ჩემი ბიბლიოთეკა part 2

მგონი ბიბლიოთეკარობა არ მაწყენდა.. ეს ისე  ვთქვი რააა.. თავს არ ვიმართლებ პოსტების არ-წერის გამო და არც იმას ვამბობ, რომ მეზარებოდა. უბრალოდ ვინაიდან და რადგანაც ახლა “პაწა” თავისუფალი დრო ვიპოვე,(არადა დაპირებული მოთხრობა და ქიმიის პროექტი მაქვს დასამთავრებელი, ასევე სამეცადინო ულევი და ახლადგაგებული წლის ბოლოს 8 გამოცდისთვის მომზადება) პოსტი მინდა დავწერო! წინა პოსტში ჩემს ბიბლიოთეკაზე მქონდა საუბარი.. კი ბატონო, რავა შეგედავებით, რომ დიდი ხნის წინ იყო ეგ, მაგრამ მე ახლა გავაგრძელებ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვეფხისტყაოსნების რიცხვი საკმაოდ დიდია! სამაგიეროდ რაც აქ ვიპოვე ძალიან ძვირფასად და განსხვავებულად გამოიყურებოდა.. სხვათა შორის საკმაოდ მძიმეც იყო.. ასევე აღმოვაჩინე (ჩემდა ჭირად ნაწამები) შუშანიკი.. როგორც ხედავთ ყდა აქვს არაჩვეულებრივი! ძალიან მომეწონა! 6 ენაზეა ნათარგმნი.


ეს წიგნი კი ჭეშმარიტად გამოხატავს ჩემს ბავშვობას! დედაჩემი ყოველ ღამე მიკითხავდა და მიყვებოდა ზღაპრებს ამ წიგნიდან და იმდენად თბილი და კეთილი მოგონებები მაკავშირებს მასთან, რომ ალბათ ჩემს შვილსაც წავუკითხავ-ხოლმე..
არ შემიძლია არ აღვნიშნო დოსტოევსკის არანორმალურად ბევრი წიგნი!

“მკვდარი სახლის ჩანაწერები” დავიწყე ზაფხულში ბულაჩაურში, მაგრამ ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის და ნუცას წამოღებული სომერსეტ მოემის ნაწარმოებები წავიკითხე. ახლა გამახსენდა, “წითურის” მთავარი გმირის სიცილი თითქოს მართლაც მესმოდა..
ბებიაჩემი, (წიგნების შემომტანი ადამიანი) აშკარად დიიდ პატივს სცემდა რუსულ ლიტერატურას, რაც წიგნების რაოდენობაში გამოიხატება. სხვათა შორის ეს მე ძალიან მახარებს! 🙂
გამიხარდა თომას მანის “ლოტე ვაიმარშის” პოვნა. ეს იმ წიგნების რიგში მოხვა, რომლების წაკითხვასაც ვაპირებ.  ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” 4 ტომად. საკმაოდ კარგი ყდები აქვს! ხო ვიცი, ყდებით ვმსჯელობ ასეთ შედევრზე..  კიდევ ერთი ვეფხისტყაოსანი..  აგერაა ჩემი “კლასიკი ი სავრემენნიკის” არასრული გამოცემა.. ნეტავ მთლიანი მქონდეს..
ახლა კი წასაკითხი წიგნების გეგმა:
1.შექსპირის დამთავრება.. (ახლ “ჰამლეტის” კითხვაში ვარ.)
2.”დედოფალი მარგო”
3.”მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი
4.”ბურუსი”- მიგელ დე უნამუნო
5.ჯეიმს ფენიმორ კუპერი – “უკანასკნელი მოჰიკანი”
6.ონორე დე ბალზაკი – “შაგრენის ტყავი” და “პოლკოვნიკი შაბერი”
7.სირცხვილი, მაგრამ შარლოტა ბრონტე – “ჯეინ ეარი”
8.პროსპერ მერიმეს ნოველები
9.გი დე მოპასანი  – “წუთისოფელი” (“ლამაზი მეგობარი” სახლში არ მაქვს 😦 )
10. ზემოთ კი ვთქვი, მაგრამ ეგება დაგავიწყდათ, თომას მანი- “ლოტე ვაიმერში”
პ.ს.ვაი და ვუი მეგობრებო! სოფის პოსტი წავიკითხე წერას ვწყვეტო.. გული გამისკდა! სოფიი!! მოგიწოდებ ეგ აზრი თავიდან ამოგდო! ვინც მის ბლოგზე არ ყოფილხართ გირჩევთ ესტუმროთ!

Advertisements

14 thoughts on “ჩემი ბიბლიოთეკა part 2

  1. შენ მე გამაგიჟებ რაა 😦 რა ბიბლიოთეკა ჰქონია სახლში 😦 ვაი და უი!!! ბედნიერი ხარ 😦 მაგ წიგნებს მიხედე შენ და ჩემს ბლოგს თავი დაანებე, თავი სისულელეებით არ გაგევსოს 🙂

      1. მე ან სულ მეათასე კომენტარის ავტორი ვარ, ან რამე მაგდაგვარი 🙂 იღბალა ვარ რა 🙂

  2. გეგმები მომეწონა – “ბურუსს” წლებია “ვაჩოჩებ” (პირობას ვდებ საკუთარი თავის წინაშე, რომ ამ გაზაფხულს არ გადავაცილებ 🙂 ) და დანარჩენები ისეთია… 😉

  3. კარგი გეგმები გაქვს და შუშანიკი მარტო შენდა საუბედუროდ კი არ უწამებიათ 🙂

  4. ”მარტოობის ასი წელი” და “ჯეინ ეარი” წაკითხული მაქვს:)

    ”დედოფალი მარგო”და “ლამაზი მეგობარი” მეც მინდა რომ წავიკითხო,დაწყებული მაქვს მაგრამ მერე თავი დავანებე:)
    მითუმეტეს დედოფალი მარგო ბევრჯერ მაქვს დაწყებული:დ
    რა ვნქა გული ვერ დავუდე:დ

    1. დედოფალ მარგოს თავიდან მეც ვერ ავუღე ალღო, იმიტომ, რომ უფრო ისტორიულია და.. სამაგიოეროდ ახლა უფრო კარგად ჩავუჯექი! 😛

      1. :დ
        ხოო რავი,ცოტა გაძლება უნდა დასაწყისში:დ
        მერე წყალივით მიდის ყველაფერი:დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s