ბედნიერება

არ ვიცი ამას რატომ ვწერ, მაგრამ ვიცი, რომ ლეპტოპის დაჯდომამდე უნდა მოვასწრო. მუსიკა ყოველთვის შთამაგონებს და იდეებს მაწვდის–ხოლმე და ახლაც ასე მოხდა.  არც ის ვიცი ეს თემა სად ვიპოვე, მაგრამ უნდა დავწერო ბედნიერებაზე. უფრო სწორად ჩემს ხედვაზე. 🙂
მე მყავს მეგობარი, რომელიც რატომღაც არასდროს მეგონა ბედნიერი. სულ წუწუნებს და კარგს არასდროს ამბობს. თუმცა საწუწუნო ყოველთვის უაზრობა აქვს.. მე კი ამის მოსმენა მიწევს. თუმცა წუწუნის  გამო უბედური არ მეგონა. მისი უაზრო ლაპარაკი და ცხვრების მიზანი მეგონა უბედურება. თითქოს ბევრ რამეს ვერ ხედავდა.
პრინციპში ყველა უბედური მგონია.. ახლა იმას არ დავწერ, რომ ქუჩაში ხალხი არ იღიმება, ქალაქი უღიმღამოა და ვაიმე რამდენი მათხოვარია და საერთოდ საქართველოს ეშველებააააა? უკვე იმდენმა თქვა ეს, რომ თავს ზემოთ მიდის ეს სიტყვები. უბრალოდ ყველა უბედური მეგონა. ბედნიერება არც ვიცოდი რა იყო, მაგრამ ახლა დავფიქრდი და ის ჩემი მეგობარი ძალიანაც რომ ბედნიერია.  ყავს ბევრი მეგობარი, კარგი ოჯახი, თავზე სახურავი არ ექცევა და ფეხქვეშ მიწა არ ეცლება, სულ აქეთ–იქით დასეირნობს, დამხიარულობს და ა.შ. აბა რა აქვს მას უბედური? ვიცი, რომ იტყვით ეს ყველაფერი საკმარისი არააო, მაგრამ მგონი საკმარისია. მეც ბედნიერი ვარ. მე ვაკეთებ იმას რაც მინდა, რომ გავაკეთო ახლა და მომავალშიც, მე ვიცი, რომ თუ მყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც გვერდში დამიდგებიან ყოველთვის, თავისუფალი დროც მაქვს აბიტურიენტობის მიუხედავად, უკვე 3 წიგნი წავიკითხე ბოლო ორ კვირაში, მალე doctor who-ს საიუბილეო ეპიზოდი გამოვა, “თორში” ლოკი არ მომკვდარა, ბიოლოგია თითქმის ვისწავლე და სკოლაში გათბობაც კი ჩამირთეს! ჰო ვიცი, რომ ცოტა სისულელეა ეს “ბედნიერებები”.  არა უშავს.
მე აღარ მჭირდება ამ სამყაროდან გაქცევა იმიტომ, რომ მე  ბედნიერი ვარ და ვიქნები. მორჩა და გათავდა!
თქვენც იყავით ბედნიერები და გაგიხარდეთ, რომ ლოკი ცოცხალია!!!
P.S.რა საპოსტო ესაა, მაგრამ ჯანდაბას ეგდოს.
P.P.S. http://mygif.eu/wp-content/gallery/index/140064496413663.gif ჟირაფებიიიიი!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s