ჩემი ბიბლიოთეკა part 1

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა ჩემი ახალი მოჩხლაფორთებული(კარგი სიტყვაა ხო?) რაღაცა წაიკითხოთ!
რაც კი რა წიგნია ჩემს სახლში 90% ბებიაჩემმა იყიდა საბჭოთა კავშირის დროს. მოგეხსენებათ, მაშინ არც წიგნების ფართო არჩევანი იყო და რაც იყო, ისიც სახელმწიფოს ცენზურას გადიოდა. (ყოველ შემთხვევაში ბებიაჩემი ასე მეუბნება)

სწორედ ამიტომ სადაც კი რამე ახალ წიგნს შეხვდებოდა ყიდულობდა და კითხულობდა! (მერე რა, თუ უმეტესობა არც კი ახსოვს?!) ასე აღმოჩნდა ჩემს სახლში

არსებულ ყველა თაროზე ესა თუ ის წიგნი. გაგიკვირდებათ და იმდენად საოცარი ასორტიმენტი მქონია, რომ კინაღამ ვინანე საჯაროს ბარათი რისთვის ავიღე-მეთქი.

დღეს გადავწყვიტე ერთ-ერთი თაროების “ნაკრების”(თუ შეიძლება ასე ითქვას) დალაგება! რაგბიზე წასვლა ვერ მოვახერხე ბილეთების გათავების გამო. გამიხარდა კიდეც წიგნებს დროს დავუთმობ-მეთქი. (არ იფიქროთ, რომ გავგიჟდი წიგნები მიყვარს და რა ვქნა?!) სხვათა შორის სურათებიც გადავუღე ყველაფერს!

რაც აღმოვაჩინე: ხუთ თაროზე სამი “ვეფხისტყაოსანი”(როგორც დედამ მითხრა, ბებია სადაც ახალ გამოცემას ნახულობდა მაშინვე ყიდულობდა), გარდა ამ სამისა, სახლში კიდევ მინიმუმ ხუთი ვეფხისტყაოსანი მაქვს.

გერმანულ-ქართული ან პირიქით, რუსულ-გერმანული ან პირიქით ლექსიკონების რაოდენობა სხვა ყველაფერს აჭარბებს! ხუთ თაროზე 6 წიგნი. ასევე საკმაოდ ვიპოვე დედაჩემისეულა სამედიცინო ლიტერატურა, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა

პირველ თაროზე.

მერე რა, რომ სამედიცინოა!? მთავარია ლათინურია! ბავშვობიდან მინდოდა ლათინურის სწავლა!

აღმოვაჩინე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები. აქ კი ერთგვარი მუნჯი შოკი მქონდა. ამ უკანასკნელმა პლუტარქეს გვერდზე დაიდო ბინა. მეორე თაროს დიდი პატივი ხვდა წილად! მთელი ქართული პროზის და ილიას ტომები “დავასახლე” იქ. სხვათა შორის ამ წიგნების შორის ისინი ვიპოვე, რომელთა წაკითხვაც უკვე დიდი ხანია მინდოდა და ისიც, რომელიც წესით წაკითხული უნდა მქონდეს და მრცხვენია, რომ ჯეინ ეარი არ მაქვს წაკითხული.. ისე იმის ბრალია, რომ ჩემმა კლასელმა ტვინი წამიღო წაიკითხეო და ჯინაზე არ წავიკითხე!
სიხარულით კინაღამ სკამიდან (რომელზეც დიდ ძალისხმევის შემდეგ ავძვერი) გადმოვვარდი, რომცა ანდერსენი ზღაპრების წიგნი ვიპოვე! მართალია რუსულად იყო და მე არაფერი მესმოდა ადრე, მაგრამ მე მაინც მიყვარდა ეს წიგნი!
ხო რაც მთავარია! ხვალ დიდი წიგნის კარადის დალაგებას ვაპირებ, ასე რომ  wish me luck!

P.S.ახლა ვორდპრესმა მახარა 45-ე პოსტი გამოაქვეყნეო! ❤

Advertisements

18 thoughts on “ჩემი ბიბლიოთეკა part 1

  1. shen ar inerviulo marishka dges shens magvradc vyvirodi da vgulshematkivrobdi chvens borjgalosnebs ^_^!!! eg andersenis zgaprebis wigni maxsovs tbilad!!! jer chemxelshi gamoiara mag wignma 😥
    P.S gilocav 45_e posts!! ❤

      1. მაშ… გახლიდით… აუ გეხვეწები თუ შეგხვდება გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” და ემილი ბრონტეს “ქუხილიანი უღელტეხილი” მასესხე რა 😛

      2. დღეს არც ერთი არ შემხვედრია და ხვალ შემდგეი ტური უნდა დავიწყო და თუ ვიპოვე გადმოგიტან! ❤

  2. “აი ვიშ იუ გუდ ლაქ : ))) :დ :* ”
    მე ისე მეზარება დალაგება და თან წიგნების კარადის…წიგნების გამზეურება ჩრჩილი,რომ არ ჩაბუდდეს და ათასი უბედურება :დ
    ჩემი და აკეთებს ჩემს მაგივრად დალაგება–დასუფთავებას :დ
    სამაგიეროდ მისი თემები , მათემატიკის საკითხები და ინგლისურის ტესტები ჩემს კისერზეა.
    ისე სად დაიკარგე : )))
    ასე უნდა დაკარგვა?
    –ხარაშოოო :*

    1. აბა მე არც და მყავს და ძმა მით უმეტეს! აგერ ჩემი ნინი მყავს მარტო! ❤ ხოდა სად დავიკარგე და ჯანდაბა სკოლას! :დ სწავლას და ვაფშე რაა! :დ აქ ვარ ახლა და ხვალაც აქ ვიქნები თუ არა ღმერთმა უწყის! :):) P.S. thanks! 🙂

  3. რა გიშრომია 🙂

    ანდერსენი განსაკუთრებით მომეწონა 🙂

    ორმოცდამეათე პოსტისთვის რამე საიუბილეო მოიფიქრე. და რა თქმა უნდა, გუდ ლაკ სახვალიოდ 🙂

    1. ხო სასიამოვნო შრომა იყო! 🙂 ხო ვიფიქრებ მაგაზე აუცილებლად! 🙂 იმედია რამე ფეიერვერკიანი გამოვა! :დ ხვალ უფრო ბევრი სამუშაოა ასე რომ მადლობ მოლი! ❤

  4. ჯეინ ეარი მეც წაკითზული მაქვს რამდენიმე წლის წინ:დ
    მაგარი იყო:დ
    კარგი პოსტია ისე მომეწონა:)
    მეც გუშინ დავალაგე წიგნები:დ

      1. კი მართლა კარგი საქმეა.ბიბლიოთეკაში დავდიოდი და იქიდან წამოღებულ წიგნებს ვკითხულობდი სახლში რომ ვერ ვარჩევდი,მაგრამ დალაგების დროს,საკმაოდ ბევრი წიგნი გადავდე წასაკითხად.:დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s