დაწყევლილი კოლექციონერი

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი ანოტაცია. პირველ დავალებასთან ბრძოლის შედეგი! წინ კიდევ ოთხი ბრძოლა მაქ ვს!

კოლექციონერები ყოველთვის ჩაკეტილ ადამიანებად მიმაჩნდა. ვფოქრობდი, რომ სიცოცხლისადმი ინტერესი მათ შეგროვებულ ნივთებს შორის იკარგებოდა. ალბათ ყველა ადამიანში არსებობს კოლექციონერი, მაგრამ მთავარია რისი(ან ვისი). ჯონ ფაულზის კოლექციონერმა პეპლების და მათი კოლექციონერებისადმი შიშიც კი გამიჩინა.

მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არ არის ტიპიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს პლატონური სიყვარულის შესახებ. ეს არის ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს მოულოდნელობებზე და საფრთხეებზე. მთავარი გმირი, ფრედერიკი უბრალო კლერკი იყო, რომლის ყოველდღიურობა წარმოუდგენლად უღიმღამო იყო, მარტოსულობა კი შემზარავი. მირანდა კი სრულიად საპირისპირო, სიცოცხლით სავსე, ენთუზიასტი მხატვარი იყო, რომელიც სიცოცხლეზე გიჟდებოდა. ის სკოლის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად გაემგზავრა მშობლიური ქალაქიდან. ფრედერიკი ხვდებოდა რამდენად შორეული და მიუწვდომელი იყო მირანდა მისთვის. სამწუხაროდ ბედი ხანდახან ზედმეტად სარკასტული ხდება და ამ უბრალოდ კლერკს უზარმაზარი თანხის მოგება ხვდა წილად. ამ უცნაურმა გარდატეხამ შეცვალა ყველაფერი.  ფრედერიკი ლონდონში გაემგზავრა და მირანდა მოძებნა. მისი დანახვისას სწორედ ის იგრძნო რასაც სხვები სიყვარულს უწოდებენ, მე კი ვგრძნობდი, რომ მალე საშინელება მოხდებოდა. სწორედ ამას ერქვა “Затишье перед бурей”. ფრედერიკმა გადაწყვიტა მირანდა მოეტაცებინა და რაც ყველაზე მთავარი იყო ეს გენიალურ აზრად მოეჩვენა. მას ეგონა, რომ ეს მდგომარეობა მათ დააახლოებდა. საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამ “ოპერაციის” დაგეგმვას და ახალნაყიდი სახლის სარდაფის მოწყობას(სადაც შემდგომში განვითარდა მოქმედება).  იმ საბედისწერო საღამოს როცა მირანდას გატაცება იყო დაგეგმილი, შიშით ველოდი. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ფრედერიკმა ის  ქლოროფორმით გააბრუა და ფურგონში გაკოჭილი შეიყვანა.
პირველი დღეები სრული ქაოსი იყო. გაურკვევლობა, შიში, მოულოდნელობა. მე ამ ყველაფერს ფრედერიკთან ერთად განვიცდიდი და საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, რომ მისდამი სიბრალულით ვიყავი გამწყობილი. სარდაფი, სადაც მირანდა იყო გამოკეტილი მისთვის ყველაფერი იყო, ყოველ შემთხვევაში ფრედერიკს ასე ეგონა. მისი სიტყვები იმდენად ოპტიმისტურად ჟღერდა, რომ იფიქრებდი ოდესმე ისინი მართლა შეიყვარებენ ერთმანეთს და პეპლების მოყვარულთა კლუბშიც ერთად ივლიანო. ფრედერიკი ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად იქცეოდა. მირანდა გამოკეტილი ჰყავდა სადაფში და არსად უშვებდა. აბსულიტურად ყველაფერს თავად აკეთებდა. თუმცა, მირანდას ახლოს ყოლა, მისი ყოველ წუთს ნახვა, მისი ხმის მოსმენა უსაზღვროდ ბედნიერს ხდიდა. მანიაკალურად უყვარდა ის, თუმცა, თავისივე თქმით, ვერ გამოხატავდა ამას.

მირანდამ რამდენჯერმე სასოწარკვეთილად ცადა გაქცევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბრალო გოგო, რომლიც სუფთა ჰაერს და მზის შუქს ნატრულობდა,  ყოველ ღამე ღმერთს, (რომლისაც არ სწამდა) ევედრებოდა თავისუფლებას. მისი შეუპოვრობით აღფრთოვანებული ვიყავი. ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაგრამ ბედმა არანაირი შესაძლებლობა არ მისცა. მე მისი დღიურის მესაიდუმლე გავხდი. მის ტკივილს, ფიზიკურს თუ მორალურს საკუთარივით განვიცდიდი. ალბათ იმიტომაც, რომ საკუთარ თავს ვხედავდი მასში და ეს უფრო მეტად მაშინებდა.

ეს ყველაფერი ორი ადამიანის წყველა იყო.

მირანდას  შორეული სატრფო, რომელიც ყოველ შეხვედრაზე უფრო მეტ ადგილს იკავებდა მის სულში, ჩემი სიყვარულიც იყო. ის მხატვრის ზუსტად ისეთი სახე იყო, როგორიც მე წარმომედგინა. გოგონა მას ჯ.პ.–დ გვაცნობს, ჩემთვის კი ყოველთვის “შორეული სატრფო” იქნებოდა. მირანდას ბავშვურ წარმოდგენებში ის  ხელოვნების ღვთაებაა, რომლის ნახატიც ტყვეობაში ერთადერთ ნუგეშად იქცა. მტანჯველი და დამამცირებელი  რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. სიკვდილი ერთადერთი ლოგიკური დასარული იყო, მაგრამ ღრმადპატივცემულმა ჯონ ფაულზმა ბოლოსთვის სურპრიზი შემომინახა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დასასრული უფრო შემზარავი და მოულოდნელი იქნებოდა.
book_5113b5188f44e

ჩემი აზრით, კოლექციონერი ძალიან ძლიერი რომანია. მოულოდნელობებით, ცხოვრებისეული ტკვილით, საკუთარ თავში გაურკვევლობებით და შიშით აღსავსე. მან ჩემში ზრდასრული ადამიანი გააღვიძა.  საბრალო მირანდა ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული გოგო იყო. მე ის და “შორეული სატრფო” უსაზღვროდ მიყვარდა, ხოლო ფრდერიკი, ასოციალური, უსქესო და გარკვეულწილად უმიზნო დისკრიმინატორი იყო. თუმცა ესეც, როგორც სხვა დანარჩენი დაფარული თვისება იყო.

კითხვისას, ჩემში ფსიქოპათი და მხატვარი იბრძოდნენ.

ფსიქოპათმა მხატვარმა მოიგო..

Advertisements

8 thoughts on “დაწყევლილი კოლექციონერი

  1. ეს პროექრ ანოტაციის მონაწილეების ბოლოს მომიღებთ :3
    სად მაქვს ამ გაგანია სწავლის დროს ამდენი წიგნის წაკიტხვის დრო? 😦

    1. მე მესმის შენი თაი ❤ შენ რა გიჭირს მე აგერ ზუსტად 2 კვირაში 4 საატესტატო მაქვს ჩასაბარებელი :დ მოვასწრებთ! ყველაფერს მოვასწრებთ ^_^

      1. ჯერ არ დამიმთავრებია მაგრამ ბარემ ჩემს ეჭვებსაც გეტყვი, მე მგონი ფრედერიკს მირანდა შემოაკვდება 😦
        და ისააა …. მე მგონი ყველა ჩვენგანს ჰყავს საკუთარი ჯ.პ :დ

      2. კი არ დაგიმთავრებია, მაგრამ კარგი ეჭვებით ხარ–ხოლმე :დ
        ისეთი ჯ.პ., რომელის დანახვაზეც ელეთ–მელეთი გვემართება ^_^

  2. მეც თქვენ დღეში ვარ გოგოებო :)) იმედია წარმატებით დავწერთ… იმდენი კარგი წიგნი მაქვს წასაკითხი , ამასაც დავამატებ ჩემს ბიბლიოთეკაში 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s