იპოვე თავი შენი

გადაწყვეტილებების გზაზე ვდგავარ და ისევ არ ვიცი არ გავაკეთო. სამწუხაროდ, ეს ჩემი შექმნილი სამყარო არაა და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ თავად უნდა ვიპოვო. ყოველთვის დიდ დროს ვხარჯავდი იმაზე ფიქრში, თუ რა და როგორ შეიძლება მომხდარიყო. ვფიქრობდი, რომ საკუთარი ცხოვრების სცენარს თავად ვწერდი, სინამდვილეში კი უბრალოდ თავის ვიმართლებდი და გამოსავლის პოვნის ნაცვლად ახალ პრობლემებს ვიქმნიდი. ვფიქრობდი.. მეგონა…   ეს პრობლმები კი არსად ქრებოდა და ახლა დროა ისინი გადავჭრა. გადამალული სირთულეები ზამთრის ძილიდან გამოვიყვანო და საერთოდ გავაქრო. მეყო ზამთარი. გაზაფხულის დროა. პრობლემები, რომლებიც ახლა, ამ წამს ვაღიარე, არც ისეთი საშინელია. კონცენტრაცია მჭირდება იმაზე, რაც ჩემი მომავლისთვისაა აუცილებელი. როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ეს იქნება მარტივი.

მართალია ეს თაგვი.. 🙂

დრო გავიდა, ღირებულებები გადაფასდა, ურთიერთობები გაცვდა და შეცდომები დაგროვდა.
არც ისეთი პატარა და არც ისეთი დიდი. ასეთად ვთვლიდი ყველაფერს ჩემს გარშემო. დროა ეს გამოვასწორო. დრო გადის და არ ვაპირებ უბრალოდ დინებას მივყვე. ცოტა უნდა გამოვცოცხლდე.  არჩევანი უნდა გავაკეთო და მას მივყვე.  ყველაფერი ჩემს გარშემო არ ტრიალებს, ყველაფერში დამნაშავე მე არ ვარ და ერთი შეცდომით ყველაფერი არ ინგრევა. აი ასე. მარტივად.
მეგონა პრინციპები უკვე ჩამოვაყალიბე და აღარასდროს შევიცვლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერია სამუდამო. დღეს უკვე მეასედ შევიცვალე აზრი ყველაფერზე. ასე რომ … დაე იყოს ცვლილებები! ოღონდ გონიერი 🙂

არ ავნო და არ გავნებენ? როგორც ჩანს, წესები ასეთი მარტივი არაა. უფრო სწორად წესები საერთოდ  არ მოყვება ვნებას 🙂

რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბევრი დაიკარგა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გვერდში მედგნენ ჩემი უხმო გაურკვევლობის მიუხედავად, მუდამ მეყვარება. მათ მე მასწავლეს ბრძოლა. ისინი კი ვინც ომში დავკარგე, აუცილებელი მსხვერპლი იყო. ბრძოლა გრძელდება. ეს ყოფილა მთავარი.

შეცდომები.

Простите меня, святой отец, ибо я согрешила…

ყველაფერი წინაა(?)!

ცეკვა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის..

მგონი ჯობია შევეშვა უცნაური “ნამიოკებით” წერას. დროა კვანძი გავხსნა და გამოვუტყდე საკუთარ თავს.
რა მინდა?


the plan is to survive.

Advertisements

5 thoughts on “იპოვე თავი შენი

  1. ერთი რამ გახსოვდეს.. რაც არ უდნა მოხდეს..რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო ყოველთვის გახსოვდეს, რომ ის შენი არჩევანია. სხვებს მოუსმინე.. რჩევაც კითხე.. მაგრამ გადაწყვეტილება შენით მიიღე.. 🙂 არავის მისცე უფლება შენი სავალი გზა თავად აგირჩიოს.. შეცდომაც რომ დაუშვა და შენი არჩეული გზა მერე არ მოგეწონა დაიკიდე.. შეცდომები იმისთვის არსებობს რომ მათზე ისწავლო და ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადო. 🙂

    1. სრულიად გეთანხმები! 🙂 რჩევები მართლა უნდა გავითვალისწინო 🙂 ასე რომ, დიდი მადლობა კარგი რჩევისთვის ^_^

  2. “შეცდომები დაგროვდა” – ეს ყველაზე მაგრად ტეხავს. 😦 მაგრამ საჭიროა, აწმყოთი იცხოვროს ადამიანმა და მართლაც, “ყველაფერში დამნაშავე მე არ ვარ, ყველაფერი ერთი შეცდომით არ ინგრევა”!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s