წიგნის მე-14 ფესტივალი

მკითხველნო, ამა ქვეყნისა, მოგესალმებით! ვინაიდან ბოლო პოსტი 16 აპრილს დავწერე, ცოტა მრცხვენია ასე უღიმღამოდ რომ ვიწყებ. თუმცა, უდიდეს პირობას ვდებ, რომ კვირაში ერთ პოსტს მაინც დავწერ! ახლა კი გადავიდეთ საქმეზე.
მოგეხსენებათ 24-27 მაისს წიგნის მე-14 ფესტივალი მიმდინარეობს ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში. შარშან სამწუხაროდ ვერ მოვხვდი, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში ველოდი ამ ფესტივალს. სკოლის და სწავლის გამო ხუთშაბათს და პარასკევს მისვლა ვერ მოვახერხე და ამიტომ გუშინ ვესტუმრე იქაურობას. მე-6 პავილიონში შეძურწულს სრული ქაოსი დამხვდა. შემდეგ გავიგე, რომ პროქტი ყოფილა “მაკულიტერატურა”, რაც სხვათა შორის ძალიან მომეწონა. მაშინვე გამახსენდა ჩემი ბიბლიოთეკა და სინანულის დიდმა ტალღამ დამკრა თავში. ამ დარტყმამ ზემოთ ამახედა და დავინახე “პალიტრას” მფინავი თევზი. ეს სინამდვილე არ გეგონოთ საჰაერო ბუშტი იყო. სამწუხაროდ ფოტოაპარატი არ მქონდა და ვერ გადავუღე. ისე კი მომინდა მომეპარა, მაგრამ ვერ შევწვდი..
ფესტივალზე  შეკრებილი ხალხის მრავალფეროვნებამ და რაოდენობამ სასიამოვნოდ გამახარა. რამოდენიმე ნაცნობი სახეც დავინახე, მაგალითად, შორიდან იბის მოვკარი თვალი, შემხვდა ქევანა, მაგრამ ჩემი სულელური ორჭოფობის გამო არ მივედი, ვაითუ შემეშალოს-მეთქი, თურმე არ შემშლია, შემხვდა ქალბატონი joleane და ისე შეცვლილა, რაც მე ბოლოს ვნახე, რომ კინაღამ ავტირდი! :დ გამომლანძღა პოსტების აღარ წერისთვის და დამარწმუნა “შიმშილის თამაშების” ყიდვაში. ასევე ლამის ძალით წამათრია ანესთეზირებული ბლოგის ავტორის გასაცნობად, მაგრამ არ გავყევი. მიზეზი კი ის იყო, რომ მის პოსტებს ადრე ვკითხულობდი ახლა კი აღარ მახსოვდა.. რომ ეკითხა რამე, რა მეპასუხა? ასე “გავმაზე” ეს შანსიც. სხვა არავინ მეცნო, მაგრამ რატომღაც დიდი იმედი მქონდა მოლი ბლუმს შევხვდებოდი. იმედი გამიცრუვდა. თუმცა მაინც ძალიან ვისიამოვნე.
ჩემს მეგობარს ერთი გამომცემლობის სტენდიდან, მეორეში დავათრევდი, პატარა ბავშვივით შევცქეროდი პრიალაყდიან წიგნებს და ვერაფრით გადამეწყვიტა მწირი ბიუჯეტი რაში დამეხარჯა. იმ მომენტში ბევრი ფული რომ მქონოდა, ალბათ სულაკაურის და ქარჩხაძის გამომცემლობას დავაცარიელებდი, თან პალიტრას და სხვებსაც მივაყოლებდი. უზომოდ ბევრი ვიარე და ბოლოს ისევ სულაკაურის გამომცემლობას მივადექი! შევიძინე სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშები” და ჯაბა ზარქუას “მკითხველი უნდა მოკვდეს”. გული დამწყდა, რომ ვერ შევიძინე ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია”, ნატო დავითაშვილის “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი”, იმპრესიონიზმი, პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო”, რამოდენიმე კულინარიული წიგნი დედაჩემისთვის და ა.შ. სამაგიეროდ ამავსეს სარეკლამო ფლაერებით და დღის ბოლოს იმდენი მქონდა, რომ ჩანთაში აღარ მეტეოდა. სამწუხაროდ კაფით დიდად არ აღვფრთოვანდი, თორემ შიმშილშემოტეული რამეს შევსანსლავდი! არადა ექიმმა მითხრა,  სწორად იკვებე და რეჟიმში ჩაჯექიო. მაგ რეჟიმის ბრალი იყო, რომ 6 საათზე სირბილისგან კუნთები მტკიოდა და ყველგან სკამს ვეძებდი.

ბოლოს ჩემს წიგნებს გადავხედე, მე-11 პავილიონს თვალი მოვავლე, მიკი (ან მინი) მაუსის იქ ყოფნამ გამაოცა და წამოვედი. გულში კი გადავწვიტე, რომ მომავალ წელს იმდენ წოგნს ვიყიდდი, რომ წამოთრევა დამჭირვებოდა.! სახლში დაბრუნებული სასწრაფოდ ვეცი “შიმშილის თამაშებს” და 6 საათში დავამთავრე. ამაზე ცალკე პოსტს აუცილებლად შემოგთავაზებთ ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ და ჯაბა ზარქუას მოთხრობას დავიწყებ.

Advertisements

12 thoughts on “წიგნის მე-14 ფესტივალი

    1. “შიმშილის თამაშების“ წაკითხვა შენი პოსტის შემდეგ მომინდა! 🙂 შენ ნადავლს ვერ შეედრება! :დ

    1. ბოლო გვერდზე რომ დავინახე, პირველი ნაწილის დასასრულიო კინაღამ გავგიჟდი! არა უშავს რუსულად წავიკითხავ სადმე! 🙂

  1. ეს შორიდან იბის მოვკარი თვალი რაიცით რა :დ რა ბევრმა დამინახა და რა ცოტა მოვიდა 😦

    1. იმიტო არ მოვედი, რომ შორს იდექი მე კიდე მე-11 პავილიონისკენ ლამის გავრბოდი! :დ არა უშავს ახლოს ვცხოვრობთ და ოდესმე ხო შეგხვდები?! :დ

  2. აუ რომ ვკითხულობ , რატომ არ წამომყევი გასაცნობად ძალიან მეცინება :დ შენთან ვინმე რომ მოვიდეს შენს ბლოგს ვკითხულობო პოსტების გამოკითხვას დაუწყებ და სწორ პასუხებს თუ ვერ გაგცემს ლანძღვა-ფურთხებით გააგდებ ? :დ

    1. არა გოგო! :დ უბრალოდ რავიცი აბა! დებილი ვარ მე! 😦 მასე ქევანაც უნდა მენახა, მარა ვნახე?! არა! 😦 ტუპიაკი ვარ! ამის მერე სადმე ვინმე შემხვდება და.. რავიცი მოკლედ რა! :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s