ქართულის დავალება

ეს ესე ქართულის დავალებად მქონდა. მართალია 2 კვირის წინ, მაგრამ ახლა გამახსენდა და აქ ვაქვეყნებ! ისედაც დიდი ხანია არ დამიწერია! 🙂
სათაური: “როგორ მოქცეულხართ ისეთ შემთხვევაში, როცა ჩაგითვლიათ, რომ საზოგადოება თქვენს მიერ უსამართლოა?”
ჩემთვის საზოგადოების გავლების ქვეშ მოქცევა, თითქმის ყველაზე დიდი დამარცხებაა. მთელი გაცნობიერებული ცხოვრება ვცდილობ არ ვიყო ისეთი, როგორებიც არიან სხვები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვამტკიცებ, თითქოს სხვაზე რამეთი უკეთესი ვარ. რამდენჯერაც ესე, თემა ან რაიმე სახის ჩანაწერი დამიწერია, იმდენჯერ ვიმეორებ, რომ “შეუძლებელია იცხოვრო საზოგადოებაში და არ იზიარებდე მის აზრს”. (დაილოცოს ამის მთექმელი?!) უმრავლესობასთან მარტო დაპირისპირების და ამავდროულად გამარჯვების შანსი ძალიან ხშირად ნულს უტოლდება.
ცოცხალი მაგალითების გვერდის ავლით, თქვენი მეხსიარებიდან “ალუდა ქეთელაურს” და დავით კლდიაშვილის “შერისხვას” მოვუხმობ. მიუხედავად მათ შორის არც ისე მცირე განსხვავებისა, ისინი ერთ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებენ. სხვათა შორის, მომავალი “ამბოხებულებისთვის” მშვენიერ სახელმძღვანელოს წარმოადგენენ.
თუ ჩემს პირად მაგალითს განვიხილავთ, (რაც სამაგალითოდ ნამდვილად არ გამოდგება) ვიტყვი, რომ ზემოთხსენებულ საზოგადოებრივ აზრს ხშირად გადავყრივარ და ჩემი(არასამაგალითო) ხასიათიდან გამომდინარე, არარაციონალური გადაწყვეტილება მიმიღია. კერძოდ კი, (ხშირად) უმიზეზო და (იშვიათად)ჩხუბი დამიწყია. თუმცა, იმედი მაქვს მომავალში დავჭკვიანდები და მასასთან, რომელსაც აუცილებლად ჰყავს მეთაური, შეძლებისდაგვარად საერთო ენას თუ არა, ურთიერთობის ალტერნატიულ გზას მაინც გამოვნახავ.
ამ ესეს წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ 10-ანი მივიღე! 😛
P.S.არაფერი არ შემიცვლია ზუსტად ასე მეწერა ყველაფერი! 🙂

რა ვქნა სურათი რომ არ დამედო, არ შემეძლო! 😛
Advertisements

27 thoughts on “ქართულის დავალება

    1. გეთანხმები მოლი! 🙂 ჩემი მასწავლებელიც დაგეთანხმებოდა! :დ პროგრესულად მოაზროვნე მასწი მყავს! ❤

  1. შემშურდა თეთრი შურით 🙂 ქართულში ასეთი საინტერესო დავალება… და მასწავლებელიც აშკარად ობიექტურია… 🙂

      1. არა, მასეც ვერ გავკადნიერედები! თვითონ რვეულში ჩაწერის პროცესი! 😉 🙂

      2. არამგონია! მასწავლებელი როგორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის აჯობებს მოსწავლეს! :)))

  2. აუ, როგორ მესმის შენი!
    და შენს მასწავლებელს ყოჩაღ, ჩემს სკოლაში ალბათ სიტყვების რაოდენობის მიხედვით დაწერდნენ ნიშანს : )

  3. ყველაზე მაგარი არაადამიანია მთელს დედამიწაზე და არა მარტოო,,,, მევასება რაა . აი შენ გაგიმართლა სადღაც რო ნახე:დ იუფ

  4. კაი ვინმეა, საინტერესო აზროვნებააქ. მაგრამ დღეში ორჯერ, თუ ძლიერი ფსიქიკა არგაქ გაგაგიჯებს:):)ამდილაუთენია კომპთან რამესაქმება, წავედი საქმეს მივხედო თორე,,,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s