხოლებით სავსე სახლში ცხოვრობდა. მაცივარს ჩავუარე და მის დანახვისას ვიფიქრე ბილს ტყემალს დავუტოვებ სანამ წავალ-მეთქი, ერთხელ გავასინჯე და ისე მოეწონა შემეხვეწა გავყიდოთო, მაშინ ვერ გავიმეტე. გამოცვლა დავაპირე, რადგან ჩემი ეიფელის კოშკებიანი პიჟამა შესაფერისად არ ჩავთვალე. ჩემოდანი გავხსენი და თვალი მოვკარი ლილის ნაჩუქარ მოკლე მაიკას. მარწმუნებდა, რომ დავინახე, მივხვდი ზუსტად საშენო იყოო, არადა არც პრინტი მომწონდა და არც ჭიპის გამოჩენდა. ვიფიქრე ჯანდაბას ბოლოს დღეს მაინც ჩავიცვამ-მეთქი. პრინტს რაც შეეხება სამხედრო კომუფლაჟით იყო გაწყობილი და შავად ეწერა fearless. ჩვეულებრივი ჯინსი და მუქი მწვანე კეტები ჩავიცვი, თმა გავიშალე და პატარა ტყავის შავი ჩანთაში საჭირო ნივთები და ნიკის საჩუქარი ჩავალაგე. დიდხანს ვუყურებდი ფოტოაპარატს და ბოლოს ისიც ჩავდე. ამ დროს ნიკიმ დამირეკა.
-შენს სახლთან ვარ, გამოდი.
-ოკეი.

Continue reading გასეირნება მანჰეტენზე

ჰოდა

ჰოოდა ბოლო ზარიც მქონდა და ვინ იცის ჩემი სიმწრით ნაყიდი მარკერები სად სტალინის უჯრაში წავიდა.
ხვალ გამოცდა მაქვს და აღარც ნერვები დამრჩა, აღარც ძალა, აღარც სურვილი (ჩაბარების) და აღარც პური კარადაში.
ჰოდა ტორტის ჭრაში მაგარი ვარ.
ჰოდა კარტოფილს სულ არ გავს სტრაქსი.
ჰოდა რა მეშველება მე ხვააალ?!
ჰოდა ერთმა ცოლი მოიყვანა და ძაან გამიხარდა(მერე რა, რომ არ ვიცნობ)
ჰოდა სირიუს ბლექი მეხატა!
ჰოდა გუშინ რიჟა ფისო გადავარჩინე სიკვდილს! *აი ემ ა ჰიროუ*
В жизне всё по другому 🙂