ოცნებაზე მოგონება

მჯერა, რომ ყველას გვაქვს უცნაური ოცნებები. არა ისეთები, როგორებიცაა მოგზაურობები, მანქანა, სახლი და ა.შ. აი პატარა სურვილები, სულ რომ არაფერი უნდათ მათ ასრულებას. მეც რატომღაც სულ მინდოდა, რომ, როცა ვინმეს მივწერდი სად ხარ-მეთქი მას ეპასუხა უკან გამოიხედეო.ლიგამუსის აივანზე ვიჯექი ცოტა გაბრაზებული. ის ხალხს შეერია და ვერც კი მივხვდი როდის ჩამომშორდა.ერთი მივაძახე დაბლა ვიქნები მეთქი და გამოვედი. სულ კიდეში დავჯექი და ინტერნეტის დაჭერას შევუდექი. უცებ მომწერა სად წახვედიო ვუთხარი აივანზე ვარ მეთქი. პასუხი მომდის უკან გამოიხედე.

image

ბავშვივით გამიხარდა. რაღაცა არსებობს მეთქი ჩემთვის გავიფიქრე და პატარა ოცნება ახდენისგან აღფრთოვანებულმა სასწრაფოდ უკან გავიხედე და დავინახე, იქვე კიბეების თავში იდგა და ისე მიღიმოდა ამერიკულ კინოებში რომ უღიმიან ხოლმე. წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. როცა ჩავედი ნაწყენმა მკითხა, რატო წახვედიო. იქვე დავსხედით და სერიალებზე ვილაპარაკეთ. 
♣ან რა გამიხარდა ან რა მინდოდა აგერ უკვე მე-2 წელია ვიხსენებ ამ ამბავს და მიკვირს.

Advertisements

4 thoughts on “ოცნებაზე მოგონება

  1. ჩემი პატარა ოცნება იყო მომსვლოდა მეილი სათაურით: “New Post – მარიშკალიას ბლოგი”. კი, მგონი ეგეთი “დეტალური” ოცნება ყველას აქვს, მეც ამხდენია პატარა ნიუანსივით და მართლაც იმას გაფიქრებს, რომ რაღაც არსებობს.. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s