მოღალატე

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი ანოტაცია. მეორე დავალებასთან ბრძოლის შედეგი!

კითხვაზე რას ვერ აპატიებთ საყვარელ ადამიანს, პასუხი ტრადიციულად ღალატია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ სიტყვის შინაარსი გაუაზრებელია.
მთელი ცხოვრების მანძილზე უჩუმრად მომსდევს შიში იმისა, რომ ოდესმე საშინელი ღალატის მსხვერპლი გავხდები და როცა ეს მოხდება, ალბათ ამასთან შეგუებილიც კი ვიქნები. სწორედ ამიტომ მომხვდა თვალში ოტია იოსელიანის ნაწარმოები“ქალი გამოვიდა საღალატოდ”. წინათგრძნობით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ახლა რატომღაც ვიცოდი, რომ ეს ნაწარმოები ძალიან ბევრს მასწავლიდა. ეს ნაწარმოები რბილად, რომ ვთქვათ სრულიად ცვლის შეხედულებას სიყვარულის და თავგანწირვის შესახებ.
ოტია იოსელიანის სიტყვათა შეთანხმება გონებას მირევდა და ყოველი წინადადების თავიდან წაკითხვა და სამუდამოდ დამახსოვრება მინდოდა. მთავარი გმირი საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ქალია, რომელსაც ქმარმა მათი საერთო სარეცელი შეულახა. ეს მოვლენა გახდა ბიძგი ნუცას და მისი დიდი ხნის დავიწყებული და კუთხეში მიმწყვდეული შინაგანი ხმისთვის ცხოვრებას სრულიად ახალი კუთხით ჩვენების. ის რასაც მთელი ცხოვრება ფარცხავდა და მალავდა მის წინ იშლება და არსებობას უწამლავს. შურისსაძიებლად ქალაქის ქუჩებში გადის და ეძებს ადამიანს, რომელიც ისევე წაბილწავს მის სულს და სხეულს  როგორც მისმა ქმარმა გააკეთა.

ნაწარმოებში დიალოგი მიმდინარეობს ნუცას და მის მეორე მე–ს შორის. როგორც ჩანს, ცხოვრებაში,  ადამიანი ნებით თუ უნებლიედ, მხოლოდ საკუთარი სიყვარულისთვის იბრძვის. ის სიკეთე, თავდადება, უნაგარობა, რომელიც ჩვენ გაგვიღია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყო. ჩვენს მიერ ჩადინილი ყოველი მოქმედება ჩვენ თავებს და იმ სიწმინდეს ემსახურება, რომლისაც გვწამს.

“თუ შენ სიცოცხლის ჭეშმარიტი სიცოცხლის ერთგული არ ხარ შენც მოღალატე ხარ. მხოლოდ საკუთარი თავის ერთგული იყო და როგორც კი საკუთარ თავს უღალატებ შენი არსებობა ისეთივე მურთხი იქნება, როგორიც მოღალატე ქმარია.”–ამას უმეორებს მეორე მე გაწამებულ ნუცას. სწორედ ის თავმდაბლობა, კდემამოსილება და ერთგულება ხიბლავდა ნუცას დაქალის რჩეულს, თუმცა მაშინ ამას ჩვენი ქალბატონი  ხვდებოდა, მაგრამ ის ვინც ყველას ერჩივნა  და და დაზე უკეთეს ამას შინაგანად ებრძოდა. მან ვერ გაიმარჯვა, თუმცა ეს ცხოვება ის ომია, რომელშიც ვერავინ იმარჯვებს, მაგრამ ყველათავგანწირვით კი იბრძვის.
ყოველი ნაბიჯი, რომლსაც ნუცა დგამდა ზუსტად იმ ერთადერთი სიყვარულით იყო ნაკარნახები, რომლისთვისაც მას არც უბრძოლია. იმ ორმხრივი, მაგრამ დამალული სიყვარულის, რომლის შორისაც ნუცას დაქალი ცეცხლივით იდგა.

ყველაფერი რისთვისაც უბრძოლია უაზრო და უსულო იყო. ქმრის უსიცოცხლობამ და უსაყვარლესი მეგობრის სიკვდილმა იმედი დააკარგვინა.

“განუკითხავი, უსაზღვრო და ერთგული სიყვარული ისეთივე შენდობას იმსახურებს, როგორსაც სიძულვილი, მტრობა და ღალატი.”

ყველაფერი წმინდა და ერთი შეხედვით უბოროტო მხოლოდ და მხოლოდ შეფარული შეჯიბრება იყო.უბედურების სათავედ კი ნამდვილ და უღალატო სიყვარულს მოიხსენიებს.
მე არ ვიცი რა დავარქვა ამ ერთი დღის თუ 11 წლის ტანჯვას და ცხოვრების განსჯას. ალბათ ისევ ბედს უნდა დავაბრალო ნუცას ნამდვილ სიყვარულსთან დაბრუნებას.
საბოლოოდ ყველაფერი რაც სათქმელი იყო ითქვა. უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრა და წარსულიც ხიდის ქვეშ ჩამდინარე მტკვარს გაჰყვა. ქალმა საკუთარ პრინციპებს ბოლომდე არ უღალატა და ბინძურ “შავმანქანიანს” არ შეალახვინა თავი. ღალატს გამოქცეული ნუცა სიყვარულის გზას გაუყვა.

“დღეს როცა სულიც ჩვენია და ხორციც გაჭირდა რმერთისა და კაცის მსახურება.  სული რომ დავაპურეთ, ხორცი მოგვიშივდა, ხორცი გავაძღეთ და სული გაგვიპარტახდა.”–ამბობს ნუცას მეორე მე. ნუთუ ეს სიტყვები საკმარისი არაა? ოტია იოსელიანმა ადამიანის ხასიათი გამოამზეურა და ჩემს შემთხვევაში სათვალის წინ დამიდო.  ის რაც ვიცოდით, მაგრამ არ ვაღიარებდით. ჩვენ ყველანი მოღალატეები ვართ.

–მოხვედი?

–მოვედი.

Advertisements

4 thoughts on “მოღალატე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s