გასეირნება მანჰეტენზე

ღამის სამი საათი იქნებოდა როცა ნიკიმ დამირეკა. იცოდა არ დამეძინებოდა, მეორე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითხრა ჩემი სმენა დამთავრდა და გამოგივლი გავისეირნოთო. ღამის ნიო-იორკი ძალიან უყვარდა და ხშირად გვისერნია  მისი ძველის ძველი შევროლეთი. მაშინვე დავეთანხმე, ჩემი პატარა ბინის ფანჯრიდან მეზობლის თვალთვალი ისედაც მომბეზრდა. ბებერი ბილი მხატვარი იყო და ო’ჰენრის პერსონაჟივით ყველას არწმუნებდა, რომ ერთ დღეს შედევრს შექმნიდა. მანამდე კი ცენტრალურ პარკში ბამბის ნაყინებს გაყიდვით ირჩენდა თავს და ჩემნაირი ჯიბეგაფეკილი უცხოლებით სავსე სახლში ცხოვრობდა. მაცივარს ჩავუარე და მის დანახვისას ვიფიქრე ბილს ტყემალს დავუტოვებ სანამ წავალ-მეთქი, ერთხელ გავასინჯე და ისე მოეწონა შემეხვეწა გავყიდოთო, მაშინ ვერ გავიმეტე. გამოცვლა დავაპირე, რადგან ჩემი ეიფელის კოშკებიანი პიჟამა შესაფერისად არ ჩავთვალე. ჩემოდანი გავხსენი და თვალი მოვკარი ლილის ნაჩუქარ მოკლე მაიკას. მარწმუნებდა, რომ დავინახე, მივხვდი ზუსტად საშენო იყოო, არადა არც პრინტი მომწონდა და არც ჭიპის გამოჩენდა. ვიფიქრე ჯანდაბას ბოლოს დღეს მაინც ჩავიცვამ-მეთქი. პრინტს რაც შეეხება სამხედრო კომუფლაჟით იყო გაწყობილი და შავად ეწერა fearless. ჩვეულებრივი ჯინსი და მუქი მწვანე კეტები ჩავიცვი, თმა გავიშალე და პატარა ტყავის შავი ჩანთაში საჭირო ნივთები და ნიკის საჩუქარი ჩავალაგე. დიდხანს ვუყურებდი ფოტოაპარატს და ბოლოს ისიც ჩავდე. ამ დროს ნიკიმ დამირეკა.
-შენს სახლთან ვარ, გამოდი.
-ოკეი.

ნიკის ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ამბობდა ჩემს სათქმელს ჩემი მუსიკა ამბობსო. მისი ცხოვრებისეული იმედგაცრუება ის იყო, რომ 60-იან წლებში არ დაიბადა და  კიდევ ის, რომ ვერ მოახერხა ერთ ღამეში 12 კლუბში შესვლა. ეს უკანასკნელი ნიძლავი იყო, რომელიც წააგო და ამის გამო მოუწია პამიდორი ეჭამა. სავალალო არაფერია, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ ის არასდროს გაესინჯა. საწყალს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს საწამლავს ჭამდა. 2 კვირის მერე გამომიტყდა ძალიან გემრიელი რამე ყოფილა ეს პამიდორიო. ამაზე ფიქრისას კიბეები ჩავამთავრე და ნიკის მწვანე მანქანასთან მივედი. ფერებით მე და შოშია ვუხდებოდით ერთმანეთს. ჰო, სულ დამავიწყდა, შოშია ამ ძველ შევროლეს ერქვა, რადგან ერთხელ გზაში ეს ფრინველი შეგვასკდა და მოკვდა. ქართულად ამოვიოხრე “საწყალი შოშია-მეთქი” ნიკი გაოცებული მიყურებდა. მანამდე მშობლიურ ენაზე არაფერი მითქვამს. სიტყვა შოშია მოეწონა და დაარქვა თავის მანქანას. კარი გამოვაღე და სკამზე მოვკალათდი. ნიკიმ ერთი შემათვალიერა, მხრები აიჩეჩა და დაქოქა.
-დღეს მუსიკა შენ აარჩიე.-შემოუხედავად მითხრა.
-ჩემი განწყობის გაგება გინდა?-ვუპასუხე ღიმილით.

-მაინტერესებს რითი დამემშვიდობები.
-საჩუქრით.

-რა მომიმზადე?

-სიურპრიზია.
-დავინტრიგდი.

-ეგ მქონდა ჩაფიქრებული. სად მივდივართ?

-მანჰეტენზე.

-მეხუმრები? მაგდენი ბენზინი გაქვს?

-დღეს ხელფასი ავიღე.

-კარგი, მაშინ სადმე დავსხდეთ, გპატიჟებ.

-ოკეი.

მასთან ლაპარაკი სულ ოკეი-თი მთავრდებოდა. დაგვცინოდნენ ჯონ გრინის ჰეიზელი და ავგუსტუსი ხართო. ამ დროს შეუმჩნევლად ხეზე სამჯერ ვაკაკუნებდი.მუსიკა ჩავრთე.

ამ ქალაქის ქუჩები ძალიან მიყვარდა. ფანჯარა ბოლომდე ჩავუწიე და თავი გარეთ გავყავი. ქარი სახეში მცემდა და გაშლილ თამს მიწეწდა. ნიკიმ გამომხედა და გაზს მიაწვა. ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ სიჩქარე ძალიან მიყვარდა. ქუჩებში სიჩუმე სუფევდა და აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა ვინმე სულიერი. ერთ-ერთ მოსახვევში ვიღაც ბიჭი დავინახე, რომელმაც ხელი დამიქნია. გავუღიმე, მაგრამ იგივე ჟესტით არ მიპასუხია.ერთ აღმართს ავუყევით, რომელიც თბილისში ჩემი სახლის აღმართს მივამსგავსე. ცოტაც და ბრუკლინის ხიდს მივუახლოვდებოდით.

-რაზე ფიქრობ?-მკითხა ნიკიმ.

-სახლზე.

-შენს ქოხმახზე?-სულ დასცინოდა ჩემს პატარა ბინას.

-არა, თბილისის სახლზე.

-უცნაური სახელი ჰქვია შენს ქალაქს.

-ამას კომპლიმენტად მივიღებ.-ქართული სიტყვები კირას იაპონურზე მეტად ეუცნაურებოდა. კირა კი ინგლისურზე მეტად თავის ენაზე ლაპარაკობდა. ვერაფერს ვუგებდით, მაგრამ მაინც ყველგან ვპატიჟებდით, ჰარმონიკაზე უკრავდა სასწაულად.

-რას ფიქრობ შენს ქალაქზე?-მთავარ თემას დაუბრუნდა.

– მომენატრა იქაურობა.

-ეზოს მაწანწალა კატებიც მოგენატრა?-უჩვეულო სევდიანი ხმით მკითხა.

-არა, ნიკი მაწანწალა კატები არ მომნატრებია.-ვუპასუხე სიცილით და ამ დროს ბრუკლინის ხიდი გამოჩნდა. მახსოვს პირველად რომ დავინახე, თვალებს ვერ დავუჯერე. არ მეგონა თუ ასეთი დიდი იქნებოდა, ახალჩასული ვიყავი და თავი გავიგიჟე, ყვითელ ტაქსში მოვინდომე ჩაჯდომა. ბრუკლინის ხიდისა არ იყოს ეს ტაქსებიც უჩვეულოდ დიდი აღმოჩნდა და ამავდროულად შეუფერებლად ძვირი. მაშინაც ჩამოვწიე ფანჯარა და თავი გარეთ გავყავი, მაგრამ გვერდითა მანქანიდან ვიღაცამ მომაძახა თავი შეყავი თორემ ხიდის ბოლომდე კისერზე არ შეგრჩებაო. ახლა მოძრაობა ნაკლები იყო, ასე რომ უფრო მშვიდად ვიყავი.

ცოტა ხანში უკვე მანჰეტენზე ვიყავით. ეს დიდებული ადგილია. მე და ნიკი აქაურობას ხუმრობით მსოფლიოს ყველაზე ნათელ ადგილს ვეძახდით. ვთხოვე აქ ნელა გავიაროთ-მეთქი.
გაგრძელება იქნება….

Advertisements

8 thoughts on “გასეირნება მანჰეტენზე

    1. ძალიან კარგი თუ გაგეღიმა! ახლა დასასვენებლად ვარ და მობილურის ინტერნეტი საკმაოდ ნელია, ამიტომ ვწერ, მაგრამ ვერ ვაქვეყნებ 😦 როგორხ კი ნორმალური ინტერნეტი მექნება ავტვირთავ დანარჩენს :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s