შემოდგომის ღიმილი

შემოდგომა არის ყველაზე ლამაზი დრო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც. მთელი ზაფხული საიდუმლოდ ველოდები წვიმიან და გრილ ამინდს.მთელი თვე ტემპერატურის დაწევაზე ვოცნებობდი და როგორც იქნა მეღირსა დილით ადგომისას 13 გრადუსის დანახვა. თბილი შემოდგომა არ მიყვარს. მირჩევნია დილას სიცივეში გავრბოდე სამზარეულოში ცხელი ყავის დასალევად.   სახლიდან გასვლის წინ კი დიდ თბილ ჟაკეტს ან ქურთუკს ვიცვამდე.
არც გაზაფხულის პირველი ყვავილის და პირველი თოვლის აღმოჩენა ისე არ მახარებს როგორც ჩამოცვენილი ფოთლების შრიალი. ჩემი შემოდგომაც მეხმარება და მზიან–ქარიან ამინდებს არ მაკლებს.
სიცივის არსებობა მახარებს. გაყინული ჰაერი ფილტვებში ჩადის და სულს მიყინავს.
მახსენდება, რომ ცოცხალი ვარ.
ჩემი სახლის წინ ტყემლის ხე დგას. მე მას “დროის ხე” ვეძახი. გუშინ შევამჩნიე, რომ ფოთლები უყვითლდება.

გულში, სექტემბერში ახალ წელს ავღნიშნავ, ოქტომბერში სიყვარულის დღეს, ნოემბერში კი ფერისცვალებას.
შემოდგომა რთველია. ჩემი რთველი. შაბათ-კვირას კახეთის გზას გაყოლა და ყველა სოფელში რაღაც ნაცნობის აღმოჩენა. შემოდგომა გზაზე გამოფენილი ჩურჩხელები, ჩირები და ჩამიჩებია. გამხმარი სიმინდები და დახუნძლული ვენახებია.
მანქანა ეზოში არც იყო შესული როცა მე უკვე ჩემი აივანზე გავრბოდი კავკასიონთან შესაგებებლად. მეორე სათული საოცარი სიწრაფით ავიბინე და აივანზე გასასვლელ ოთახში შევედი. უცებ ქინძის და რეჰანის მკვეთრი სუნი მეცა, ზამთრისთვის ახმობს ბებია. კედელზე კი ნიორის და წიწაკის ასხმულა იყო ჩამოკიდებული. ფართო მაგიდაზე მურაბები ეწყო, რომელიც მეორე დღეს დიდ მარანში ჩავიტანეთ. როგორც იქნა კავკასიონს შევხვდი. ჯერ არ დაუთოვლია, მაგრამ როგორც ყოველთვის დიდებული იყო. მეორე დღეს დილით 8–ის ნახევარზე ავდექი და ვენახში ჩავედი ყურძნის დასაკრეფად. გზად მესხურს ვუსმენდი და სიხარულისგან გული გამალებით მიცემდა. თითქოს არაფერი იყო, სასიხარულო ასეთი აჟიოტაჟი, რომ ჰქონდა ატეხელი ჩემ გულს, მაგრამ ყურძნის მტევნებს შორის მზის სხივების გარდატეხა, რომ დავინახე მივხვდი, სილამაზე რა იყო.photo 3

წელს განსაკუთრებული ახალი წელი მაქვს. სკოლაში ბოლო წელს ვატარებ. ჯერჯერობით ეს 2 კვირა ყველა დანარჩენ დღეს ჯობს. კლასში ასვლა ისე აღარ მიძნელდება როგორც ადრე. იმაზე ხშირად ვიღიმი ვიდრე ოდესმე. თითქოს ყველაფერი კარგად იქნება. გამოცდების შიშს  წიგნებში კი ვახრჩობ, მაგრამ იმის  მეშინია, თვითონაც არ დავიხრჩო. 😦
დღეს “ლუნას” ღიმილმა კარგ ხასიათზე. ამან ცოტა შემაშინა.

კიდევ ერთი რის გამოც შემოდგომა მიყვარს ეს ფერებია. ბუნებას ულამაზესი ფერების პალიტრა აქვს და ამაში ყოველ წელს ვრწმუნდები. ხანდახან წითელის ნაცვლად ბროწეულისფერს ვამბობ. ეხლაღა მესმის გამოცანა “გარეთ ატლასი შიგნით ათასის” მნიშვნელობას. large
სიცივე მინდა.
გამოღვიძება მინდა.

თავის უფლება  მინდა.

P.S. შემოდგომას გილოცავთ.

Advertisements

2 thoughts on “შემოდგომის ღიმილი

  1. სამად სამი რამ მიყვარდა შმეოდგომაში, სახლში ახალ დაბრუნებულს და გაყინულს ცხელი ჩაის დალევა, ფუმფულა ჯემპრების ტარება და ჩემი დაბადების დღე (ეს უკანაკსკნელი ბოლო ორი წელია რატომღაც შემძულდა)
    პ.ს შენც გილოცავ , მარიშკა ;დ

    1. შემოდგომის მგონი ყველაფერი მიყვარს, დასასრულის გარდა ❤ აქამდე არ ვაღიარებდი, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს–ო და სიცივეც მიყვარს ^_^ უბრალოდ ისეთი არა, იმის მერე, რომ ვერ გავთბე :დ
      პ.ს. მართლაც მოსალოცია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s