არაგვის ხეობა

დილის ექვს საათზე გამეღვიძა. ღამე ოთხზე დავიძინე და ახლა ძაღლის ყეფამ გამაღვიძა. წვიმაში სიარულმა თავისი შედეგი გამოიღო და ჩემი ხმა სასწაულად დაბზარული, სხეული კი მტკივანი იყო. ორი ზომით დიდ სვიტრში და ჯინსში გამოვეწყვე. სახლში ორი მეგობრის ძებნა დავიწყე. ორივე იმ დღეს მიდიოდა. მანსარდაზე ავედი –იქ დამხვდნენ. ორი ყველაზე კომფორტული სკამი დაუტაციათ. გამეცინა. უხმაუროდ მიახლოება არ გამომივიდა სასწაულად ურემონტო მანსარდაზე ყველაფერი შხრიალებს. უხმოდ გამომხედეს. მათ შორის კართან ჩამოვჯექი.
საშინლად ნისლიანი დილა იყო.  აქ ასეთი ამინდი არასდროს მინახავს. კაკლის და თხილის ტოტებს შორის არაგვის ნაპირები ჩანს, მის უკან კი ტყით შემოსილი მთები. ახლა ამ მთებზე ღრუბლის ფთილებს მშვიდად ეძინათ. სიცივე ჩვენს ძვლებსაც კი აცახცახბდა, მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი სულ ერთი იყო. თხილის ტოტიდან სინდიოფალას ნაცრისფერი კუდი დავინახე. ცოტა ხანში თხილის ნაჭუჭის ძირს დაგდების ხმა გავიგე.

სოფელს ჯერ კიდევ ეძინა. მხოლოდ მამლის გაბმული ყივილი, არაგვის უსიტყვო შეგონებები და სიოს მოსვლით გახარებული ფოთლების შრიალი არღვევდა სიჩუმეს. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. მე ბედნიერი ვიყავი. ჩემი მეგობრები ჩემთან იყვნენ და ის სულ არ მანაღვლებდა, რომ 12 საათში ისინი თბილისში დაბრუნდებოდნენ. მე ყველაფერი მქონდა რაც სრული ბედნიერებისთვის მჭირდებოდა. ჩემი მეგობრები ადგილას, რომელიც ჩემი სიყვარულია.
დილის 6 საათზე მე ბედნიერი ვიყავი.
როდისმე, გულით კიდევ მოგისმენ..

Advertisements

4 thoughts on “არაგვის ხეობა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s