44 დღე

44 დღე თბილისში არ ვყოფილვარ. იმდენად გადავეჩვიე ყველაფერს რაც აქ ხდებოდა, რომ თავს უცხოდ ვგრძნობ. თუმცა, სასაცილო ისაა, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა. ჩემი მეგობარი მართალია, შეცვლილი ადამიანი არ არსებობს, ყველაფერი ილუზიაა. მეც ალბათ ილუზიას ვიქმნიდი ზოგიერთის შესახებ. ადამიანთან თუ აღარაფერი გაკავშირებს ნელნელა შორდები. ჩემს შემთხვევაში ზედმეტად ნელა მოხდა. მართლაც გავიზარდე. მათთან შედარებით, უკვე დიდი ვარ. ისინი კი დარჩებიან ისევ იმ სამყაროში სადაც მეც ვიყავი და ალბათ ოდესმე გამოვლენ. ისე შემხვდნენ, როგორც ადრე ჩვენ ვხვდებოდით ვინმე ძველ ნაცნობს. უცნაურია, მაგრამ გამიხარდა. თავისუფლად ვიგრძენი თავი. პიროვნებად ჩამოვყალიბდი და საკუთარი თავი შევქმენი. მადლობა ბერნარდ შოუს ჩემი “განათლებისთვის”.(“life isn’t about finding yourself, life is about creating yourself”)
დიდხანს ვოცნებობდი დასვენებაზე. აი დავისვენე კიდეც და აღმოჩნდა, რომ იმაზე კარგად ვიდრე წარმომედგინა. დილას გაღვიძებულმა არაგვის ხეობის ნაცვლად 16-სართულიანი კორპუსის დანახვამ დიდად არ გამახარა.
თბილისში ყოფნამ ბევრი რამ გამახსენა. თუნდაც ის, რომ მთელი წელი წამპალ სკოლაში უნდა ვიარო წამპალ ბავშვებთან ერთად, თუმცა, ამან აღარ დამძაბა, პირიქით გამიხარდა, რომ ეს აღარც მაღელვებდა. კიდეც ის, რომ უამრავი სასწავლი მექნება და ყველას საქმე სკოლაში მე უნდა მეკეთებინა. არც  ამას ავუღელვებივარ, გადავწყვიტე, რომ არაფერსაც არ გავაკეთებდი. მედალს მაინც არ მომცემენ და.. არც მთლად უსაქმური გავხდები, მაგრამ ათას უაზრო პროექტს არ შევიტენი.  მოკლედ აღმოჩნდა, რომ მთელი წელი პრობლემა ჩემში ყოფილა. ყველა ადამიანი თავის შეცდომას ან წარუმატებლობას სხვას აბრალებს, იმიტომ, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებით ისინი ვალდებულნი არიან თავადვე გამოასწორონ ყველაფერი. ამის გაკეთება კი ეზარებათ. მე აღარ მეზარება. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
ზაფხული ოფიციალურად დამთავრდა, თანაც მაგარი წვიმით(სიმბოლურობა მომეწონა), ახლა შემოდგომის დროა. ჩემთვის ესაა ახალი წელი!
happy new year!
P.S. ღმერთმა უწყის რამდენჯერ მითქვამს, რომ წერას განვაგრძობდი, მაგრამ არ დავაყენე საშველი. ახლა არ ვდებ პირობას, რომ ბევრს დავწერ!(ეგება რამე მეშველოს)
P.P.S. ბლოგი რა კარგი რამე ყოფილა ❤

Advertisements

4 thoughts on “44 დღე

  1. ველქამ ბექ : ))
    სკოლას კიდევ ნუ უყურებ შენ, გამოცდებში აიღე საუკეთესო ქულები და მედალი ვისაც უნდა იმას მისცენ, თუ ქვეყანა ჩალით დახურული ჰგონიათ 😉
    P.S. ბოლო კლასში ხარ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s